ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში ემანუელ მაკრონის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებულ ციტატებს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

25 აპრილს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძოლა თავისუფლებისთვის” გამოაქვეყნა 3 ფოტო, რომლებზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, კახა კალაძე და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არიან ასახული. ირაკლი კობახიძის ფოტოს თან აქვს დართული ციტატა: “ევროპარლამენტარები კი არა, ჩვეულებრივი გათავხედებული პოლიტიკოსები არიან.” კახა კალაძის ფოტოზე ვკითხულობთ: “დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ გაიგონ რომ კონკრეტულად რაზეა საუბარი და თავი დააღწიონ მონობას, რომ განთავისუფლდნენ რადიკალური ჯგუფებისგან. ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე”. რაც შეეხება ემანუელ მაკრონის ფოტოს, მასზე დატანილია წარწერა: “საფრანგეთის ხელისუფლება აუცილებლად იმსჯელებს იმაზე, რომ ჩამოერთვათ ბერას და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა და გაეყინოთ ანგარიშები ადგილობრივ საბანკო სისტემებში.”  

gaqhalbebuli tsitatebi ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში ემანუელ მაკრონის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებულ ციტატებს აქვეყნებს

ფოტოებზე დატანილი სამივე ციტატა გაყალბებულია. ღია წყაროებით ემანუელ მაკრონის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის აღნიშნული განცხადებები არ იძებნება.  

ციტატები, რომლებიც ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა, გაყალბებულია. რეალურად, ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და საფრანგეთის პრეზიდენტს აღნიშნული განცხადებები არ გაუკეთებიათ. 

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ე.წ. აგენტების კანონს ეხება. რეზოლუციის ტექსტში საუბარია ქარული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე, LGBTQ+ უფლებების შემზღუდავი კანონის გაწვევასა და ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წარსულში რეზოლუციებს “ჩალის ფასი” ჰქონდა, თუმცა დღეს “ჩალის ფასიც არ აქვს, აქვს ჩალაძის ფასი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე”. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებით არ იძებნება განცხადება, რომელშიც კობახიძე ევროპარლამენტარებს “გათავხედებულ პოლიტიკოსებს” უწოდებს.  

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპელი კოლეგების დახმარებაზე 25 აპრილს ისაუბრა. თუმცა, კალაძე მათ არა მონობისგან თავის დაღწევასა და რადიკალური ჯგუფებისგან გათავისუფლებაში, არამედ “აგენტურის მმართველობისგან” თავის დაღწევაში სთავაზობს დახმარებას. თბილისის მერმა თქვა: “უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას”.  

ასევე, ღია წყაროებით (1;2;3) არ იძებნება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისა და ბერა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და ანგარიშების გაყინვაზე იმსჯელებენ.  

წყაროს შესახებ 

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ბრძოლა თავისუფლებისთვის” გაყალბებულ ციტატებს სისტემატურად ავრცელებს. წარსულში “მითების დეტექტორმა” მის მიერ მიტროპოლიტი იობის სახელით გავრცელებული გაყალბებული ციტატა გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist