ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

467
VIEWS

3.08.23 განახლება: მასალას დაემატა “აი უცნობის” მიერ გავრცელებული პოსტი, რომელიც ფეისბუქზე მონიშვნის შემდეგ გვერდმა წაშალა.

1-2 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ და რუსთავში პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ-გვერდმა თურქული სატირული ჟურნალის, LeMan-ის გარეკანის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის საპროტესტო აქციის კარიკატურაა დატანილი. გარეკანზე ჩანს ასევე წარწერა “Gürcü animatörler Rus turistleri eğlendirme tekelini Türklerden alıyor” – “ქართველი ანიმატორები რუსი ტურისტების გართობის მონოპოლიას თურქებს ართმევენ”.

2 აგვისტოს, მოგვიანებით, კარიკატურა “აი უცნობის” ფეისბუქ გვერდმაც გაავრცელა, თუმცა პოსტი ამჟამად წაშლილია.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს გარეკანის ფოტო თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა. ხოლო 2 აგვისტოს სიახლე სათაურით “ჟურნალმა LeMan ბათუმში რუსოფობიური აქციის მომწყობ ნაციონალისტებს დასცინა” კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Аргументы и Факты და Forpopst:Севастопол-მა გამოაქვეყნეს. 

ai ucnobi ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

Screenshot 2023 08 02 165629 ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება Screenshot 2023 08 02 165638 ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

LeMan-ის გარეკანი გაყალბებულია. მსგავსი კარიკატურა გამოცემის ოფიციალურ საიტზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული არ არის. გარეკანის სიყალბე თავად გამოცემა LeMan-მაც დაადასტურა.

გავრცელებულ გარეკანზე მითითებულია ჟურნალის ნომერი 1636 და გამოსვლის თარიღი 2 აგვისტო, თუმცა სოციალურ მედიაში გარეკანის ფოტო უკვე 1 აგვისტოს გავრცელდა. გარდა ამისა, ამჟამად ჟურნალის ბოლო 1635 ნომერი 26 ივლისსაა გამოსული და გამოცემას ახალი ნომრის გარეკანის ფოტოები თავის სოციალურ მედიაში ჯერ არ გამოუქვეყნებია. 26 ივლისის ნომრის გარეკანის ილუსტრაციები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

Screenshot 2023 08 02 165647 ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: @lemandergisi/Twitter (1,2)

ინფორმაცია, რომ გავრცელებული კარიკატურა ყალბია, გამოცემა LeMan-მაც დაადასტურა და თავის Тwitter-ზე ამ საკითხზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3).

Screenshot 2023 08 02 165712 ბათუმში გამართულ აქციაზე LeMan-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება27 და 31 ივლისს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც კრუიზი სოჭიდან დაიწყო. ორივე დღეს პორტში რუსული გემის შემოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 31 ივლისს აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, Аstoria Grande-ს სამომავალო კრუიზების მარშუტებში ბათუმი აღარ ფიგურირებს.

თურქული სატირული ჟურნალის LeMan-ის და ასევე სხვა უცხოური გამოცემების გაყალბებული გარეკანების ფოტოები, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ შინაარსს ატარებდნენ წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist