“Вечный зов”-ის “დალესის გეგმად” წარმოჩენა “ასავალ-დასავალსა” და “კვირის პალიტრაში”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

9785444453148-2016--_6
415
VIEWS

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ამერიკელი დიპლომატისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ალენ დალესის ე.წ „გეგმის” შესახებ. სხვადასხვა მედია გამოცემები ამკვიდრებენ აზრს, თითქოს აღნიშნული გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის მიერ საყოველთაო ქაოსის დათესვას, ეროვნული ფასეულობების გადაგვარებასა და უზნეობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სინამდვილეში „დალესის დოქტრინად” წოდებული გეგმა კონსპირაციის თეორიაა, რომელიც რეალურად არ არსებობს, რასაც შემდგომი გარემოებები ადასტურებს:

ფაქტი #1: “დალესის დოქტრინად” მოხსენიებული ციტატები სინამდვილეში საბჭოთა რომანის პერსონაჟის სიტყვებია

მითები ე.წ „დალესის დოქტრინის” შესახებ სათავეს იღებს საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილი” (Вечный зов).

რომანის პერსონაჟი საბჭოთა ოფიცერი პოლიპოვი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ჩაუვარდებათ ტყვედ და მას SS-ის ოფიცერი დაკითხავს. SS-ის ოფიცერი პოლიპოვის ძველი ნაცნობი აღმოჩნდება – მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი ლახნოვსკი (რომანის ეკრანიზაციაში, ლახნოვსკის როლს ქართველი მსახიობი – ოლეგ ბასილაშვილი თამაშობს). ტყვედ ჩავარდნილ პოლიპოვს ლახნოვსკი მოულოდნელად უმხელს ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს.

(იხ. ფრაგმენტი წიგნის ონლაინ ვერსიიდან).

ლიხნოვსკის მიერ პოლიპოვისადმი განდობილი ე.წ გეგმა გულისხმობს საბჭოთა (რუსი) ხალხის განადგურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე. წ მეხუთე კოლონის საშუალებით. ლიხნოვსკის თქმით, ისინი საერთო ძალებით ხელყოფენ ისტორიულ და სულიერ ფასეულობებს და აღზრდიან ადამიანებს, რომლებიც დაარღვევენ რუსეთის მონოლითურ ერთიანობას როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

Мы их воспитаем! Мы их наделаем столько, сколько надо! И вот тогда, вот потом… со всех сторон – снаружи и изнутри – мы и приступим к разложению… сейчас, конечно, монолитного, как любят повторять ваши правители, общества. Мы, как черви, разъедим этот монолит, продырявим его.

რომანზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი იმავე სახელწოდებით „მარადიული ძახილი” 1973 წელს გადაიღეს (იხ. ლახნოვსკის მონოლოგი ფილმიდან).

ლახნოვსკის მონოლოგის „დალესის დოქტრინად” მოხსენიება პოპულარული გახდა რუს პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და სასულიერო პირებს შორის. 1993 წელს მიტროპოლიტმა იოანემ გამოაქვეყნა სტატია „ბრძოლა რუსეთისთვის”, სადაც მოყვანილია ფრაზა რომანიდან.

"

ფაქტი # 2: აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტივა NSC 20/1 – როგორც ე.წ დალესის გეგმა

კვირის პალიტრისთვის 2010 წელს მიცემულ ინტერვიუში სოსო მანჯავიძე ე.წ დალესის გეგმის დოკუმენტურ დადასტურებად ასახელებს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ 1948 წელს დამტკიცებული დირექტივას NSC 20/1.

დოკუმენტზე კონსპირაციული ვერსიები 1983 წელს, საბჭოთა ისტორიკოსმა ნიკოლაი იაკოვლევმა განავითარა წიგნში  „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ” (ЦРУ против СССР).  ნიკოლაი იაკოვლევი, რომელიც საბჭოთა კაგებესთან თანამშრომლობდა წერს, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს NSC 20/1 დირექტივის მიხედვით, აშშ-ს მიზანია მოსკოვის პოლიტიკური გავლენის შესუსტება და მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორების იმგვარად შეცვლა, როგორც ამერიკის ინტერესებს შეესაბამება.

სინამდვილეში დირექტივა ბერლინის კრიზისის დროს შეიქმნა და წარმოადგენდა ერთგვარ ანალიზს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო აშშ-ს პოლიტიკა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში.მას არაფერი არ აკავშირებს ე. წ. ალენ დალესის გეგმასთან.

ქართული წყაროები:

"

„დალესის გეგმა” რუსულ მედიაში

კონსპირაციული თეორიები „დალესის გეგმის” შესახებ აქტიური განხილვის საგანია რუსულ ონლაინ მედიაში: მაგ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოველდღიური ონლაინ გამოცემა “ნოვოროსია” მიმოიხილავს დალესის გეგმის ე.წ „ტექსტს”, რომელიც პირდაპირ იმეორებს რომანის პერსონაჟის სიტყვებს. სტატიის მიხედვით, უკრაინის „მარიონეტული ხელისუფლება” სწორედ დალესის გეგმის მიხედვით მოქმედებს და ყველა ნოვოროსიელის მოვალეობაა ამ ბოროტების წინააღმდეგ „პერსონალური ბრძოლა აწარმოოს”.

იგივე თემას ეძღვნება გადაცემა „ლაპარაკობს ჟურნალისტი” (Журналист говорит). ჟურნალისტი მარია ეფრემოვა მაყურებელს წარუდგენს ციტატებს ლახნოვსკის მონოლოგიდან და რუსეთის განადგურებისთვის შექმნილ დალესის დოქტრინის მთავარ მიმართულებებად ასახელებს ახალგაზრდობის გახრწნას, ალკოჰოლიზმისა და გარყვნილების ხელშეწყობას. დალესის დოქტრინის განხილვა გრძელდება დისკუსიით ერთ-ერთი პორნოვარსკვლავის მიერ ქალაქ ნოვოსიბირსკში მოწყობილი სკანდალის შესახებ. იუთუბზე ატვირთულია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist