რა ვიცით ხუთჯვრიანი დროშის შესახებ და რომელ რეგიონებს ასახავდა ის ისტორიულ რუკებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

398
VIEWS

2022 წლის 24 ივლისს Facebook მომხმარებელმა მამუკა აფციაურმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აფხაზეთში დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ცხენოსანს ხუთჯვრიანი დროშა უჭირავს. ფოტოს თან ერთვის აღწერა, რომ აღნიშნული დროშა აფსუების ისტორიული დროშაა და მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი შემოღება პლაგიატი იყო. 

მამუკა აფციაურის მტკიცება და გავრცელებული ფოტო მანიპულაციურია. მართალია აფხაზები აღნიშნულ დროშას თავიანთ ისტორიულ დროშად მიიჩნევენ და ის მართლაც იყო დატანილი ძველ რუკებზე სოხუმისა და აფხაზეთის სამთავროს აღსანიშნად, თუმცა ხუთჯვრიანი დროშით რუკებზე ადრე თბილისი და საქართველოს სამეფოც აღინიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დროშის შემოღება პლაგიატი არ ყოფილა.

ხუთჯვრიანი დროშის ისტორია

ხუთჯვრიან დროშას, რომელიც მაცხოვარსა და 4 მახარობელს გამოხატავს, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. პირველად როგორც ჰერალდიკური სიმბოლიკა ის გოდფრუა ბუიონელმა (ჯვაროსანი, ქრისტეს საფლავის მცველი) პირველი ჯვაროსნული ბრძოლის დროს გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიცია სხვადასხვა ფორმით მანამდეც გამოიყენებოდა, მაგალითად ქართული ეკლესიების ბარელიეფებზე, ორნამენტიკასა და ეთნოგრაფიულ ნიმუშებზე.

ქართული ეკლესიების ბარელიეფებზე ხუთჯვრიანი კომპოზიცია ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან გვხვდება. ხუთჯვრიანი კომპოზიცია გამოსახულია შემდეგ ეკლესიებზე: ნეკრესი (მე-6 საუკუნე), ბოჭორმა (მე-10, მე-11 საუკუნე), მანგლისი (მე-11 საუკუნე), ჩხერი (მე-15 საუკუნე). ამის გარდა ხუთჯვრიან კომპოზიციას ასევე ვხვდებით დავით მე-3 კურაპალატის მე-10 საუკუნის ვერცხლის მონეტაზეც. 

ჩხერის ეკლესია
ბოჭორმის ეკლესია

ეკლესიის ბარელიეფებისა და მონეტების გარდა ხუთჯვრიან კომპოზიციას ასევე ვხვდებით შუასაუკუნეების რამდენიმე რუკაზე, სადაც ხუთჯვრიანი დროშით გამოსახულია როგორც თბილისი, ასევე სოხუმი. აღსანიშნავია, რომ სოხუმის შემთხვევაში ხუთჯვრიან დროშას მწვანე-თეთრი ხაზები ემატება. 

ხუთჯვრიან დროშებს შუასაუკუნეების შემდეგ რუკებზე ვხვდებით:

  1. პიეტრო ვესკონტეს 1318 წლის რუკა (დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო მუზეუმში);
  2. ანჯელინო დულჩერის 1339 წლის საზღვაო რუკა (დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო მუზეუმში);
  3. ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების 1367 წლის საზღვაო რუკა (დაცულია პარმის პალატინის ბიბლიოთეკაში);
  4. გაბრიელ დე ვალსეკას 1439 წლის საზღვაო რუკა  (დაცულია კატალონიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში).

საგულისხმოა, რომ ამ საზღვაო რუკების ნაწილზე ხუთჯვრიანი დროშა სოხუმს აღნიშნავს, ნაწილზე კი როგორც სოხუმს ასევე თბილისს და ზოგადად საქართველოს, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის მიერ ხუთჯვრიანი დროშის შემოღება არა პლაგიატი, არამედ ისტორიული სიმბოლიკის აღდგენა იყო, რომლითაც თანაბრად აღინიშნებოდა როგორც სოხუმი (საქართველოს ნაწილად), ასევე თბილისი და ზოგადად საქართველოს სამეფო.

მაგალითად ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების საზღვაო რუკაზე ხუთჯვრიანი დროშით საქართველოს სამეფოა გამოხატული. 

დომენიკო და ფრანჩესკო პაციგანოების საზღვაო რუკა

დულჩერის რუკების შემთხვევაში სოხუმი და თბილისი ერთნაირი ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული, თუმცა ვხვდებით დულჩერის სხვა რუკასაც, სადაც სოხუმის შემთხვევაში ხუთჯვრიან დროშას მწვანე-თეთრი ზოლები აქვს დამატებული. სწორედ აღნიშნული დროშა ეჭირა ცხენოსანს, რომელიც სოხუმში დროშის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე იმყოფებოდა. 

დულჩენის რუკა, თბილისი და სოხუმი ხუთჯვრიანი დროშებით
დულჩენის რუკა, სოხუმი ხუთჯვრიანი დროშითა და მწვანე-თეთრი ზოლებით

ასევე ხუთჯვრიანი დროშა მწვანე-თეთრი ზოლებით გვხვდება გაბრიელ დე ვალსეკას მე-15 საუკუნის საზღვაო და პიეტრო ვესკონტეს 1318 წლის რუკებზე.

პიეტრო ვესკონტეს რუკა
გაბრიელ დე ვალსეკას რუკა

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის აზრით, ხუთჯვრიან დროშასთან მწვანე და თეთრი ზოლები იმას მიუთითებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, თუმცა ის გარკვეული ავტონომიით სარგებლობდა. ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში ის აღნიშნავს.

ლაშა ბაქრაძე: ​​„რასაკვირველია, იმდროინდელი დროშები დღევანდელისაგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოხუმზე არსებული დროშა, ნაწილი ხუთჯვრიანი დროშა და ნაწილი მწვანე და თეთრი ხაზები, დღევანდელი ტერმინოლოგიით გარკვეულ ავტონომიურობაზე მიანიშნებს. შედარებისათვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დროშებზე ბრიტანული დროშებიცაა მოცემული”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist