ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

437
VIEWS

23 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ის ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ყველა ქვეყნის მთავრობის გაერთიანებას და მათ აშშ-დან მმართვას გეგმავს.

შორე შანიძის პოსტს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” გადაცემის “დღის სიახლეების” ნაწყვეტი ახლავს, სადაც იგივე აქცენტებია გაკეთებული. წამყვანი ასევე აღნიშნავს, რომ ბაიდენის თქმით, კორონავირუსის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც მას მსოფლიო ლიდერობისთვის სტატუს-კვოს აღდგენაში დაეხმარება. წამყვანის საუბრის შემდეგ ბაიდენის განცხადების ის მონაკვეთია მოცემული, რომელშიც ის ახალ მსოფლიო წესრიგს ახსენებს.

Screenshot 6 13 ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე

22-23 მარტს “დღის სიახლეების” იდენტური ნაწყვეტი ფეისბუქ-პროფილებმა გოჩა შახულაშვილი, Levani Ne გაავრცელეს, ვიდეო ასევე სამ ფეისბუქ-ჯგუფში, თემურ ბოკელავაძე და საზოგადოება, ქართველები საქართველოსთვის🇬🇪 და მ ა ფ ი ა -შია გამოქვეყნებული.

Screenshot 7 13 ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე Screenshot 8 14 ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე

ამავე თემაზე გამოქვეყნებულ პოსტში დიტო ბიძინაშვილი წერს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ისეთ მსოფლიოს გულისხმობს, რომელსაც საზღვრები, ეროვნებები და რელიგიები არ ექნება და ერთიანი მსოფლიო მთავრობა ეყოლება.

Screenshot 9 15 ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე

ბაიდენის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება, რადგან 1. მას არ უთქვამს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგით ამერიკამ ყველა ქვეყნის მთავრობა უნდა გააერთიანოს და მართოს; 2. რომ რუსეთ-უკრაინის ომი და კორონავირუსის პანდემია მას ახალი მსოფლიო წესრიგის სათავეში ჩადგომაში დაეხმარება. აშშ-ს პრეზიდენტმა რეალურად ახალ რეალობაში თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციაზე და ამ პროცესში ამერიკის, როგორც გამაერთიანებლის როლზე ისაუბრა, რაც არც მსოფლიო მმართველობას გულისხმობს და არც საზღვრების, ეროვნებებისა და რელიგიების გაქრობას. ეს უკანასკნელი მტკიცება, კონსპირაციაა, რომელიც წლებია ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება, ბაიდენს არც ის უთქვამს, რომ ამერიკა ყველა ქვეყნის მართვას აპირებს და არც ის, რომ უკრაინის ომი მსოფლიო ლიდერობაში დაეხმარება. რეალურად ბაიდენმა ახალი მსოფლიო წესრიგის ტერმინი მისი პირველი მნიშვნელობით გამოიყენა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ უიდრო უილსონის სამომავლოდ მსოფლიო ომის თავიდან აცილების ინიციატივას უკავშირდება.

შორე შანიძის მტკიცება, თითქოს ბაიდენს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება ყველა ქვეყნის გასაერთიანებლად და ამერიკიდან სამართავად სურს, მცდარია. რეალურად, ბაიდენმა ახალი მსოფლიო წესრიგი ნამდვილად ახსენა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ამერიკამ ყველა ქვეყანა უნდა მართოს, მან თქვა, რომ ამერიკამ დანარჩენი თავისუფალი სამყარო უნდა გააერთიანოს, რაც საერთო საფრთხეების წინააღმდეგ კონსოლიდირებულ მიდგომებს გულისხმობს.

ასევე მცდარია ალტ-ინფოს წამყვანის, დავით ახვლედიანის მტკიცებაც, თითქოს ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი ის ფაქტორებია, რომლებიც მას მსოფლიო ლიდერობისთვის სტატუს-კვოს აღდგენაში დაეხმარება. ბაიდენს ამ გამოსვლაში კორონავირუსი საერთოდ არ უხსენებია, რუსეთ-უკრაინის ომზე კი არ უთქვამს, რომ ეს ომი მსოფლიო ლიდერობაში დაეხმარებოდა.

რა თქვა რეალურად ბაიდენმა?

21 მარტს ჯო ბაიდენი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და უმეტესწილად ამერიკაში ბიზნესის სექტორის წარმატებულ მუშაობასა და სამომავლოდ ინვესტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბარსაც დიდი დრო დაუთმო, მან ამერიკულ კომპანიებს უკრაინისთვის დონაციების გაღებისა და რუსეთის ბაზრის დატოვებისთვის მადლობა გადაუხადა. 

გარდა ამისა, ბაიდენმა უკრაინის ბრძოლისუნარიანობას, ასევე ნატოს სიძლიერესა და ერთიანობას გაუსვა ხაზი, ამასთან ახსენა კრემლის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი აქვს და აღნიშნა, რომ პუტინს ქიმიური იარაღი აქამდეც გამოუყენებია და შესაძლოა, მის გამოყენებას ახლაც გეგმავდეს.

ვრცელი სიტყვის ბოლოს ჯო ბაიდენმა ახალი მსოფლიო წესრიგი ერთ წინადადებაში ნამდვილად ახსენა, თუმცა არა იმ კონტექსტში, როგორც პოსტების ავტორები ავრცელებენ. ბაიდენის თქმით, მსოფლიო ეკონომიკასა და ზოგადად მსოფლიოში იშვიათად, 3-4 თაობაში ერთხელ დგება მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ეტაპი, რომელიც რეალურ ცვლილებებს იწვევს, ახლა კი სწორედ ასეთ გადახრის წერტილში ვიმყოფებით. ბაიდენმა განაცხადა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება, რომელსაც უნდა გაუძღვნენ, დანარჩენი თავისუფალი სამყარო კი ამ მიმართულებით გააერთიანონ.

Screenshot 10 13 ალტ-ინფოს და ანტივაქსერების 2 დეზინფორმაცია ბაიდენსა და ახალ მსოფლიო წესრიგზე

რა არის ახალი მსოფლიო წესრიგი?

დიტო ბიძინაშვილის პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი მსოფლიოს საზღვრების, რელიგიებისა და ეროვნებების გარეშე გულისხმობს, კონსპირაციული თეორიაა. ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ კონსპირაციები წლებია ვრცელდება, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ტერმინი New World Order ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკაში გაჩნდა, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი უიდრო უილსონი ისეთი საერთაშორისო პოლიტიკა შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მომავალში მსოფლიო ომს და მის დამანგრეველ შედეგებს თავიდან აიცილებდა. საბოლოოდ, 1920 წელს უილსონის იდეაზე დაყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაცია “ერთა ლიგა” შეიქმნა, რომლის მიზანი კოლექტიური უსაფრთხოება და კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა იყო.

მოგვიანებით ახალი მსოფლიო წესრიგის ტერმინი კონსპიროლოგებმა სხვადასხვა თემას მოარგეს, კონსპირაციების სცენარებს ის აერთიანებს, რომ ყველა მათგანის საბოლოო მიზანი გლობალური კონტროლის დამყარებაა. ამ კონტექსტში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მასობრივი ჩიპიზაცია, 5G ტექნოლოგიის დამკვირდება და საყოველთაო ვაქცინაცია.

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?

არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?

ახალი მსოფლიო წესრიგი თუ მშვიდობიანი და ურთიერთდამოკიდებული სამყარო? – რა თქვა როკფელერმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist