ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

220
VIEWS

6 ოქტომბერს რუსმა ტელეწამყვანმა, ოლესია ლოსევამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის შესახებ რამდენიმე ფრანგული გამოცემის: SUD OUEST-ის, L’Essor Isère-სა და France Bleu-ს სტატიების სქრინშოტები გამოაქვეყნა. ლოსევას მტკიცებით, ბახს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რამდენად იმოქმედებდა პარიზში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთში საწოლის ბაღლინჯოების გავრცელება, რაზეც მან უპასუხა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, “სწრაფი ქავილი ოლიმპიურ დისციპლინად იქცევა”. 

ერთ-ერთ სქრინშოტზე ასევე ვხედავთ ნეტფლიქსის ლოგოს და ფოტოს წარწერით OLYMPICS HAS FALLEN, რაც ფილმის ან სერიალის გარეკანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშზე, ტელეგრამ-ანგარიშსა და და ვებ-საიტზე (1;2;3).

phranguli gamotsemebis sakhelith parizis olimpiadaze qhalbi inphormatsia ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

phranguli gamotsemebis sakhelith parizis olimpiadaze qhalbi inphormatsia 1 ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით თომას ბახის განცხადებაზე და ნეტფლიქსის დოკუმენტურ სერიალზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, თომას ბახს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ფრანგული გამოცემების სქრინშოტები გაყალბებულია. 

გავრცელებული სქრინშოტებიდან ყველაზე მეტი ინფორმაცია France Bleu-ს სქრინშოტზეა დატანილი. სქრინშოტის მიხედვით, ბახმა აღნიშნული განცხადება შვეიცარიაში, ლოზანაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ოქტომბრის დასაწყისში შვეიცარიაში ათლეტების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. Youtube-არხზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან (1;2) არცერთით არ დასტურდება, რომ თომას ბახმა მსგავსი განცხადება გააკეთა. გარდა ამისა, სტატია, რომლის სქრინშოტიც გავრცელდა, ფრანგული მედიის ვებ-საიტზე არ იძებნება. 

 ამავე სქრინშოტზე ვხედავთ ფოტოსა და მასზე დატანილ წარწერას – “ოლიმპიადა დაეცა”.

phranguli gamotsemebis sakhelith parizis olimpiadaze qhalbi inphormatsia 2 ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
გაყალბებული სტატიის სქრინშოტი

იმავე წარწერას ვხვდებით კიდევ ერთი ფრანგული მედიის, SUD OUEST-ის გაყალბებულ სქრინშოტზე (მსგავსი მასალა არ იძებნება არც ამ მედიის ვებ-საიტზე). ფოტოს თან აქვს დართული QR კოდი, რომელსაც გადავყავართ ტელეგრამ-არხზე “OLYMPICS HAS FALLEN”. 

phranguli gamotsemebis sakhelith parizis olimpiadaze qhalbi inphormatsia 3 ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
გაყალბებული სტატიის სქრინშოტი

ტელეგრამ არხის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ისინი Netflix-ზე დოკუმენტური სერიების სახით აქვეყნებენ დაფარულ სიმართლეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და თომას ბახის შესახებ. ვიდეოების მიხედვით, მსახიობი ტომ კრუზი მაყურებელს კორუფციის შესახებ უამბობს. რეალურად, ნეტფლიქსზე ზემოაღნიშნული დასახელებით და ტომ კრუზის მონაწილეობით ფილმი ოლიმპიურ კომიტეტზე არ გამოსულა.

L’Essor Isère-ს სახელით გავრცელებულ მესამე სქრინშოტზე ვკითხულობთ, რომ თომას ბახმა ფრანგების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და შეუსაბამოდ იხუმრა. მსგავსი შინაარსის სტატია არც აღნიშნული მედიის ვებ-საიტზე არ იძებნება.  

აღსანიშნავია, რომ უცხოური გამოცემის სახელით 2024 წლის პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა.

წყაროს შესახებ:  

ფეისბუქ-მომხმარებელი Inessa Filatova ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი უცხოელი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული

phranguli gamotsemebis sakhelith parizis olimpiadaze qhalbi inphormatsia 4 ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება


მოამზადა ნონა ცირღილაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist