რა თქვა რეალურდ ალექს სოროსმა ჯორჯ სოროსსა და კონსერვატორებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

105
VIEWS

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 92 წლის ფილანტროპი, ბიზნესმენი და “ღია საზოგადოების ფონდის” დამფუძნებელი – ჯორჯ სოროსი 25 მილიარდის ღირებულების ფონდის მართვის სადავეებს საკუთარ 37 წლის შვილს, ალექს სოროსს გადასცემს.

ალექს სოროსის ციტატა, რომელშიც იგი ამბობს, რომ კონსერვატორებს აღმოფხვრის და მამამისზე ასჯერ უარესია ღია, სანდო წყაროებში არ იძებნება. WSJ – თან ინტერვიუში ალექს სოროსი ამბობს, რომ მამაზე უფრო მეტად პოლიტიკურია და მამის ლიბერალურ მიზნებს გააფართოებს.

ალექს სოროსი “ღია საზოგადოების ფონდის” თავმჯდომარემ 2022 წლის დეკემბერში აირჩიეს, თუმცა ეს ფაქტი 11 ივნისს გასაჯაროვდა. უმცროს სოროსთან ინტერვიუ გამოცემა WSJ-მა ჩაწერა. The People’s Voice,  რომელიც ალექს სოროსზე გავრცელებული ყალბი ციტატის პირველწყაროა, სწორედ WSJ-ის ინტერვიუს ინტერპრეტირებს, თუმცა ალექს სოროსს WSJ-სთან არ უთქვამს, რომ ის მამამისზე 100-ჯერ უარესია და კონსერვატორებს აღმოფხვრის.

ალექს სოროსი ორგინალ ინტერვიუში ამბობს, რომ მამამისის ლიბერალურ გზას გააგრძელებს და უფრო გააფართოებს. მან აღნიშნა, რომ ის მამამისზე უფრო პოლიტიკურია და აპირებს აშშ-ის მემარცხენე პოლიტიკოსების ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს.  

”მე უფრო პოლიტიკური ვარ” – თქვა ალექს სოროსმა. ის ცოტა ხნის წინ შეხვდა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სენატის უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებს, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო ლულა და სილვას და კანადის პრემიერ მინისტრს ჯასტინ ტრუდოს ოჯახის ფონდთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისთვის.

ალექს სოროსის გაყალბებული ციტატა სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა. აღნიშნულ თემაზე სტატია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Leadstories– მაც გამოაქვეყნა. 

გამოცემა The People’s Voice,  რომელმაც ალექ სოროსზე გავრცელებული ყალბი ციტატის პირველწყაროა, ხშირად ავრცელებს სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.orgის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. The People’s Voice-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორს ადრეც გადაუმოწმებია.

სოროსების ოჯახი ხშირად ხდება სხვადასხვა ყალბი ამბების სამიზნე. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროს შესახებ:

ანონონიმურ ფეისბუკ-ანგარიშს მე ამბოხე ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

Screenshot 16 4 რა თქვა რეალურდ ალექს სოროსმა ჯორჯ სოროსსა და კონსერვატორებზე?

არქივის ბმულები: 1234


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist