Stop 5G Georgia, ჯორჯ სოროსი და ტროლი გრიგორ მაკარიანის ფოტოთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

94433755_840383103114851_6168931500851986432_n
1.6k
VIEWS

ფეისბუკ-ჯგუფი ”STOP 5G GEORGIA!!!”, რომელიც ამტკიცებს  თითქოს მეხუთე თაობის უკაბელო ინტერნეტკავშირი კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს, 5G-ზე  და ჩიპების საფრთხეზე კონსპირაციების გარდა ავრცელებს გაყალბებულ ციტატებს, რომელთაც ამერიკელ ფილანტროპ ჯორჯ სოროსს მიაწერს.

21 აპრილს ფეისბუკის მომხმარებელმა ნუცა ბერისძემ ჯგუფში ”STOP 5G GEORGIA!!!” გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ფოტო, შემდეგი წარწერით: “ამ ომს მაშინ მოვიგებთ, როცა ქართველები თავისივე ნებით უარს იტყვიან ზიარებაზე.” ფოტოს ავტორის მიხედვით, ეს განცხადება სოროსმა 2006 წელს გააკეთა, თუმცა პოსტს ინფორმაციის დამადასტურებელი წყარო არ აქვს მითითებული, ხოლო ღია წყაროებით ჯორჯ სოროსის მსგავსი ციტატა არ იძებნება.

1

17 აპრილს ფეისბუკის მომხმარებელმა გიგამ ამავე ჯგუფში ჯორჯ სოროსის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ არა.” მსგავსი განცხადების სიზუსტე ღია წყაროებით არ დასტურდება, სავარაუდოდ ციტატა ამ შემთხვევაშიც გაყალბებულია  და იმ დისკრეტიცაიული კამპანიის კამპანიის შემადგენელია, რომელიც ამტკიცებს, რომ ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ეროვნებას, რელიგიას და ტრადიციებს ებრძვის.

2

STOP 5G GEORGIA!!!-ის შესახებ

ფეისბუკ-ჯგუფში ”STOP 5G GEORGIA!!!”  2020 წლის 7 აპრილს შეიქმნა

22 აპრილის მონაცემებით ჯგუფში 12,908 ადამიანია გაწევრიანებული. STOP 5G GEORGIA!!!-ს ერთი ადმინისტრატორი – (ლაშა მოდებაძე) და რვა მოდერატორი ჰყავს. ადმინისტრატორის პროფილის ფოტოს მიხედვით, შეუძლებელია იდენტიფიცირება, რეალურია თუ არა პროფილი.
123

ჯგუფში გვხვდება ყალბი ინფორმაციები, რომელთაც  რეალური და ყალბი პროფილები აზიარებენ. მაგალითად,  აკაკი მენაბდე – იპარავს სოჭში მცხოვრები გრიგორ მაკარიანის ფოტოს

7

8

ჯგუფში ასევე აზიარებენ კრემლისტური გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ავტორის გურამ ქართველიშვილის და სხვადასხვა რუსულ კონსპირაციული შინაარსის  პოსტებს.

9

10

კონსპირაცია 5G-ის შესახებ

Covid-19-ისა და 5G-ის კავშირზე მოსაზრებები იანვრის მეორე ნახევრიდან გაჩნდა, კონსპირაციის ერთ-ერთი პირველი წყარო კი ბელგიელი ექიმის ინტერვიუ გახდა, სადაც მან ახალი ტექნოლოგია და კორონავირუსი ერთმანეთს დაუკავშირა. დაავადების პანდემიად გამოცხადების შემდეგ კონსპირაციული თეორიების რაოდენობა გაიზარდა. გაჩნდა წარმოდგენები, თითქოს  5G ტექნოლოგია დაავადებას უფრო ამძიმებს, აქვეითებს იმუნური სისტემის დამცველობით უნარს; იწვევს არა მხოლოდ ადამიანების ნელ სიკვდილს, არამედ მასების სამართავ იარაღადაც onlinepharmacyreviews.net) type=3″ target=”_blank” rel=”noopener noreferrer”>გამოიყენება ; დაავადება საერთოდ არ არსებობს, ჩაკეტილობის პირობებში კი კი სახელმწიფოებმა  მეხუთე თაობის უკაბელო ინტერნეტკავშირი უნდა დანერგონ.

Who-ს  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 5G-ის რადიოსიგნალები იწვევენ ან აძლიერებენ Covid-19-ის გავრცელებას.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist