რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

404
VIEWS

29-30 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Abashidze-მ საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა (1,2). პირველ პოსტში აბაშიძე ირწმუნება, რომ საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო დროშა 1600-იან წლებში ვარდისა და ჯვრის საძმოს, იგივე “როზენკროიცერების მასონური ორდენის”, სიმბოლოს წარმოადგენდა, შემდგომში კი ის ჯერ მიხეილ სააკაშვილის პარტიულ დროშად, შემდეგ კი სახელმწიფო დროშად აქციეს. გერბის შესახებ აბაშიძე წერს, რომ მასზე გამოსახული წმინდა გიორგი მარცხნივაა შებრუნებული, რაც საქართველოს ძველ გერბსა და საეკლესიო წყაროებში არსებულ წმინდა გიორგის გამოსახულებებს არ ემთხვევა. პოსტის მიხედვით, თემით დაინტერესებული ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ წმინდა გიორგის “უკუღმა” გამოსახვა საქართველოს ყოფა-ცხოვრების უკუღმა დატრიალებას ემსახურებოდა. მეორე პოსტში გამეორებულია მტკიცება, რომ წმინდა გიორგი “არასწორი მიმართულებით” იყურება და დამატებით აღნიშნულია, რომ გერბის ქვედა ნაწილში გამოსახული ლომის ბრჭყალებში სატანისტების ცნობილი სიმბოლო – სამი ექვსიანი შეგვიძლია ამოვიკითხოთ.

drosha gerbi რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?

გავრცელებულ პოსტში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა როზენკროიცერიზმთან და სატანიზმთან კონსპირაციულადაა დაკავშირებული. წმინდა გიორგის მარცხნივ შებრუნებული გამოსახულება არაერთ ისტორიულ გერბზე გვხვდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ გამოსახულების მიმართულება რაიმე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო დროშას, მასზე გამოსახული ხუთი ჯვარი მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს გამოხატავს და ის შუა საუკუნეების არაერთ ქართულ ისტორიულ წყაროში გვხვდება. 

საქართველოს სახელმწიფო გერბი 2004 წელს საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით იქნა შემოღებული. 

გერბის ავტორი მხატვარი მამუკა გონგაძეა. მისი ძირითადი შემადგენელი  ნაწილებია: გვირგვინი, ფარი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული, ფარმჭერები (ორი ლომი), საფუძველი (ვაზის სტილიზებული ორნამენტი) და ქართული მხედრული ანბანით შესრულებული დევიზი “ძალა ერთობაშია”. 

drosha gerbi 1 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?

გერბის ცენტრალური ფიგურა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებაა. წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნიდან გვხვდება. იგი გამოსახული იყო მეფე გიორგი III-ის დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე

პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მარცხნივ შებრუნებული წმინდა გიორგი არც საქართველოს ძველ გერბზე იყო გამოსახული და არც საეკლესიო წყაროებში არსებულ ამავე წმინდანის გამოსახულებებს არ ემთხვევა. რეალურად, ისტორიულ წყაროებში ორივე მიმართულებით შებრუნებული წმინდა გიორგის გამოსახულება გვხვდება. 

საქართველოს სახელმწიფო გერბი 1735 წლით დათარიღებული ვახუშტი ბატონიშვილისეული სახელმწიფო გერბის ჰერალდიკური გაგრძელებაა. მემკვიდრეობითობა ჰერალდიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრინციპია. ატლასში გამოსახული წმინდანი სწორედ მარცხენა მხარესაა შებრუნებული.

drosha gerbi 2 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?
საქართველოს გერბები ვახუშტი ბატონიშვილის ატლასიდან, 1735 წ. წყარო: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

იგივე ფიგურა საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ შექმნილ გერბებზეც გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გერბები რუსეთში იქმნებოდა და იქვე მტკიცდებოდა, შინაარსობრივად ისინი საქართველოს ისტორიულ საფუძველზე იქმნებოდა და სერიოზულ რუსულ ზეგავლენას არ განიცდიდა

წმინდა გიორგის მარცხნივ შებრუნებული გამოსახულება გვხვდება 1800 წელს პავლე I-ის მანიფესტით შედგენილ რუსეთის იმპერიის სრულ გერბზე, სადაც ის საქართველოს სამეფოს განასახიერებდა, ასევე 1851 წლის 22 ივნისს საქართველო-იმერეთის გუბერნიის ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებულ გერბზე.

drosha gerbi 3 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?
პავლე I-ის მანიფესტით შედგენილ რუსეთის იმპერიის სრულ გერბი, წყარო: Президентская библиотека имени Б.Н. Ельцина
drosha gerbi 4 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?
ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებული 1851 წლის საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი. წყარო: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

გარდა ქართული წყაროებისა, მარცხნივ შებრუნებული წმინდა გიორგის გამოსახულება არაერთ უცხოელ ავტორთან გვხვდება. მათ შორისაა ფრანგი გეოგრაფისა და კარტოგრაფის ნიკოლა დე ფერის 1696 წელს გამოცემული კედლის რუკა, რომელზეც აზიის კონტინენტია გამოსახული. რუკის ერთ ნაწილზე ქართველთა იერუსალიმში გაშლილი დროშით შესვლის სცენაა გამოსახული. დროშაზე სწორედ წმინდა გიორგის ვხედავთ.

drosha gerbi 5 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?
ქართველთა შესვლა იერუსალიმში ნიკოლა დე ფერის კედლის რუკიდან. წყარო: ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი.

შესაბამისად, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოს ამჟამინდელ სახელმწიფო გერბზე გამოსახული წმინდა გიორგის პოზიცია რაიმე დაფარულ მნიშვნელობას ატარებს ასევე, კონპირაციულია მტკიცება, რომ გერბზე გამოსახული ლომის ბრჭყალებში სამი ექვსიანის ანუ სატანისტური სიმბოლოა დამალული. 

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო დროშას, მასზე გამოსახული ხუთი ჯვარი მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს გამოხატავს და მას როგორც შუა საუკუნეების რამდენიმე ქართულ ტაძარზე, ასევე ამავე პერიოდის არაერთ რუკაზე ვხვდებით, ქართული სამეფოს ან კონკრეტულად თბილისის ან სოხუმის აღსანიშნად. 

საქართველოს სახელმწიფო დროშის წარმომავლობა და მასთან დაკავშირებული მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

პოსტში ნახსენები როზენკროიცერიზმი სულიერი და კულტურული მოძრაობაა. ის სათავეს XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე იღებს, როდესაც სამი სხვადასხვა წიგნი გამოიცა. წიგნები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიან როზენკროიცის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობენ, სადაც ის საიდუმლო სიბრძნეს ეზიარა და გერმანიაში დაბრუნების შემდეგ საძმო დააარსა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული პიროვნება რეალურად არსებობდა. 

მოძრაობის სიმბოლოს ჯვარი და მის შუაგულში გამოსახული ვარდი წარმოადგენს. თავად საძმოს საიტზე აღნიშნულია, რომ სიმბოლოს ქრისტიანულ ჯვართან კავშირი არ აქვს და ის ქრისტიანობაზე ძველია. რაც შეეხება მის მნიშვნელობას, ჯვარი ადამიანის სხეულს, ხოლო ვარდი ინდივიდის გახსნილ ცნობიერებას განასახიერებს. 

drosha gerbi 6 რა კონსპირაცია ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე და როგორია მისი ისტორია რეალურად?
როზენკროიცერიზმის ტრადიციული სიმბოლო, წყარო: study.com

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ტრადიციული სიმბოლო ქართულ დროშას არ ჰგავს, შესაძლოა არსებობდეს მისი ვარიაციები, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას მეტად ემსგავსება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხუთჯვრიან დროშას სულ სხვა წარმომავლობა აქვს და როზენკროიცერიზმს არ უკავშირდება. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელ Giorgi Abashidze-ს დეზინფორმაციული მტკიცებები და კონსპირაციის თეორიები წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist