რას ასახავს დოკუმენტი, რომელსაც გაეროს მიერ “ახალი მსოფლიო წესრიგის” დასამყარებელ დირექტივად წარმოაჩენენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

14.8k
VIEWS

სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ქართულმა და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის თანახმადაც “ახალი მსოფლიო წესრიგი” 2025 წლის 4 ივლისს დამყარდება. ვიდეოში გაეროს მიერ გამოცემულ დოკუმენტზე – დირექტივა N001-ზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც გაერო მსოფლიო მთავრობას ქმნის. ამ მთავრობაში ქვეყნები დამოუკიდებლად აღარ იარსებებენ და ზონებად იქნებიან დაყოფილი, მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები ამერიკის ზონები იქნება (კანადა – “ამერიკის ზონა 0001”),  ევროპისა და აზიის კონტინენტი კი – “ევროპა 0010” და “აზია 0020”.

დოკუმენტში მთელი რიგი ცვლილებებია მოცემული, რომლებიც გაეროს მიერ შექმნილი მთავრობისგან მართულ მსოფლიოში ამოქმედდება. ახალი მსოფლიო მთავრობის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ყველა სტრუქტურა და დაწესებულება გაეროს ექვემდებარება და ყველანაირი სიმბოლიკა გაეროს ფერებშია შესრულებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რელიგიები აიკრძალება, 5 წლამდე ბავშვები სპეციალურ სკოლებში ისწავლიან და მშობლები მათ 3 დღეში ერთხელ ნახავენ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება 20-წლიანი პატიმრობით დაისჯება, ხოლო მთავრობისადმი გაწეული ნებისმიერი წინააღმდეგობა ძალის გამოყენებით იქნება აღკვეთილი.

მტკიცება, თითქოს გაერო ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას და მსოფლიო მთავრობის შექმნას გეგმავს, კონსპირაციის თეორიაა. ვიდეოში ნაჩვენები დოკუმენტი გაეროს არ გამოუქვეყნებია, ის გაეროს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ვებ-გვერდის შემქმნელის დაწერილია. გარდა ამისა, ვიდეოს ფონად გაეროს უშიშროების საბჭოს 2020 წლის სხდომის კადრები გასდევს, ახალ მსოფლიო წესრიგთან ამ სხდომასაც არანაირი კავშირი არ აქვს, რეალურად, სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

გაეროს მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგისა და ერთიანი მსოფლიო მთავრობის დამყარებას შეეხება, არ არსებობს. რეალურად, ეს დოკუმენტი გაეროს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ვებ-გვერდზე –  wmdterror.com-ზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის ბოლოს ვებ-გვერდის შემქმნელის  – მაიორ ფრენკ სტოლცის გვარია მითითებული. ვებ-გვერდზე სტოლცის ავტორობით სხვა არაერთი ტექსტია გამოქვეყნებული, ერთ-ერთი მათგანი “გაეროს წარუმატებელ ექსპერიმენტს” შეეხება, თუმცა ამ შემთხვევაში ტექსტის ბოლოს მითითებულია, რომ ის ჰიპოთეტური სცენარია. 

ვებ-გვერდისა და მსგავსი სახელწოდების წიგნის (“WMD Attacks on America!”) ავტორი სტოლცი წერს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ამერიკის სამთავრობო ვებ-გვერდების შესწავლა გადაწყვიტა, რათა სამომავლოდ მსგავსი მოვლენის გამეორების შემთხვევაში, მოქალაქეების დაცვის კუთხით მთავრობის მზადყოფნა შეემოწმებინა. სტოლცის თქმით, წიგნი მიზნად, ამერიკის მოქალაქეების მომზადებას ისახავს, რადგან გაერო ამერიკას არ დაიცავს.

“ახალი მსოფლიო წესრიგის” დოკუმენტზე დაყრდნობით მომზადებულ ვიდეოს ფონზე გაეროს უშიშრობის საბჭოს 2020 წლის თებერვალში გამართული სხდომის კადრები ჩანს, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე ამ სხდომაზე ისაუბრეს. ვიდეოში ყველაზე ხშირად გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის – კელი კრაფტის საუბრის კადრები ჩანს

ამ შეხვედრაზე გამართული დისკუსიისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებების დოკუმენტი საჯაროა, ის გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, 2020 წლის 11 თებერვალს გამართულ სხდომაზე პალესტინის მთავრობის მხრიდან ამერიკის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმაზე უარის თქმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

გავრცელებულ ვიდეოს კონსპირაციული რუსული იუთუბ-არხის ТОЛЬКО ФАКТЫ-ს ლოგო ადევს, ამ ეტაპზე ეს ვიდეო არხზე განთავსებული აღარ არის, თუმცა კორონავირუსის პანდემიასა და ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებული რამდენიმე კონსპირაციული ვიდეო კვლავ იძებნება. 

“ახალ მსოფლიო წესრიგთან” (New World Order) დაკავშირებული კონსპირაციული თეორია ახალი არ არის, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამ კონსპირაციის მიხედვით, შეიქმნება მსოფლიო მთავრობა, რომელიც გლობალურ კონტროლს დაამყარებს და მსოფლიოში საზღვრებს, რელიგიებსა და ეროვნებებს გააქრობს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია, თითქოს გაერომ “ახალი მსოფლიო წესრიგის”  საიდუმლო დოკუმენტი მოამზადა, აქამდეც ვრცელდებოდა.

“ახალ მსოფლიო წესრიგთან” დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist