Courrier International-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა  ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

523
VIEWS

24-25 მაისს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2) უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა, და უკრაინელი ჯარისკაცების კარიკატურა გავრცელდა, რომელსაც ფრანგული გამოცემა Courrier International-ის ლოგო აქვს. კარიკატურაზე ზალუჟნი და უკრაინელ ჯარისკაცები ნავში სხედან და მდინარე “სტიქსზე” (აღნიშნული მდინარე, მითოლოგიის მიხედვით, საიქიოში გადასვლის გზაა) მიცურავენ. 

“უკრაინის კონტრშეტევა მდინარე სტიქსზე”, “ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაპირებული კონტრშეტევა საფრთხეშია. Როგორ იმოქმედებს ბახმუტის დაკარგვა კონფლიქტის მიმდინარეობაზე”- ვკითხულობთ გარეკანზე.

Courrier International-ის სახელით გავრცელებული კარიკატურა ყალბია. მსგავსი კარიკატურა მაისის ნომრების არც ერთ გარეკანზე, მათ შორის არც სპეციალური გამოშვების ნომერზე არ გვხვდება.

Courrier International-ის უახლესი და წინამორბედი გარეკანების მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნული კარიკატურის შემცველი ყდა Courrier International-ს არ აქვს. 25 მაისს გამოქვეყნდა გარეკანი სერიული ნომრით N°1699, რომელიც სრულიად სხვა შინაარსისაა. აღსანიშნავია, რომ ყალბი გარეკანის ნომერია N°1700, მაშინ როცა Courrier International-ის უკანასკნელი ჟურნალის ყდის სერიული ნომერია –  N°1699. 

გარდა ამისა, გავრცელებულ ყალბ კარიკატურას მითითებული აქვს, რომ ის მაისის სპეციალური გამოშვებაა, თუმცა მსგავსი კარიკატურა Courrier International-ის ვებ-გვერდზე არც სპეციალური გამოშვებების განყოფილებაში იძებნება.

Რუსულ საინფორმაციო ომში, ცნობილი გამოცემების სახელით სხვადასხვა ვიზუალური მანიპულაციის განხორციელება, კარგად გამოცდილი პრაქტიკაა. Რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, “მითების დეტექტორმა” Courrier International-ის სახელით ყალბი გარეკანის გავრცელების სხვა შემთხვევაც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist