ითხოვს თუ არა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მთელი მსოფლიოს დაბომბვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.6k
VIEWS

13 ოქტომბერს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ აშშ-ის სენატორის საჯარო განცხადების შესახებ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე CNN- ის ლოგოა გამოსახული, ხოლომორბენალ სტრიქონზე შემდეგი წარწერა ჩანს: 

გრეჰემი: “მთელი მსოფლიო უნდა დავბომბოთ”.

14 ოქტომბერს იგივე ამბავი რეჟისორმა და სახელისუფლებო ექსპერტმა გოგა ხაინდრავამ ტვიტერზე გაავრცელა. იგი ტექსტს Babylon Bee-ს ბმულს ურთავს და წერს: „სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრეჰემმა საჯაროდ განაცხადა: აშშ-მა უნდა დაბომბოს ყველა ქვეყანა რათა მსოფლიომ იცოდეს ვინ არის პატრონი! ხუმრობა არ გეგონით.”

ხაინდრავაზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია newshub.ge-ზეც გავრცელდა. 

zelenski saqarthveloze1 ითხოვს თუ არა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მთელი მსოფლიოს დაბომბვას?

ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მსოფლიოს დამომბვას ითხოვს სიმართლეს არ შეესაბამება და სატირულმა გამოცემამ Babylon Bee-მ გამოიგონა. 

CNN-ის სქრინშოტი გაყალბებულია, ამერიკელ სენატორს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

სტატია გრეჰემის აგრესიული მოწოდების შესახებ 12 ოქტომბერს The Babylon Bee-ს  ვებ-გვერდზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა – “ლინდსი გრეჰემი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დაბომბოს მსოფლიოს ყველა ქვეყანა“. ამავე სტატიაში ვხვდებით ყალბ ციტატებს: “თუ გვინდა მშვიდობის აღდგენა მთელ მსოფლიოში, ერთადერთი რეალისტური პასუხია ზიანის მიყენება მსოფლიოს ყველა ერისთვის“; “არაფერი დაასტაბილურებს მთელ მსოფლიოს და უზრუნველყოფს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ შეერთებული შტატების სიძულვილი. ამ ყველაფრის გარდა, ზოგიერთი ჩვენგანი ასევე გამოიმუშავებს მასიურ ფულად რესურსებს, ამიტომ ვემხრობი ამ იდეას.“

The Babylon Bee წარმოადგენს სატირულ გამოცემას, რომლის ვებ-საიტზეც მითითებულია, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო სატირული საიტია, რომლის ფოკუსსაც წარმოადგენს ქრისტიანული, პოლიტიკური და ყოვედლღიური ამბები. ვებ-საიტი მოგვიწოდებს, რომ ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში “ეს საქმე ღმერთს მივანდოთ”.

zelenski saqarthveloze2 ითხოვს თუ არა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მთელი მსოფლიოს დაბომბვას?

The Babylon Bee-ის მიერ გაოგონილი სატირული ამბავი როგორც რეალური ინფორმაცია წარსულშიც არაერთელ გავრცელებულა. იხილეთ მაგალითები:

წყაროების შესახებ

დემურ გიორხელიძე  „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“  პარტიული სიით იყო მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. ანალიტიკოსის ამპლუაში მას ხშირად ვხვდებით ანტიდასავლური პროპაგანდის მქონე მედიის „ალტ-ინფოს“ გადაცემებში. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთელ გამოუვლენია.

დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია რეჟისორსა და სახელისუფლებო ექსპერტ გოგა ხაინდრავასაც. 


მოამზადა მაგდა რუხაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist