საჭიროა თუ არა ვაქცინაცია ახალი iPhone 13-ის ეკრანის განსაბლოკად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

54
VIEWS

2021 წლის 16 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ახალი iPhone 13-ის მომხმარებლები სმარტფონის ეკრანის განბლოკვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებენ, თუ ვაქცინირებულები იქნებიან. სალუქვაძემ პოსტს ამერიკული გამოცემის “Babylon Bee”-ის სქრინშოთი და ინგლისურენოვანი ფორუმის tigerdroppings.com ბმული დაურთო, სადაც იდენტურ ახალ ამბავს ვხვდებით. მსგავსი შინაარსის პოსტი 20 სექტემბერს კიდევ ერთმა ფეისბუქ ანგარიშმა ჯერალდ ნიუმანმაც გააზიარა. მისი მტკიცებით, Apple-ის მიერ თავის სმარტფონში ვაქცინაციის სტატუსის ინტეგრირებით, მომხმარებლები “ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის” პატიმრებად იქცევიან. ჯერალტ ნიუმანს პოსტში ახალი ამბის წყაროდ გამოცემა “Babylon Bee” აქვს მითითებული.

"

მტკიცება, თითქოს ახალი iPhone 13-ის ეკრანის განსაბლოკად ვაქცინაცია აუცილებელი მოთხოვნა იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკული სატირული გამოცემა The Babylon Bee, რომელსაც ქართული ფეისბუქ მომხმარებლები ეყრდნობიან, გამოგონილ ამბებს აქვეყნებს. პოსტის ავტორებს მითითებული არ აქვთ, რომ მათი პირველწყარო სატირული ჟანრისაა, რითაც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ხდება.

სატირულმა გამოცემამ The Babylon Bee ახალი iPhone-ისა და ვაქცინის შესახებ მასალა 2021 წლის 14 სექტემბერს გამოაქვეყნა, იმავე დღეს, როცა Apple-მა თავისი სმარტფონის ახალი მოდელების iPhone 13-ისა და iPhone 13 mini-ის გამოსვლის შესახებ დაანონსა. გამოგონილ ახალ ამბავში ნათქვამია, რომ iPhone 13-ის ვაქცინის სტატუსით განბლოკვის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ ქუქმა განაცხადა. სატირული მასალის მიხედვით, ტიმ ქუქმა გამოცემას ისიც დაუდასტურა, რომ კომპანიის ახალი სმარტფონის “ვაქცინაციით ვერიფიკაციის” ფუნქციის შექმნაზე ჩინელი მონები მუშაობდნენ.

 The Babylon Bee-ის შესახებ

The Babylon Bee კონსერვატიული ონლაინ გამოცემაა, რომელიც რელიგიის, პოლიტიკის, საჯარო ფიგურებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სატირულ ახალ ამბებს ამზადებს. გამოცემა 2016 მარტში შეიქმნა. ჩვენს შესახებ განყოფილებაში მას მითითებული აქვს, რომ ის სატირული ხასიათისაა და წერს ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ვებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გასაჩავრების სურვილის შემთხვევაში კი გამოცემა მკითხველს ურჩევს, ღმერთს მიმართოს.

“მითების დეტექტორმა” The Babylon Bee-ზე დაყრდნობით გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა. სატირას რეალურ ამბად “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა დავით გიორგობიანი ავრცელებდა.  ვრცლად იხილეთ სტატია:  ითხოვს თუ არა რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას?

შესაბამისად, გავრცელებული ცნობა ყალბია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist