ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პატრიკ ჰერნანდესი
296
VIEWS

13-14 მაისს ფეისბუქ-ანგარიშებმა და გვერდებმა (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12;13;14;15), მათ შორის, პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია POSTV-მ, გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზე ასახულ პირებს, მათ შორის, პატრიკ ჰერნანდესს პოსტების ავტორები “აკერმანის ინსტრუქტორსა” და ამერიკიდან საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამოგზავნილს უწოდებენ. ფოტოები POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ საკუთარ ტელეგრამ არხზეც გამოაქვეყნა.   

Screenshot 2024 05 15 at 10.38.35 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

აღსანიშნავია, რომ ფოტო პროსახელისუფლებო გვერდ POLITICS-ს 13 მაისიდან დასპონსორებული აქვს. 

Screenshot 2024 05 15 at 10.39.20 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

პროსახელისუფლებო გვერდები და ანგარიშები ცდილობენ, აქციაზე აშშ-ის მოქალაქის დაკავება მიაბან კონსპირაციულ თეორიას, თითქოს აშშ ქვეყანაში არეულობას უწყობს ხელს. რეალურად, დაკავებული პატრიკ ჰერნანდესი წლებია, საქართველოში ცხოვრობს და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.  

პროსახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდები და ანგარიშები ცდილობენ, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აშშ-ის მოქალაქის დაკავება დაუკავშირონ კონსპირაციულ თეორიას, თითქოს აშშ-ს სურს, საქართველოში არეულობა გამოიწვიოს და ქვეყანა ომში ჩაერთოს. ამ მიზნით ისინი აქციაზე დაკავებულ პატრიკ ჰერნანდესს IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრისა და “არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის, 2022 წელს გარდაცვლილი პიტერ აკერმანის “ჯარისკაცსა” და “ინსტრუქტორს” უწოდებენ, რომელიც, მათივე მტკიცებით, საქართველოში ქაოსის გამოსაწვევად და საპროტესტო აქციების ხელმძღვანებლობის მიზნით არის გამოგზავნილი. 

რეალურად, ფოტოზე გამოსახული პატრიკ ჰერნანდესი წლებია, საქართველოში ცხოვრობს. მის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ბექას სკოლის” დამფუძნებელი და დირექტორი, ბექა ბერიკაშვილი და დაწერა, რომ ის მათთან ინგლისურის მასწავლებლად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.  

Screenshot 2024 05 15 at 10.40.34 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

იმავეს წერენ სოციალურ ქსელში სხვა ფეისბუქ-მომხმარებლები, მათ შორის, მისი თანამშრომლები და მეგობრები (1;2;3;4). 

Screenshot 2024 05 15 at 10.41.52 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

პატრიკ ჰერნანდესის ფეისბუქ-ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტებისა და ფოტოების მიხედვით, ის საქართველოში 2019 წელს იმყოფებოდა და უკან 2020 წელს დაბრუნდა. ამავე წელს Caucasus Business Week-თან ინტერვიუში ის საქართველოდან COVID-19-ის პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობაზე საუბრობდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ საქართველოს შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო, როცა ეძებდა, თუ რომელი ქვეყნიდან ემუშავა, რადგან ამის შესაძლებლობას დისტანციურად მუშაობა აძლევდა. მისივე თქმით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში პირველად ჩამოვიდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი წასვლა მოუწია, თუმცა იცოდა, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებოდა და დიდხანს იცხოვრებდა. ის ქვეყანაში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა.  

Screenshot 2024 05 15 at 10.42.49 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

პატრიკ ჰერნანდესი საკუთარ საქმიანობაზე ასევე საუბრობს სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ ბექას სკოლის მასწავლებლების შესახებ 2023 წელს მოამზადა. სიუჟეტში ის ამბობს, რომ ბექას სკოლაში 4 წე$ლია, ასწავლის. როგორც ჟურნალისტი ყვება, ჰერნანდესს ინგლისურის სწავლების სერტიფიკატებთან ერთად კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დიპლომი აქვს, მან კალიფორნია 22 წლის ასაკში დატოვა და საქართველომდე ესპანეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთში, უნგრეთსა და ესტონეთში ცხოვრობდა. 

Screenshot 2024 05 15 at 10.43.58 AM ვინ არის პატრიკ ჰერნანდესი, რომლის დაკავებასაც აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ

შესაბამისად, პროსახელისუფლებო გვერდები აშშ-ის შესახებ კონსპირაციის გასავრცელებლად იყენებენ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პატრიკ ჰერნანდესის დაკავებას და ამტკიცებენ, რომ ის ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად არის გამოგზავნილი და “აკერმანის ინსტრუქტორია”, თუმცა, რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის საქართველოში რაიმე საეჭვო საქმიანობას ეწეოდა.    

ამ ეტაპზე “მითების დეტექტორმა” დამოუკიდებლად ვერ შეძლო აქციაზე დაკავებული ბრაიან ჯეი ბინგამის შესახებ პროსახელისუფლებო გვერდების მიერ გავრცელებული იმავე მტკიცებების გადამოწმება. ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.  

განახლება: წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ ბრაიან ჯეი ბინგამმა თქვა, რომ საქართველოში სამოგზაუროდ არის ჩამოსული და არ იცოდა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართებოდა, მაგრამ აქციაზე მივიდა, რათა ენახა, რა ხდებოდა პარლამენტთან. “მითების დეტექტორმა” მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა. 

არქივი (1;2;3)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist