TVM.ge-სა და Geworld-ის მანიპულაცია ბავშვთა უფლებების, სოროსისა და ანტისაოკუპაციო აქციის აქტივისტების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სოროსი
199
VIEWS

2019 წლის 15 აგვისტოს ონლაინ-გამოცემა tvm.ge-მ გამოაქვეყნა “საქართველოს და მსოფლიოს” სტატია, რომელშიც საუბარია მარიხუანისა და კლუბური ნარკოტიკების შესაძლო ლეგალიზაციაზე და რომელიც პირველწყარომ 2017 წელს გაავრცელა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მშობლები შვილებს ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში საყვედურს ვერ ეტყვიან, რადგან მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები დაიცავენ. ამასთანავე, პუბლიკაციის ბოლოს ავტორი დასავლეთის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ჯორჯ სოროსის საქართველოსთვის გაწერილი პროგრამა ქართველი ერის წინააღმდეგ არის მიმართული.

საქართველო და მსოფლიო: “მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო, საყვედურსაც ვერ ეტყვიან, რადგან შემდეგ საქმეში ე.წ უფლებადამცველი არასამთავრობოები ჩაერევიან… ცნობისთვის: ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოსთვის დაწერილ-გაწერილ პროგრამაში ეწერა, ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ – არაო.”

tvm.ge-ის გაზიარებულ სტატიას თან ერთვის მანიპულაციური ფოტო, რომელზეც 2019 წლის ივნისი-აგვისტოს ანტი-საოკუპაციო აქციის აქტივისტები ლგბტ დროშის ფონზე არიან გამოსახული, რასაც სტატიის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვს და მცდარ კონტექსტს ქმნის.

""

tvm.ge-ის მიერ გამოქვეყნებული “საქართველო და მსოფლიოს” სტატია იმ მოსაზრების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, თითქოს ბავშვთა უფლებების დაცვა მშობელს ბავშვის დასჯას უკრძალავს და ნარკოტიკების მოხმარებას ახალისებს, რაც აბსურდია, რადგან როგორც გაეროს “ბავშვის უფლებათა კონვენცია”, ასევე საქართველოს “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ბავშვების ნარკოტიკებისგან დაცვას ითვალისწინებს. კოდექსი ბავშვს მხოლოდ ფიზიკურ დასჯას ან დამამცირებელ მოპყრობას უკრძალავს.

  • კანონი ბავშვების ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვას ითვალისწინებს. აკრძალვა კი მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან დამამცირებელ მოპყრობას შეეხება.

გაეროს 1989 წელს მიღებული “ბავშვის უფლებათა კონვენცია”, რომელსაც საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა, 18 წლამდე ასაკის ადამიანების კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს აყალიბებს.

კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისგან ბავშვების დაცვას უზრუნველყოფენ.

მუხლი 33: “მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ღონისძიებებს, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მოხმარებისაგან, როგორც ისინი განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებაში და არ დაუშვან ბავშვების გამოყენება ასეთი ნივთიერებების უკანონო წარმოებასა და ვაჭრობაში.”

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს “ბავშის უფლებათა კოდექსის” 62.1-ე მუხლი ითვალისწინებს ბავშვების დაცვას მავნე ზეგავლენისგან. აღნიშნული ნორმა ბავშვისთვის ისეთი ნივთიერებების მიყიდვას კრძალავს, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერები.

მუხლი 62.1: “აკრძალულია ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების ბავშვისათვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება.”

კანონი ასევე ითვალისწინებს ბავშვის დაცვას აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, დაშვების აკრძალვას მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში, ბავშვის დაცვას მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისაგან და სხვა.

,,ბავშვთა უფლებების კოდექსის“ 49.2 მუხლის მიხედვით, აკრძალვა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან დამამცირებელ მოპყრობას შეეხება. მშობლის მიერ შენიშვნის მიცემაზე კოდექსში საუბარი არ არის.

მუხლი 49.2: “აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”

კონსპირაციები ჯორჯ სოროსის შესახებ 

ჯორჯ სოროსის მიზნების შესახებ კონსპირაციები როგორც ქართულ ისე უცხოენოვან მედიაში უკვე წლებია ვრცელდება. “მითების დეტექტორი” ამასთან დაკავშირებით ადრეც წერდა. ცნობილ მითებს შორისაა ნარატივები, თითქოს სოროსი ქართულ კულტურასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის, მაშინ, როდესაც, რეალურად სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კულტურის სფეროში 1994 წლიდან მოყოლებული 365 პროექტი აქვს დაფინანსებული. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის აღწერისა და ფოტოფიქსაციის, არქეოლოგიის, მუზეუმებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებით. ამასთანავე, “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებული აქვს პროექტები, რომლებიც ეხება ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციას.

EU vs Disinfo-ს თანახმად, კრემლისტური კონსპირაციების არასრული სია “ყოვლისშემძლე ჯორჯ სოროსზე”, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სექსუალური პერვერსიების პროპაგანდა
  • უკრაინის მთავრობის მართვა
  • ჩეხეთში გადატრიალების ორგანიზება
  • აშშ-ის მთავრობის კონტროლი და რუსეთისთვის ომის გამოცხადება
  • ევროპაში ლტოლვილთა ნაკადების შეყვანა და ევროკავშირისთვის მათი შეფარების იძულება
  • უკრაინული მაიდნის შემდეგ რუსეთის და ბულგარეთის “მაიდნის” დაგეგმვა

წყაროების შესახებ

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა, თუმცა registrator.ge-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული. ამავე განყოფილებაში ადმინ-რედაქტორად ჟურნალისტი თამთა დადეშელია, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი – გიორგი ფრანგიშვილი. საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”.

"

TVM.ge-ს სტატიის არქივის ბმული

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist