ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

205
VIEWS

13 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა Giorgi Abashidze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ასახიერებს, ქუჩაში ადამიანები სიხარულით ხვდებიან, მასთან ფოტოებს იღებენ და ნაცისტური სალმით ესალმებიან. პოსტის ავტორის თქმით, უბრალო გამვლელები “გაცოცხლებულ ჰიტლერს” ასე ევროპაში ხვდებიან.

Screenshot 1 5 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, კადრები 2015 წლის სატირული ჟანრის ფილმიდანაა (Look Who’s Back) ამოჭრილი და ჰიტლერის განმასახიერებელ მსახიობზე ევროპელების რეაქციას არ აჩვენებს. 

გავრცელებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ევროპის რომელიმე ქვეყანაშია გადაღებული და ადამიანს, რომელიც ჰიტლერის კოსტიუმითა და მაკიაჟით გადაადგილდება, ყველა გამვლელი ბედნიერად ხვდება. რეალურად, გავრცელებული კადრები 2015 წლის ფილმიდანაა ამოჭრილი. “ის კვლავ აქ არის” (Look Who’s Back) გერმანულენოვანი სატირულ-იუმორისტული ფილმია, რომელიც 2012 წლის იმავე სახელწოდების ტიმურ ვერმესის  წიგნის მიხედვითაა გადაღებული.

Screenshot 2 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან

ფილმის სიუჟეტი 21-ე საუკუნის ბერლინში ვითარდება. ადოლფ ჰიტლერი 2014 წელს ბერლინის ერთ-ერთ პარკში იღვიძებს, თუმცა მან არ იცის, რომ 2014 წელია და მოვლენებს მეორე მსოფლიო ომის პერსპექტივიდან აფასებს. ხალხი მასთან ფოტოებს იღებს, რადგან ფიქრობენ, რომ მსახიობია, რომელიც ჰიტლერს ასახიერებს. თუმცა მისგან შეწუხებული ერთ-ერთი ქალი ჰიტლერს წიწაკის სპრეის ასხამს.

Screenshot 3 8 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან Screenshot 4 8 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან

ფილმში ადოლფ ჰიტლერი სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ რეჟისორს, ფაბიან სავათცკის ხვდება, რომელიც ფიქრობს, რომ ჰიტლერი მსახიობია და მას სატელევიზიო პროგრამისთვის გადაღებას ჰპირდება. ჰიტლერი და სავათცკი გერმანიის სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობენ, ჰიტლერი ამას საკუთარი პოპულარობისა და ძალაუფლების აღდგენის შანსად აღიქვამს, გერმანელებს ესაუბრება და მათი პრობლემების მოგვარებასაც ჰპირდება.

Screenshot 5 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპაში ჰიტლერის ფორმაში ჩაცმულ მსახიობს, ნაცისტური სალმით ხვდებიან

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელ Giorgi Abashidze-ს დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist