სოციალურ ქსელებში ებრაელებზე ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

344
VIEWS

29 ოქტომბერს ფეისბუკზე გავრცელდა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული სქრინშოტი, რომელზეც ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო წარწერით: “თუ უკრაინა წააგებს ომს, ეს ებრაელების გამო იქნება” – ზელენსკი.

zelenskis gaqhalbebuli ebraelebze სოციალურ ქსელებში ებრაელებზე ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი განცხადება არ იძებნება არც მის ოფიციალურ გვერდებზე და არც უკრაინულ ან დასავლურ მედიაში. 

ციტატის თანხლებით ზელენსკის იდენტურ ფოტოს სხვადასხვა სოციალური ქსელის რუსულენოვანი მომხმარებლები ავრცელებენ. სოციალურ ქსელ X-ის ანონიმური მომხმარებელი “Ленинградец”, რომლის სქრინშოტიც ფეისბუქზე გავრცელდა, აქტიურად ეწევა ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას. მისი შეფასებით, ისრაელ-ჰამასის ომი აშშ-ის ინტერესებში შედის. ის ასევე სწორს უწოდებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას და თუ ის ვინმეს არ მოსწონს, ურჩევს “თავად გადაიტანონ ეს”.

zelenskis gaqhalbebuli ebraelebze1 სოციალურ ქსელებში ებრაელებზე ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

იგივე შინაარსის ფოტო და გაყალბებული ციტატა 26 ოქტომბერს გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელ “Вконтакте”-შიც. ფოტო გვერდმა МУЖСКОЙ ЖУРНАЛ გამოაქვეყნა, რომელიც გასართობი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

zelenskis gaqhalbebuli ebraelebze2 სოციალურ ქსელებში ებრაელებზე ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებში ისრაელის მკაფიო მხარდაჭერა იკვეთება. ზელენსკიმ დაგმო ჰამასის ქმედებები და ისრაელში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის პარალელებიც გაავლო. 

7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დღეს, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო ტერორიზმი და ხაზი გაუსვა ისრაელის თავდაცვის უფლებას.

ზელენსკი: ისრაელზე დღევანდელი ტერაქტი საფუძვლიანად იყო მომზადებული და მთელ მსოფლიოს ესმის, რომელ ტერორისტულ სპონსორებს შეეძლოთ ამ თავდასხმის წახალისება და ორგანიზება.

ისრაელს აქვს სრული უფლება დაიცვას თავი ტერორისგან, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს. არანაირი მხარდაჭერა ტეორისტებს. დაე, ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და ტერორის შეუწყნარებლობა იყოს პრინციპები, რომლებიც საბოლოოდ გააერთიანებს მთელ მსოფლიოს.

9 ოქტომბრის მიმართვაში კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება რუსეთის ინტერესებში შედის. 11 ოქტომბერს ნატოს სამიტზე ისარელი-ჰამასის საკითზე საუბრისას ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს ლიდერებს მხარდაჭერა გამოეხატათ ისრაელელი ხალხის მიმართ და ჩასულიყვნენ ისრაელში. ზელენსკიმ ასევე პარალელი გაავლო რუსეთსა და ჰამასს შორის და ორივე ტერორისტებად მოიხსენია.

ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით გავრცელებული ყალბი ციტატა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს აქამდე გავრცელებულ ნარატივს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები  უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას ისრაელის დასახმარებლად გადაამისამართებს.


ალექსანდრე ბუზალაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist