დეზინფორმაცია, თითქოს გაერო პედოფილიის დაკანონებას ითხოვს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

476
VIEWS

7 აგვისტოს ფეისბუქის ქართულ (1, 2,) და რუსულენოვანმა (1, 2) მომხმარებლებმა გაავრცელეს პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაერომ ქრისტიანები გააფრთხილა, თუ ისინი სრულად არ მიიღებენ პედოფილიის ლეგალიზაციას, გარიყულნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და მასში მონაწილეობისგან. პოსტებში ასევე წერენ, რომ გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის განცხადებით, რელიგიური თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მორწმუნეები სრულად მიიღებენ გლობალისტურ დღის წესრიგს, მათ შორის რადიკალურ LGBTQ+ იდეოლოგიას. 

Screenshot 2023 08 10 155227 დეზინფორმაცია, თითქოს გაერო პედოფილიის დაკანონებას ითხოვს

ფეისბუკ-მომხმარებლები პოსტების ბოლოს ინფორმაციის წყაროდ The People’s Voice-ს უთითებენ, რომელსაც ამ თემაზე სტატია აქვს მომზადებული. The People’s Voice-ის სტატიაში ასევე ჩასმულია სიუჟეტიც, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტვიტიც ჩანს, სადაც წერია: “პედოფილიის კანონი არღვევს ბავშვთა უფლებას იკვლიონ საკუთარი სექსუალობა”. 

Screenshot 2023 08 10 155231 დეზინფორმაცია, თითქოს გაერო პედოფილიის დაკანონებას ითხოვს

მტკიცება, თითქოს გაერო ქრისტიანებისგან პედოფილიის დაკანონებას ითხოვს დეზინფორმაციულია. გაეროს ეგიდით მომზადებული ანგარიში არ ემხრობა ზრდასრულთა სექსს ბავშვებთან ან სხვა დაუცველ პირებთან.  ანგარიშის ავტორმა, იურისტთა საერთაშორისო კომისიამ, 2023 წლის 20 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ  საკითხი არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება და კომისია მხარს არ უჭერს პედოფილიის ლეგალიზაციას და არც სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკის გაუქმებას. ასევე მანიპულაციურად ვრცელდება გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის სიტყვები. 

  • გაეროს “8 მარტის პრინციპები” ადამიანის უფლებებზე

ფეისბუკ-მომხმარებლები ინფორმაციის გავრცლებისას კონსპირაციულ გამოცემა The People’s Voice-ს ეყრდნობიან. გამოცემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია,  რომლის თანახმად, გაერომ ქრისტიანები გააფრთხილა, თუ პედოფილიის მხარს არ დაუჭერენ, საზოგადოებიდან გაირიყებიან. სტატიაში არ არის მითითებული თუ სად ან როდის გააკეთა გაერომ ეს მოწოდება. 

The People’s Voice გაეროს ეგიდით შექმნილი, იურისტთა საერთაშორისო კომისიის დოკუმენტის მე-16 პრინციპით მანიპულირებს. საუბარია ანგარიშზე სახელწოდებით: “8 მარტის პრინციპები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სექსთან, რეპროდუქციასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, შიდსთან, უსახლკარობასთან და სიღარიბესთან დაკავშირებული ქცევის აკრძალვის სისხლის სამართლის კანონთან დაკავშირებით”. დოკუმენტი იურისტთა საერთაშორისო კომისიამ შექმნა და UNAIDS-სა და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ერთად 2023 წლის მარტში გამოსცა. 

დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ პრინციპებს, რომელიც განიხილავს სათაურში ნახსენები საკითხების კრიმინალიზაციის გავლენას ჯანმრთელობაზე, თანასწორობასა და ადამიანის სხვა უფლებებზე. ეს პრინციპები მიზნად ისახავს, დაეხმაროს საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლოებს, ადმინისტრაციულ და პროკურატურის ორგანოებსა თუ ადვოკატებს ყურადღება მიმართონ ამ საკითხების აღმოფხვრაზე. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ამ რეპორტის მე-16 პრინციპი გახდა ინტერპრეტაციის საგანი.

მე-16 პრინციპში აღნიშნულია, რომ “სისხლის სამართლის კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, სექსზე თანხმობის ნებისმიერი დადგენილი მინიმალური ასაკი უნდა იქნას გამოყენებული არადისკრიმინაციული გზით”. 

აღნიშნულ ნაწილში ასევე წერია, რომ “სექსუალური ქცევა, რომელიც მოიცავს სექსზე თანხმობის მინიმალურ ასაკს ქვემოთ მყოფ პირებს, შეიძლება ფაქტობრივად იყოს კონსენსუალური” და ამ კონტექსტში გათვალისწინებული უნდა იყოს 18 წელზე ასაკს ქვემოთ პირების გადაწყვეტილების მიღების უნარის შესაძლებლობა.

Screenshot 2023 08 10 155237 დეზინფორმაცია, თითქოს გაერო პედოფილიის დაკანონებას ითხოვს
წყარო: “8 მარტის პრინციპების მე-16 პრინციპი”.

გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტის ამ ნაწილში სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკი არ არის დაკონკრეტებული, ზოგიერთ მედიასა და ფეისბუკ-მომხმარებლებში საკითხი ინტერპრეტირდა ისე, თითქოს გაერო პედოფილიის დაკანონებას ისახავს მიზნად.  ანგარიშის ავტორმა, იურისტთა საერთაშორისო კომისიამ  აღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის 20 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ  თემა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება და განმარტებულია, რომ კომისია არ უჭერს მხარს პედოფილიის ლეგალიზაციას და არც სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკის გაუქმებას. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულება, დაიცვან ბავშვთა უფლებები, მათ შორის სექსუალური ძალადობისგან. 

“8 მარტის პრინციპებზე” გავრცელებული მტკიცება “როიტერსმა” და Associated Press-მა გადაამოწმეს. მათ კონსულტაციები გაიარეს დამოუკიდებელ იურისტებთან და თავად კომისიასთან. როგორც დადგინდა, ნაწილში სადაც საუბარია 18 წლამდე ასაკის პირებზე, მიჩნეულია, რომ სექსუალურ ქცევაში მონაწილე ორივე პიროვნება არის არასრულწლოვანი, თუმცა ამავდროულად ორივე მათგანი არის დაახლოებით თანაბარი ასაკის და ქცევა სრულად შეესაბამება მათ ქვეყანაში არსებულ კანონებს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ერინ მერფიმ AP-ს განუცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანასა თუ აშშ-ის შტატში არ არსებობს ქორწინების მინიმალური ასაკი, რაც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დაირღვეს სექსზე თანხმობის განსაზღვრული მინიმალური ასაკი და კომისიის გამოცემული დოკუმენტი სწორედ ამის თავიდან აცილებას ითხოვს. 

“როიტერსს” იურისტთა საერთაშორისო კომისიის წარმომადგენელმა მეილით ესაუბრა. კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემული პრინციპები შედგენილია, როგორც კანონმდებლობის ჩარჩო მთელს მსოფლიოსთვის, რათა მოზარდებს შორის სექსუალური აქტივობა ურთიერთშეთანხმებული იყოს.  მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკი განსხვავდება და 11-დან 20 წლამდე მერყეობს. მაგალითად, ნიგერიაში სექსზე თანხმობა შესაძლებელია 11 წლიდან, სამხრეთ კორეაში კი 20 წლის ასაკიდან.  

კანადაში 16 წლიდან არის შესაძლებელი სექსზე თანხმობა, თუმცა ამ ასაკს ქვემოთ მყოფი მოზარდების ორი ასაკობრივი ჯგუფისთვისაც არსებობს გამონაკლისი. უფრო კონკრეტულად, კანადაში თანხმობის შემთხვევაში 12-13 წლის მოზარდს აქვს უფლება ქონდეს სექსი მასზე მაქსიმუმ 2 წლით უფროსთან, 14-15 წლის ასაკის მოზარდს კი მაქსიმუმ 5 წლით უფროს ადამიანთან. 

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სახელით გავრცელებული ტვიტის სქრინი გაყალბებულია

The People’s Voice-ის სტატიაში ასევე ნაჩვენებია სქრინი, სადაც ჩანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოქვეყნებული ტვიტი, რომელშიც წერია:  “პედოფილიის კანონი არღვევს ბავშვთა უფლებას იკვლიონ საკუთარი სექსუალობა”. აღნიშნული სქრინი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტვიტერ-ანგარიშზეა ღია წყაროებში არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ The People’s Voice-ს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სახელით ყალბი ტვიტის სქრინი წარსულშიც გამოუქვეყნებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში: 

გავრცელებულ პოსტებში ასევე მოყვანილია გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის სიტყვები, რომლის მიხედვით, იგი ამბობს, რომ რელიგიური თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მორწმუნეები სრულად მიიღებენ გლობალისტურ დღის წესრიგს, მათ შორის რადიკალურ LGBTQ+ იდეოლოგიას. The People’s Voice წერს, რომ მან ეს განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე გააკეთა. 

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი დამოუკიდებელი ექსპერტია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, რომელმაც გაეროსთვის 2022-2023 წლებში რელიგიის თავისუფლებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების თავსებადობის შესახებ კვლევა ჩაატარა და რეპორტიც გამოსცა. მან მისი დასკვნების შესახებ გაეროს 53-ე სხდომაზეც ისაუბრა.  რეალურად ბორლოზმა როგორც რეპორტში, ისე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რელიგია თავის თავში არ გულისხმობს რომელიმე ჯგუფის მარგინალიზაციასა და გარიცხვას. თუმცა, გარკვეული რელიგიური ნორმების არასწორი ინტერპრეტაციის გამოყენებით ხდება ლგბტქ+ ჯგუფის დისკრიმინაცია და მათთვის რელიგიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ რელიგიური თავისუფლება და ლგბტ ხალხის თანასწორობის პრინციპები ერთმანეთთან შეუთავსებელი სულაც არაა და იმისათვის რომ ეს საყოველთაოდ მისაღები გახდეს და შეწყდეს სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია, საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება. აღსანიშნავია, რომ კვლევა ბორლოზმა არამარტო ქრისტიანობის, არამედ სხვა რელიგიების შესახებაც ჩაატარა, შედეგები რომელიმე ერთ კონკრეტულ სარწმუნოებას არ ეხება. იგი კვლევის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანას ესტუმრა, მათ შორის იყო საქართველოც, სადაც საპატრიარქოს, მუსლიმთა სამუფთოს და ებრაული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთანავე, მის რეპორტში თბილისის 2013 წლის 17 მაისის მოვლენები მოყვანილია, როგორც იმის მაგალითი თუ როგორ იწვევს რელიგიური და სასულიერო პირების უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობასას და დისკრიმინაციას. 

წყაროს შესახებ:

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა: (1, 2, 3.)

ფეისბუკ-ანგარიშების: Giorgi Abashidze, გოდერძი ელგანდაშვილი, Orly Zipori, Евгения Иванова გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია. ვრცლად, იხილეთ:

Giorgi Abashidze

გოდერძი ელგანდაშვილი

Orly Zipori

Евгения Иванова

არქივის ბმულები: 1, 2.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist