რა თქვა რეალურად ოტო ფონ ბისმარკმა უკრაინისა და რუსეთის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

88.8k
VIEWS

28 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Iveri Merkviladze-მ უკრაინის შესახებ გერმანიის პირველი რაიხკანცლერის ოტო ფონ ბისმარკის ციტატა გამოაქვეყნა. პოსტში მოყვანიალია ბისმარკის შემდეგი ციტატა: “რუსეთის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ მისგან უკრაინის გამოყოფამ შეარყიოს. აუცილებელია, უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ მოვწყვიტოთ, არამედ დავუპირისპიროთ კიდეც, ერთი ხალხის ორი ნაწილი ერთმანეთს გადავკიდოთ და ვუყუროთ, როგორ კლავს ძმა ძმას.” პოსტში ნათქვამია ისიც, რომ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ცნობილი “დალესის გეგმის” პირველი ინიციატორი სწორედ ბისმარკი გამოდის. ოტო ფონ ბისმარკის აღნიშნული ციტატა 28 თებერვალს რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა Виктор Ермолаев ფეისბუქ ჯგუფში Происхождение русского языка (რუსული ერნის წარმოშობა) გაავრცელა. 

Iveri Merkviladze-სა და Виктор Ермолаев-ს მიერ გავრცელებული ოტო ფონ ბისმარკის ციტატები ყალბია. რეალურად, გერმანიის რაიხკანცლერის მიერ იდენტური ან მსგავსი შინაარსის მოსაზრების გამოთქმის დამადასტურებელი არანაირი წყარო არ არსებობს. გაყალბებული ციტატა რუსულ და ქართულ კრემლისტურ წყაროებში 2013 წლიდან ვრცელდება.

ოტო ფონ ბისმარკის ციტატის გადასამოწმებლად 2014 წელს გერმანული გამოცემა “დოიჩე ველე” გერმანიის ბისმარკის ფონდს დაუკავშირდა. ფონდის მკვლევრისა და მეცნიერის ულფ მორგენშეტრნის განმარტებით,  ბისმარკს მსგავსი რამ არ უთქვამს. მეცნიერის მიხედვით, კანცლერის მიერ მსგავსი მოსაზრების გამოთქმის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან ამ შინაარსის კომენტარი არც მისი გამოსვლების ჩანაწერებში, წერილებსა თუ მოგოგნებებში არ იძებნება. მეტიც, მორგენშტერნის თქმით, ბისმარკის მოგონებებში ნახსენებია “რუსეთის დაყოფის” შესახებ ერთ-ერთი გერმანული გამოცემის პროგნოზი, რომელსაც ბისმარკი არ ეთანხმებოდა. 

“დოიჩე ველესთვის” მიცემულ კომენტარში მორგენშერნმა თქვა ისიც, რომ ბისმარკმა სიტყვა “უკრაინა” არ იცოდა, რადგან თანამედროვე ევროპაში ტერმინი “უკრაინა” მოგვიანებით დამკვიდრდა. გერმანელი მეცნიერის ამ მოსაზრებას უკრაინელი ისტორიკოსი ალექსანდრ პალი არ ეთანხმებოდა. პალის მიხედვით, ტერმინი “უკრაინა,” რომელიც ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროს უკრაინელი ხალხის  საცხოვრებელი ტერიტორიის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, ბისმარკისთვისაც ცნობილი იყო. პალი იზიარებს იმ აზრს, რომ გავრცელებული ციტატა ბისმარკს არ ეკუთცნის, უკრაინელი მეცნიერის თქმით, სავარაუდოა, რომ აღნიშნული მოსაზრება ბისმარკს კრემლის პროპაგანდის ფარგლებში მიეწერა. პალის მიხედვით, ბისმარკის ციტატა აბსოლუტურად განსხვავდება იმ ენისაგან, რომლითავ მეცხრამეტე საუკუნის დიპლომატები რეალურად მეტყველებდნენ და წერდნენ. 

  • ყალბი ციტატის წარმოშობა და გავრცელება

Iveri Merkviladze-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტის იდენტური რუსულენოვანი ტექსტი ინტერნეტში 2013 წლიდან ვრცელდება. მასალა სათაურით “Кто придумал Украину” (ვინ გამოიგონა უკრაინა) 2013 წლის 9 სექტემბერს რუსულენოვანი გამოცემა ПолитикуZ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  2013 წლის დეკემბერში ინფორმაცია რუსულენოვანმა ვებ-საიტმა topwar.ru-მაც გამოაქვეყნა. 

2013 წლის 2 დეკემბერს იდენტური ტექსტი და ფოტო კოლაჟი ქართულმა პრორუსულმა გამოცემა “საქინფორმა” Alprazolam) html” target=”_blank” rel=”noopener”>ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა. 

ციტატა გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე სახელწოდებით Русофобия (недопустима в любых проявлениях, რუსოფობია – დაუშვებელი ნებისმიერ შემთხვევაში).

2014 წელს ციტატის ნამდვილობა “დოიჩე ველეზე” დაყრდნობით ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმამ StopFake-მაც გადაამოწმა. 

რაც შეეხება “დალესის გეგმას,” დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელ დიპლომატსა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორს ალენ დალესს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში საყოველთაო ქაოსის დათესვისა და ეროვნული ფასეულებების გადაგვარების შესახებ კონკრეტული გეგმა ჰქონდა, საქართველოში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist