არასამთავრობოებისა და სოროსის შესახებ 2 დეზინფორმაცია და 2 კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

442
VIEWS

3 მაისს ფეისბუკ ანგარიშმა William William  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის ტექსტი “ვინ მართავს რეალურად საქართველოს?! ფრაგმენტი დავით თორდიას საავტორო ვიდეოდან”. დავით თორდიას იუთუბ ვიდეოში საუბარია ჯორჯ სოროსის შესახებ. თორდიას მტკიცებით, საქართველოში კლასიკური “ეშმაკური კარუსელის” შემოქმედი “სატანისტი და მსოფლიოში ნომერ პირველი იაღოველი” ჯორჯ სოროსია, რომელმაც 1996 წელს თავისი ფონდიდან (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო)  “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” შექმნა დააფინანსა და გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია საქართველოში მოქმედ პარტიებსაც აფინანანსებს. ვიდოში ასევე ნათქვამია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-მა თავად მოაწყო და რომ ამერიკა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მისაღწევად 90-იანი წლებიდან იბრძვის.

Screenshot 5 5 არასამთავრობოებისა და სოროსის შესახებ 2 დეზინფორმაცია და 2 კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 2 დეზინფორმაციულ და 2 კონსპირაციულ მტკიცებას შეიცავს, რეალურად:

  • “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) არა 1996, არამედ 2009 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი არიან;
  • პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში  “ღია საზოგადოების ფონდი”  (ე.წ. სოროსის ფონდი) არ  აფინანსებს;
  • მტკიცება იმის შესახებ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა, კონსპირაციაა;
  • მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკა “ახალ მსოფლიო წესრიგის” დამყარებას გეგმავს, კონსპირაციაა.

ვინ და როდის შექმნა IDFI?

დავით თორდიას ფილმში “მხილება” ნათქვამია, რომ სოროსის ფონდის საშუალებით საქართველოში 1990-იან წლებში მრავალი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია”, რომელიც 1996 წელს დაარსდა. ფილმის თანახმად, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, სოზარ სუბარი, გივი თარგამაძე, თამარ კინწურაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ლომაია იყვნენ. 

სინამდვილეში, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის დაარსების თარიღიც არა 1996, არამდ 2009 წელია. IDFI-ის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ  ორგანიზაციის შექმნის იდეა მკვლევრებს, ლევან ავალიშვილსა და დავით კლდიაშვილს  საერთაშორისო კონფერენციის დროს დაებადათ, რომლის დროსაც კონფერენციის მონაწილე ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ქვეყნებში სახელწიფო არქივების ღიაობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებს განიხილავდნენ.  “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” 2009 წლიდან საქართველოში ღიაობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიმართულბით მუშაობს. 

2012 წლიდან IDFI ეწევა როგორც ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას, ისევე ადვოკატირებას, სტრატეგიულ სამართალწარმოებას, კონსულტაციებსა და ცნობიერების ამაღლებას კარგი და დემოკრატიული მმართველობის ყველა მიმართულებით.

ფინანსდებიან თუ არა პარტიები “ღია საზოგადოების ფონდიდან”?

დავით თორდიას “მხილების” თანახმად, საქართველოში მოქმედ ყველა პარტიას ჯორჯ სორისის ფონდი (ღია საზოგადოების ფონდი) აფინანსებს. სინამდვილეში “ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პოლიტიკა პოლიტიკური პარტიების ან მისი მხარდამჭერი/საწინააღმდეგო კამპანიების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. “ღია საზოგადოების ფონდის” ვებ გვერდზე განთავსებულ ონლაინ საგრანტო განაცხადის ფორმაში მითითებულია, რომ დაფინანსებისათვის წარდგენილი პროექტი პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირის ან კანდიდატის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა გულისხმობდეს.

აღნიშნული დეზინფორმაცია 2020 წლის სექტემბერში “ალტ-ინფოს” ეთერშიც გაჟღერდა.
“მითების დეტექტორთან” “ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციის მანდატსა და პროცედურებში გაწერილია, რომ ფონდი პოლიტიკური პარტიის ან მის მხარდამჭერ/საწინააღმდეგო კამპანიას არასოდეს აფინანსებს.

ვრცლად ამის შესახებ იხილეთ” მითების დეტექტორის” მასალა:

შეთქმულების თეორიები 11 სექტემბრის შესახებ

მხილებაში” ვიდეოს ავტორი 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ცნობილ კონსპირაციას იმეორებს და ამბობს, რომ  აშშ-ის ხელისუფლებამ 11 სექტემბერის ტერაქტი წინასწარ დაგეგმა. 

2001 წლის 11 სექტემბრერს ტერორისტული დაჯგუფების  ალ-ქაიდას მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ჯამში 2 977 ადამიანი შეეწირა. მტკიცება იმის შესახებ, რომ მოვლენის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, ტერაქტიდან რამდენიმე საათში  გავრცელდა, თუმცა არცერთი ოფიციალური გამოძიებით აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა.  11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

შეთქმულების თეორიები ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ

დავით თორდიას ვიდეოს ბოლო ნაწილში საუბარია იმის შესახებ, რომ, ამერიკამ მსოფლიოზე ჰეგემონიის მოსაპოვებლად მსოფლიოს ქვეყნებს ახალი ტაქტიკა – მისი ფრთის ქვეშ  გაერთიანება შესთავაზა, რასაც  ახალი მსოფლიო წესრიგი უწოდეს.
ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ კონსპირაციები წლებია ვრცელდება, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდისა და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში კიდევ უფრო გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ტერმინი New World Order ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკაში გაჩნდა, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უიდრო უილსონი ისეთი საერთაშორისო პოლიტიკა შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მომავალში მსოფლიო ომს და მის დამანგრეველ შედეგებს თავიდან აიცილებდა. საბოლოოდ, 1920 წელს უილსონის იდეაზე დაყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაცია “ერთა ლიგა” შეიქმნა, რომლის მიზანი კოლექტიური უსაფრთხოება და კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა იყო.

მოგვიანებით ახალი მსოფლიო წესრიგის ტერმინი კონსპიროლოგებმა სხვადასხვა თემას მოარგეს. ამ თემასთან დაკავშირებული კონსპირაციების თანახმად საბოლოო მიზანი გლობალური კონტროლის დამყარებაა. ამ კონტექსტში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მასობრივი ჩიპიზაცია, 5G ტექნოლოგიის დამკვირდება და საყოველთაო ვაქცინაცია.

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

მითები ჯორჯ სოროსის შესახებ

უნგრეთში დაბადებული ამერიკელი მილიარდერი, ფილანთროპი ჯორჯ სოროსი ხშირად არის შეთქმულების თეორიების ობიექტი. 1984 წელს მან “ღია საზოგადოების ფონდი” დააარსა, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს აფინანსებს.  ჯორჯ სოროსს  წლების მანძილზე აშშ-ისა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პროტესტის დაფინანსებასა და ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს. შეთქმულების თეორიები მას ევროპის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ და პოსტ-საბჭოთა სივრცეში (საქართველო, უკრაინა, სომხეთი) “ფერადი რევოლუციების” და სამოქალაქო პროტესტების მთავარ დამფინანსებელ წყაროდ მოიაზრებენ. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული ყალბი ციტატები მცდარი ინფორმაცია ჯორჯ სოროსის შესახებ:

წყაროს შესახებ

ფეისბუკ ანგარიში William William ახლადშექმნილია და კიდევ სამი ანგარიში Will Will და Will Williams და Zura Nozadze აქვს. ანგარიშები ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ავრცელებენ.

Screenshot 6 7 არასამთავრობოებისა და სოროსის შესახებ 2 დეზინფორმაცია და 2 კონსპირაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO, პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist