იღებს თუ არა მელ გიბსონი ფილმს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ უკრაინაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.9k
VIEWS

7 ივნისს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს იღებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზრის შესახებ, რომელშიც ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინაცაა ჩართული. ორივე პოსტს ერთვის მელ გიბსონის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით, რომელიც დამატებით შეიცავს მტკიცებას, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი 34 მილიარდიანი გლობალური ბაზარია.

Screenshot 7 3 იღებს თუ არა მელ გიბსონი ფილმს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ უკრაინაში?

ინფორმაცია, რომ მელ გიბსონი ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს, მცდარია. მსახიობის წარმომადგენელმა გავრცელებული ცნობები უარყო. 

ინფორმაცია მელ გიბსონის დოკუმენტური სერიალის შესახებ 7 ივნისს ტვიტერის ანგარიშმა Leading Report-მა გაავრცელა. ტვიტს, რომელიც ამერიკელ მსახიობს ეხება, 9 ივნისის მონაცემებით 11.3 მილიონი ნახვა აქვს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტვიტს უკვე აქვს დამატებული ტვიტერის გაფრთხილება, რომ მასში გაჟღერებულ ინფორმაციას მტკიცებულებები არ ახლავს. 

Screenshot 8 4 იღებს თუ არა მელ გიბსონი ფილმს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ უკრაინაში?

თუმცა, Leading Report-ის ტვიტი ინფორმაციის პირველწყარო არაა. ცნობები დოკუმენტური სერიალის შესახებ 2023 წლის იანვარში არაკომერციული ორგანიზაცია “Operation Underground Railroad-ის” (O.U.R.) დამაარსებელმა ტიმ ბალარდმა გაავრცელა. 

2023 წლის 12 იანვარს, Eagle Florum-ზე გამოსვლისას ტიმ ბალარდმა ოპერაციის, სახელად “დამალული ომის” (The Hidden War) შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციამ 6 ქვეყანაში 4 თვის მანძილზე ასეულობით ბავშვი გადაარჩინა. ბალარდის მიხედვით, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ოპერაცია ჩატარდა უკრაინა იყო, სადაც რუსეთის მიერ შეჭრის შემდეგ ბავშვთა შვილად აყვანის პროცესი შეფერხდა და ტრეფიკინგის საფრთხე გაიზარდა. 

ბალარდი ამტკიცებს, რომ მისი ორგანიზაცია უკრაინიდან 12 ბავშვის გამოყვანას აპირებდა თუმცა მას მელ გიბსონი დაუკავშირდა და ქვეყნიდან მის მფარველობაში მყოფი ობოლი ბავშვების გამოყვანაც სთხოვა. სანაცვლოდ, O.U.R-ის ხელმძღვანელის მიხედვით, მან გიბსონს უკრაინაში არსებული ვითარების გადაღებაში სთხოვა დახმარება, რათა მეტ ადამიანს ჰქონოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ბალარდის მტკიცებით, გიბსონი მის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჩაფიქრებული დოკუმენტური ფილმის ნაცვლად 4-ნაწილიანი დოკუმენტური სერიალი გადაიღეს, რომელიც თითქმის დასრულებულია

ბილარდის ინფორმაციით, დოკუმენტური სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ტონი რობინსია. რობინსი ამერიკელი ავტორი, ქოუჩი და ფილანტროპია, რომელიც  O.U.R-ის საქმიანობასაც აფინანსებდა. ინფორმაცია ტრეფიკინგზე სერიალის გადაღებასთან რობინსის ჩართულობის შესახებ, ღია წყაროებში არ იძებნება. 

გავრცელებული ინფორმაცია Newsweek-მა გადაამოწმა. გამოცემის ინფორმაციით, მელ გიბსონის წარმომადგენელმა მათ დაუდასტურა, რომ ცნობები დოკუმენტური სერიალის შესახებ ყალბია. 

Operation Underground Railroad-ის საიტზე აღნიშნულია, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების ტრეფიკინგისგან დახსნა და გადარჩენილების შემდგომი დახმარებაა. მიუხედავად იმისა, რომ O.U.R-ის საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მხარდაჭერა აქვს და მის დამფინანსებელთა შორის არაერთი ცნობილი სახეცაა, ორგანიზაციის საქმიანობა კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, კერძოდ, კრიტიკის საგანი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ოპერაციების პროფესიონალიზმი და წყაროების სანდოობა გახდა (1,2). 

2020 წლიდან ორგანიზაციის საქმიანობის ირგვლივ იუტას შტატში გამოძიებაც მიმდინარეობდა, თუმცა ის 2023 წელს დაიხურა და ორგანიზაციისთვის რაიმე მიმართულებით ბრალი არ წარუდგენიათ

საგულისხმოა, რომ როგორც ფეისბუქზე გავრცელებული პოსტებიდან, ასევე Leading Report-ის ტვიტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო ბავშვთა ტრეფიკინგის ბიზნესში მონაწილეობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ტრეფიკინგის მიმართულებით  ახალი გამოწვევები ნამდვილად შექმნა. იძულებით გადაადგილებული პირები, მათ შორის ბავშვები, ტრეფიკინგის შედარებით მაღალი რისკის წინაშე დგანან. ასევე, ტრეიფკინგის მაღალი რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც რუსულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მელ გიბსონს ფილმის გადაღებას მიაწერენ. 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიბსონი “ახალი მსოფლიო წესრიგის” წინააღმდეგ გამოდიოდა და როტშილდების ოჯახის სამხილებლად მათ შესახებ აპირებდა ფილმის გადაღებას. ცნობები ფილმის შესახებ ყალბი აღმოჩნდა. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე ანტიდასავლური, ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რუსულენოვანი ანგარიში Orly Zipori კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ანტივაქსერული შინაარსის მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა. ანგარიში ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებსა და შეთხმულების თეორიებსაც აქვეყნებს. 

Screenshot 9 4 იღებს თუ არა მელ გიბსონი ფილმს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ უკრაინაში?

არქივის ლინკები: 1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist