როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5.3k
VIEWS

9 აპრილს ფეისბუქ მომხმრებელმა Giorgi Abashidze-მ ცნობილი უკრაინული ფრაზის Слава Україні! Героям слава!  (“დიდება უკრაინას! დიდება გმირებს”) შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, გამოთქმა “სისხლისმსმელი” ბენდერელების დამკვიდრებულია და ისინი მასში ფაშისტი გმირების უკვდავყოფას მოიაზრებდნენ. პოსტს თან ახლავს პოსტერი, რომელზეც უკრაინულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალი და ნაცისტი ჯარისკაცია გამოსახული. აღწერის მიხედვით, პოსტერი 1941 წლის დეკემბერში გერმანიის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა. 

Screenshot 14 7 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

Giorgi Abashidze-ს პოსტი 2 დეზინფორმაციას შეიცავს. რეალურად, 1) გამოთქმის “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” ორივე ნაწილი სტეპან ბანდერამდე, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის 20-იან წლებში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების მიერ დამკვიდრდა. 2) გამოქვეყნებული პოსტერი 1941 წლის დეკემბერში არ შექმნილა, ის თანამედროვე უკრაინელ ხელოვანს იგორ პერეკლიტას ეკუთვნის. 

სიტყვებს “დიდება უკრაინას” ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს 1860 წლის ლექსში До Основ’яненка ვხვდებით. 

Screenshot 15 7 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

უკრაინელი ისტორიკოსის იური იუზიჩის მიხედვით, “დიდება უკრაინას,” როგორც სლოგანს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ხარკოვში მცხოვრები უკრაინელი სტუდენტები აქტიურად იყენებდნენ. სწორედ აქ გაჩნდა რუსეთის იმპერიაში პირველი თანამედროვე უკრაინული პოლიტიკური პარტია “უკრაინის რევოლუციური პარტია” (RUP), რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას ითხოვდა და რომლის წევრებიც აღნიშნულ ტერმინს ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს იყენებდნენ. 

ტერმინს “დიდება! დიდება უკრაინას!” უკრაინის რადას სხდომის შესახებ გაზეთ “ახალ რადაში”  1917 წლის 15 მარტს  გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც ვხვდებით. 

Screenshot 16 7 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

1920 წელს უკვე დამოუკიდებელი უკრაინის არმიაში  “დიდება უკრაინას” მისალმების ოფიციალურ ფორმად საკანონმდებლო დონეზე აღიარეს. 

Screenshot 17 7 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

რაც შეეხება გამოთქმის მეორე ნაწილს, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვად დროს “დიდება უკრაინას” განსხვავებული პასუხი მოსდევდა, ზოგჯერ ეს იყო “უკრაინას დიდება,” ზოგჯერ კი “დიდება ლიდერს” და სხვა. თუმცა 1918-20 წლებში დამოუკიდებელი უკრაინის არმიის  ერთ-ერთი ნაწილის სამხედრო გაერთიანება “შავი კაზაკების” ხელმძღვანელის პეტრო დიაჩენკოს მოგონებების მიხედვით, გამოთქმის მეორე ნაწილი “დიდება გმირებს” უკრაინის გასაბჭოების შემდეგ 1925-29 წლებში უკრაინის გათავისუფლების მიზნით მოქმედი “უკრაინელი ნაციონალისტების ლეგიონის” წევრების მიერ დამკვიდრდა. მათი მისალმება თავდაპირველად შემდეგნაირად ჟღერდა “დიდება უკრაინას, დიდება კაზაკებს,” შემდეგ კი გაერთიანებამ მისალმების მეორე ნაწილად სიტყვების “დიდება გმირებს” გამოყენება დაიწყო. მოგვიანებით გამოთქმის სწორედ ამ ფორმის გამოყენება სტეპან ბანდერამ და მისმა გაერთიანებამ დაიწყეს. 

გამოთქმა “დიდება უკაინას! დიდება გმირებს!” 1980-90-იან წლებშიც აქტიურად გამოიყენებოდა. 2014 წელს სლოგანი ღირსების რევოლუციის სიმბოლო გახდა, 2018 წელს კი ტერმინი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ მისალმებად საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრდა

ატლანტიკური საბჭოს მიხედვით, თავდაპირველად საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის პროპაგანდა აქტიურად ცდილობდა, რომ უკრაინელი პატრიოტები ფაშისტებად, ხოლო გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” “ჰაილ ჰიტლერის” უკრაინულ ვერსიად წარმოეჩინა. 

სტეპან ბანდერასა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

პოსტს თან ახლავს პოსტერი, რომელიც აღწერის მიხედვით, 1941 წლის დეკემბერში ნაცისტური გერმანიის მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა. რეალურად, აღნიშნული პოსტერი თანამედროვეა. ის 2010 წელს რუსეთის პატრიარქის კირილის უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინელი თანამედროვე ხელოვანის იგორ პერეკლიტას საავტორო გამოფენაზე “მოკალი კომუნისტი ფაშისტი” იყო გამოფენილი.

Screenshot 18 5 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

ამავე გამოფენაზე ავტორმა ნაცისტური და საბჭოთა სიმბოლიკის მქონე სხვა ნახატებიც გამოიყენა. 

Screenshot 19 5 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

პერეკლიტას ეს და სხვა ტილოები 2009 წელს კიევის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზეც იყო წარმოდგენილი. 

Screenshot 20 5 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?

მაშინ ნაცისტური სიმბოლიკის მქონე ნამუშევრებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მას შემდეგ სხვადასხვა რუსულენოვან ვებ-გვერდზე აღნიშნული ტილო უკრაინელების დისკრედიტაციისკენ მიმართული სხვადასხვა შინაარსის წარწერით ვრცელდება. 

Screenshot 21 5 როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist