დეზინფორმაცია, თითქოს მწერების ჭამა ვაქცინირებულ ადამიანებში დნმ-ს ცვლის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

325
VIEWS

2023 წლის 24 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა გოდერძი ელგანდაშვილმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი გადაცემიდან “გვიანი შოუ სტივენ კოლბერთან ერთად”, სადაც მოწვეული სტუმარი რობერტ დაუნ ჯუნიორი საუბრობს მწერისგან დამზადებულ საკვებდანამატებზე. პოსტზე თანდართული აღწერის მიხედვით, გოდერძი ელგანდაშვილი ამტიცებს, რომ ვაქცინებისა და მწერების კომბინაცია იწვევს დნმ-ის ცვლილებას, რის გამოც ხდება მწერების კვების რაციონში შეტანის პოპულარიზირება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ფაიზერის ვაქცინის mRNA მესენჯერს შეუძლია შეაღწიოს ღვიძლში და გადაიქცეს დნმ-ად, ხოლო ექდისტერონი, რომელიც გვხვდება მწერებში, ააქტიურებს ამ შეცვლილ გენებს. 

მსგავსი მტკიცება რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა და გვერდებმაც გაავრცელეს (1, 2, 3, 4).

Screenshot 18 3 დეზინფორმაცია, თითქოს მწერების ჭამა ვაქცინირებულ ადამიანებში დნმ-ს ცვლის

მტკიცება, თითქოს რნმ ვაქცინა და მწერები ადამიანის დნმ-ს ცვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცებულებად გამოყენებული ლუნდის უნივერსიტეტის კვლევა რეალურად ასახავს mRNA-დან დნმ-ად გარდაქმნის ლაბორატორიულ შემთხვევას, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გენეტიკურად უფრო არასტაბილურია. ამ ლიმიტაციიდან გამომდინარე, კვლევის შედეგები ვერ განზოგადდება ადამიანის ორგანიზმზე.  ხოლო, ექდისტერონი გვხვდება როგორც მწერებში, ასევე, ისეთ მცენარეებში როგორიცაა ისპანახი და ქინოა. ნივთიერება არ მიიჩნევა ტოქსიკურად, პირიქით, მას აქვს ანაბოლური და დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები.

ლუნდის უნივერსიტეტის კვლევა

პოსტის ავტორი ლუნდის უნივერსიტეტის 2023 წლის კვლევას იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ ფაიზერის ვაქცინის mRNA მესენჯერს აქვს უნარი შევიდეს ადამიანის ღვიძლის უჯრედებში და გადაიქცეს დნმ-ად. კვლევის ერთ-ერთი ავტორის იანგ დე მარინის თანახმად, ამ ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა გაეცა პასუხი კითხვაზე “გარდაიქმნება თუ არა ფაიზერის რნმ ვაქცინა დნმ-ად?”. კვლევა ჩატარდა ექსპერიმენტულ პირობებში, პეტრის თეფშზე განთავსებულ ადამიანის ღვიძლის უჯრედზე. შედეგმა აჩვენა, რომ ღვიძლის უჯრედებში, ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ, დაფიქსირდა ვაქცინის რნმ-დან გარდაქმნილი დნმ-ი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს კვლევა არ შეისწავლის, ცვლის თუ არა ფაიზერის ვაქცინა ადამიანის გენომს. თანაავტორის მაგნუს რასმუსენის განცხადებით, ლაბორატორიის პირობებში არსებული უჯრედი განსხვავდება ადამიანის უჯრედებისგან, ვინაიდან ის გენეტიკურად უფრო არასტაბილურია. შესაბამისად, ამ კვლევის ლიმიტაციად სახელდება არსებული შედეგების ადამიანის ორგანიზმზე განზოგადების შესაძლებლობის არარსებობა. ინგლისის ექსეთერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის უფროსმა კლინიკურმა ლექტორმა დევიდ სტრეინმა ამ თემაზე კომენტარი მისცა Associated Press-ს და განაცხადა, რომ ლაბორატორიულ პირობებში, პეტრის თეფშში განთავსებულ უჯრედს არ აქვს იმუნური სისტემის დამახასიათებელი დაცვა, რომელსაც, ზოგადად, შეუძლია უცხო, აბნორმალური უჯრედის იდენტიფიცირება, და განადგურება. შესაბამისად, კვლევის შედეგებით ვერ დავასკვნით თუ რა ცვლილებებს გამოიწვევდა ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში.  

ექდისტერონი და საკვები

პოსტის ავტორი ამტკიცებს, თითქოს ექდისტერონი, რომელიც გვხვდება მწერებში, ააქტიურებს შეცვლილ გენებს. ექდისტერონი არის სტეროიდული ჰორმონების კლასი, რომლებიც გვხვდება ფეხსახსრიანებში. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტში, როგორც გამაძლიერებელი დანამატი. ამასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ექდისტერონს აქვს უნარი შეაფერხოს კიბოს უჯრედების ზრდა. 

სორბონის უნივერსიტეტის პარიზი-სენის ბიოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებულმა პროფესორმა რენე ლაფონტმა AFP-ს განუცხადა, რომ ეს ჰორმონები მცირე რაოდენობითაა მწერებში, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება მცენარეებში, მათ შორის ისპანახსა და ქინოაში. ეს ნივთიერებები არ არის ტოქსიკური, პირიქით, გააჩნია ანაბოლური და დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები.

2021 წელს მოლეკულური მეცნიერების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა ექდისტერონის გავლენა ჭარბწონიანი და გამხდარი ვირთხების ღვიძლში ლიპიდების სინთეზზე. შედეგების მიხედვით, ღვიძლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენდა გენოტიპი და წონა, მაგრამ არა ექდისტერონი. მსუქან ვირთხებს ჰქონდათ ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის უფრო მაღალი კონცენტრაცია ღვიძლში და პლაზმაში, ვიდრე გამხდარ ვირთხებს. ამ საკითზე,  კვლევის პროცესში არ დაფიქსირდა ურთიერთქმედება ექდისტერონსა და გენოტიპს შორის. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელს გოდერძი ელგანდაშვილს, რომელიც ვაქცინების, მწერებისა და დნმ-ის თემაზე მცდარ ინფორმაციას აქვეყნებს, წარსულშიც გაუვრცელებია დეზინფორმაცია. მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი და კონსპირაციული პოსტები გადამოწმებულია “მითების დეტექტორის” მიერ. 

Screenshot 19 2 დეზინფორმაცია, თითქოს მწერების ჭამა ვაქცინირებულ ადამიანებში დნმ-ს ცვლის


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist