ვინ გააყალბა რუსი ჰაკერების საბრალდებო დასკვნა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

23 ნოემბერს „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა კახა ძაგანიამ და „ქართული მარშის“ ყოფილმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-პროფილებზე კანადური გამოცემა Conservative Beaver-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი ატვირთეს, რომელიც ჯორჯ სოროსის დაკავებას შეეხება. მათ სქრინშოტს შემდეგი აღწერა დაურთეს: „კანადური სააგენტო იუწყება, რომ სოროსი დაკავებულია არჩევნებში ჩარევის გამო და ახლა დაკითხვაზეა“.

ლადო სადღობელაშვილი ინფორმაციის წყაროდ ტელეგრამის ჯგუფ „Who Is Who-ს“ ბმულს უთითებს, რომელშიც იმავე შინაარსის პოსტია გამოქვეყნებული.

Conservative Beaver-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია დოკუმენტი, რომელიც გამოცემის მტკიცებით, ჯორჯ სოროსის საბრალდებო დასკვნაა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ისეთი ბრალდებები, როგორებიცაა ინტერნეტ თაღლითობა, იდენტობის მოპარვა და კომპიუტერების დაზიანება.

ჯორჯ სოროსის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კონსპირაციის თეორიაა. Conservative Beaver-ის სტატიაში წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნა გაყალბებულია,  რეალურად დოკუმენტი არა ჯორჯ სოროსისთვის, არამედ 6 რუსი ჰაკერისთვის წაყენებულ ბრალდებებს ასახავს. გავრცელებული ინფორმაცია „ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმაც უარყო.

დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც Conservative Beaver-ის სტატიაში ჯორჯ სოროსის ბრალდებებიია დასახელებული, რეალურად რუსი ჰაკერების საქმის საბრალდებო დასკვნაა. დოკუმენტი 2020 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება და 6 რუსი ჰაკერის ბრალდებებს ასახავს.  გაყალბებულ დოკუმენტში რუსი ჰაკერების სახელების ნაცვლად ჯორჯ სოროსის სახელი წერია.


წყარო: PolitFact

როგორც bellingcat-ის სტატიაში ვკითხულობთ, საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსეთის ექვსი მოქალაქე არაერთ გახმაურებულ კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა, რომელთა სამიზნე იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანია, ზამთრის ოლიმპიადა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაეროს ქიმიური მაკონტროლებელი (OPCW) და სხვები.

გარდა ამისა, როგორც politifact-ი წერს, მათთან საუბრისას „ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა სოროსის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა.

Politfact-ის გარდა გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა factcheck.org-მაც.

კონსპირაციის თეორიის გავრცელება

კახა ძაგანიას პოსტს 24 ნოემბრის 17:00 საათის მდგომარეობით 68 გაზიარება აქვს. ლადო სადღობელაშვილის პოსტს კი – 45.

ლადო სადღობელაშვილის პოსტი გააზიარა ფეისბუქ-გვერდმა აქტივისტი.

სადღობელაშვილის პოსტი მომხმარებელმა რუსუდან წოწორიამ 8 ფეისბუქ-ჯგუფში გააზიარა, ეს ჯგუფებია: 🔸 კახი კალაძე საქართველო, Emigrants For Democratic Georgia /ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის, ბიძინა ივანიშვილი – დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili – positive a, პარტია ,,მომავალი საქართველო”, საგიჟეთი 😋, Georgia • საქართველო ✔️, ,,2012″ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!!, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”-ს მხარდამჭერთა ჯგუფი.

რაც შეეხება კახა ძაგანიას პოსტს, ის გააზიარა მისივე სახელობის გვერდმა კახაბერ ძაგანია – მემარცხენე ალიანსი.

ძაგანიას პოსტი ასევე 3 ფეისბუქ-ჯგუფში გაზიარდა: ,,სიმართლის გზა” და კახა კალაძე თბილისის მერი.

„სიმართლის გზაში“ გამოქვეყნებულ პოსტს 24 ნოემბრის მდგომარეობით 14 გაზიარება აქვს.


კახა ძაგანიას პოსტის არქივი: https://archive.ph/dbzRe
ლადო სადღობელაშვილის პოსტის არქივი: https://archive.ph/z63I6


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist