თქვა თუ არა სოროსმა, რომ COVID-19-მა კონტროლის ინსტრუმენტების დაკანონებას შეუწყო ხელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.1k
VIEWS

23-26 ნოემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქტიურად გავრცელდა რუსულენოვანი პოსტები, (1, 2, 3, 4) რომლებშიც მოყვანილი იყო ფილანტროპი ჯორჯ სოროსის შემდეგი ციტატა: “COVID-19-მა ასევე ხელი შეუწყო კონტროლის ინსტრუმენტების დაკანონებას”. პოსტებს თან ერთვოდა სოროსის 6-წამიანი ვიდეონაწყვეტი, სადაც სოროსი ამავე ციტატას ინგლისურ ენაზე იმეორებს, ხოლო დამატებითი კონტექსტი ვიდეოში არ ჩანს. 

პოსტების უმეტეს ნაწილში ფეისბუქ მომხმარებლები სოროსის ვიდეოს იდენტური კომენტარით აფასებენ: “როცა ჩუმი ნაწილი ხმამაღლა ითქმის”.

sorosi თქვა თუ არა სოროსმა, რომ COVID-19-მა კონტროლის ინსტრუმენტების დაკანონებას შეუწყო ხელი?

სოროსის ვიდეო და ციტატა COVID-19-ის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რეპრესიულ რეჟიმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებს, კონკრეტულად კი ხელოვნურ ინტელექტს ასეთი რეჟიმები ბოროტად იყენებენ. სოროსმა მაგალითად მოიყვანა ჩინეთი, რომელიც, მისი თქმით, პერსონალურ მონაცემებს თავის მოქალაქეებზე თვალთვალისა და კონტროლის მიზნით ინახავს. კონტექსტის გარეშე სოროსის მოჭრილი ფრაზის გავრცელება იმ კონსპირაციული თეორიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, პანდემია მსოფლიო მოსახლეობის კონტროლს ემსახურებოდა.

2022 წლის 24 მაისს ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვით გამოვიდა, სადაც სხვადასხვა თემას, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს და რეპრესიულ რეჟიმებს შეეხო. მისი გამოსვლა 25 მაისს “ღია საზოგადოების ფონდის” ოფიციალურ იუთუბ არხზეც გამოქვეყნდა.

სოროსმა მართლაც აღნიშნა, რომ COVID-19-მა ხელი შეუწყო კონტროლის ინსტრუმენტების დაკანონებას, თუმცა ამ კონკრეტული ფრაზის მოჭრილი სახით გავრცელება იმ კონსპირაციულ თეორიას ემსახურება, რომლის მიხედვითაც პანდემია მსოფლიო მოსახლეობის კონტროლისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული კონსპირაცია კი მთელ მსოფლიოზე, მათ შორის დასავლურ ქვეყნებზეც არის მიმართული. რეალურად, სოროსი ხელოვნურ ინტელექტსა და მის გამოყენებაზე საუბრობდა, რაზეც რუსეთის და ჩინეთის, როგორც რეპრესიული რეჟიმების მაგალითები მოიყვანა, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს მეტი კონტროლისთვის იყენებენ. მისი თქმით, ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი თეორიულად პოლიტიკურად ნეიტრალურია, შესაძლოა მისი კარგი და ცუდი მიზნებისთვის გამოყენება, მაგრამ პრაქტიკაში მისი ეფექტი ასიმეტრიულია. სოროსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი რეპრესიულ რეჟიმებს კონტროლის ინსტრუმენტების შემუშავებაში ეხმარება. სწორედ ამ კონტექსტში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ COVID-19-მა ასევე ხელი შეუწყო კონტროლის ინსტრუმენტების ლეგიტიმაციას, რადგან ისინი ვირუსთან ბრძოლაში გამოსადეგია. ამ თემაზე საუბრისას ჯორჯ სოროსი ახსენებს ჩინეთს და ამბობს, რომ ჩინეთმა ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც, თავის მხრივ, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, “ეროვნულ ჩემპიონებად” აქცია, ხოლო აშშ უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა, რადგან გაიაზრა, თუ როგორი იქნებოდა მათი ეფექტი ინდივიდის თავისუფლებაზე. სოროსმა განმარტა, რომ ჩინეთი პერსონალურ მონაცემებს თავის მოქალაქეებზე თვალთვალისა და კონტროლის მიზნით ინახავს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაცია, მათ შორის ისიც, რომ პანდემია მსოფლიო მოსახლეობის სამართავად მოიგონეს და ვირუსის შესაკავებლად დაწესებული რეგულაციები ადამიანების კონტროლს ემსახურება, დიდი ხანია ვრცელდება. ავტორიტარული ქვეყნების მიერ ციფრული ტექნოლოგიებისა და პერსონალური მონაცემების გამოყენება არაერთი ექსპერტის შეფასებით, შეშფოთებას იწვევს, თუმცა ეს მასობრივი თვალთვალის სისტემას ეხება, რომელიც ჩინეთის მთავრობას პანდემიამდეც ჰქონდა, COVID-19-ის კრიზისულმა მდგომარეობამ კი მას ამ სისტემის აქტიურად გამოცდის კარგი საბაბი მისცა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist