შეთქმულების თეორიები 9/11 ტერაქტის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
794
VIEWS

ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავად მოაწყო. მაგალითად, 2016 წლის 15 სექტემბერს “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია “ცოდვილთა ჰგუემდეთ ცეცხლი” ანუ 11 სექტემბრის “ბაპტისტური ვერსია”, რომელშიც ნათქვამია:

“ტყუპი ცათამბჯენის ჩამოშლის ვიდეოჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ შენობების დანგრევას აკონტროლებდნენ და, აქედან გამომდინარე, ეს ტერორისტული აქტი აშშ-ის მთავრობამ მოაწყო _ ამ ვერსიას იზიარებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი ნილს ჰარიტი, აგრეთვე, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის თანამშრომლები _ ჯეფრი ფერერი და სტივენჯონსი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მანჰეტენზე ჩამოშლილი შენობების ნანგრევებში ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების _ “ტერმიტისა” და “ნანოტერმიტის” _ კვალი. ამ ნივთიერებებს კი ძველი შენობების დასანგრევად იყენებენ.”

Popular Mechanics-ის ჟურნალისტებმა 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გავრცელებულ 25 შეთქმულების თეორიას გამოცემაში “9/11-ის მითების მსხვრევა” მოუყარეს თავი, სადაც კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტებია წარმოდგენილი გავრცელებული მითების უსაფუძვლობის საილუსტრაციოდ.

მითების დეტექტორი წარმოგიდგენთ 7 ყველაზე გავრცელებულ მითს 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-კაიდას მიერ აშშ-ში განხორციელებული თავდასხმების სერიის შესახებ.

მითი N1. საჰაერო ძალებს უმოქმედობა უბრძანეს

ვაშინგტონის მოსაზღვრე 48 შტატში მზადყოფნაში მხოლოდ 14 რეაქტიული თვითმფრინავი იყო. ამასთან, ადგილზე არ ყოფილა კომპიუტერული ქსელი ან განგაშის სისტემა, რომელიც გუნდს სამოქალაქო თვითმფრინავების დაკარგვას შეატყობინებდა. სისტემაში მიიჩნევდნენ, რომ გამტაცებლები მოთხოვნებს დააყენებდნენ და არ ყოფილა მათი მხრიდან ტრანსპონდერების გათიშვისა და თვითმფრინავების განადგურების მოლოდინი. უმოქმედობის ბრძანება არ ყოფილა.

მითი N2. თუ Empire State Building-ი 1945 წელს B-25-ის შეჯახებას გადაურჩა, მაშინ ტყუპი ცათამბჯენებიც არ უნდა დანგრეულიყო

Empire State Building რკინა-ბეტონის სვეტებისა და სქელი ქვის ექსტერიერით აშენდა, რომლის დატვირთვაც 1 კუბურ ფუტზე 38 ფუნტია. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1970 წელს სრულიად განსხვავებული მეთოდით – ცენტრში მზიდი ვერტიკალური კონსტრუქციითა და ღერძზე თხელი გარსით აშენდა. მისი გამძლეობა კი კუბურ ფუტზე 8-9 ფუნტი იყო, რაც საგრძნობლად ნაკლებია Empire State Building-ის დატვირთვაზე.

მითი N3. თვითმფრინავის საწვავიდან წარმოქმნილი ცეცხლის ტემპერატურა არ იყო ისეთი მაღალი, რომ ფოლადი დაედნო.

თვითფრინავის საწვავი 800 Co გრადუსზე (1500 Fo) იწვის, ხოლო ფოლადი 2750 Fo დნება. თუმცა, შენობის ნგრევას არა მხოლოდ ფოლადის დნობა, არამედ რკინის კონსტრუქციის ფორმის შეცვლა და მისი გამძლეობის დაკარგვა იწვევს. 1, 800 Fo (1000 Co) კონსტრუქციამ თავისი გამძლეობის 90 %-ი დაკარგა. შენობის რკინის დამხმარე კონსტრუქციების ცეცხლგამძლე სპრეის ეფექტის მეთოდი ხელის შეხების დროსაც კი ნაწილებად იშლებოდა, თვითფრინავების საწვავიდან გაჩენილი ცეცხლი კი შენობაში არსებულ ხალიჩებს, ფარდებს, ავეჯს და ქაღალდს მოეკიდა. რეალურად დახურულ სივრცეში გაჩენილი ხანძარი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე საწვავის ცეცხლი.

მითი N 4. ტყუპ შენობაში ნანოთერმიტი აღმოაჩინეს, რაც სავაჭრო ცენტრის განზრახ აფეთქებას ადასტურებს

კონსპირაციონისტების აზრით, შენობის კოლონებში ნანო-თერმიტი წინასწარ განათავსეს. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე ცათამბჯენის დასანგრევად ტონობით თერმიტია საჭირო. აშშ-ის სტანდარტების და ტექნიკის ეროვნული ინსტიტუტის თქმით, თითქმის შეუძლებელია, რომ ვინმეს ათობით ტონა თერმიტი შენობაში შეუმჩნევლად შეეტანა.

მითი N 5. მიუხედავად იმისა, რომ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 7”-ს თვითმფრინავი არ შეჯახებია, ის მაინც დაინგრა. ე.ი. მისი დანგრევა წინასწარ დაგეგმილი იყო

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 7” იმის გამო დაინგრა, რომ მის ინტერიერთან ტყუპი ცათამბჯენების ჩამოშლის შემდეგ ხანგრძლივი ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი 10 სხვადასხვა სართულზე მცირე ლოკაციებზე წარმოიქმნა და შემდეგ აალდა. საქაღალდე მასალის დიდმა რაოდენობამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

მითი N 6. პენტაგონს რაკეტა შეეჯახა და არა თვითმფრინავი

ასობით თვითმხილველმა დაინახა, თუ როგორ შეეჯახა თვითმფრინავი პენტაგონის შენობას. გატაცებული თვითმფრინავის მინიმუმ ორმა მგზავრმა ოჯახის წევრებს ტელეფონით შეატყობინა მათი თვითმფრინავის გატაცების შესახებ. შეთქმულების თეორიის ავტორები ამტკიცებენ, რომ შენობაზე აღმოჩენილი ხვრელები ბევრად პატარა იყო, ვიდრე ბოინგის შესაძლო კვალი. თუმცა, სამგზავრო თვითმფრინავმა ფრთები შეჯახებამდე დაკარგა. ამასთან, პენტაგონის შენობის რკინა-ბეტონის სვეტების გამო თვითმფრინავის გარე ნაწილი შეჯახებისთანავე დაიმსხვრა. მოგვიანებით, თვითმფრინავის კორპუსის ნაწილები პენტაგონის გაზონზე იპოვეს.

მითი N 7. რეისი 93 ჩამოაგდეს

სამგზავრო რეისი 93, რომელიც ტერორისტებმა გაიტაცეს, პენსილვანიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კონსპირაციონისტების აზრით, ეს რეისი განზრახ ჩამოაგდეს.

რეისის ჩამოვარდნის მომენტში, თავდაცვის უწყებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია თვითმფრინავის გატაცების შესახებ. შავი ყუთის ხმის ჩამწერის მასალების მიხედვით, მგზავრები გამტაცებლებს თავს დაესხნენ. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ გამტაცებელმა პილოტმა თვითმფრინავის რხევა დაიწყო, რათა მგზავრებს წონასწორობის შენარჩუნება ვერ შესძლებოდათ. რადგანაც მგზავრები უკვე ახლოს იყვნენ პილოტის კაბინასთან, გამტაცებლებმა თვითმფრინავის ჩამოგდება გადაწყვიტეს.

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist