ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

214
VIEWS

5-7 ივლისს ფეისბუკის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გააზიარეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის მეტროში ოფიციალური პლაკატები ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, თუ ისინი პატივს არ სცემენ ტრანსგენდერებს. “პატივი ეცით ტრანს ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაცვალსახელები იქნება „was / were (იყო)“ – ვკითხულობთ პლაკატზე, რომლის ფოტოც პოსტებს თან ერთვის.

Screenshot 16 ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები? Screenshot 15 1 ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები?

ნიუ-იორკის მეტროში გაკრული პლაკატის ფოტო შეცდომაში შემყვანია და კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ის ოფიციალური არ არის და ქალაქის სატრანსპორტო დეპარტამენტს არ დაუმზადებია. პლაკატი ლგბტქ+ აქტივისტთა ჯგუფ Pride Train-ს ეკუთვნის და ის ნებართვის გარეშე გააკრეს.

პრაიდ თვის აღსანიშნი შინაარსის პოსტერის ფოტოები ინტერნეტში 2019 წელსაც ვრცელდებოდა. ბევრ ადამიანს ისინი ოფიციალური ეგონა, რადგან აქტივისტთა ჯგუფმა მაქსიმალურად სცადა პლაკატები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის სტილისათვის მიემსგავსებინა. 

Screenshot 17 1 ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები?

Pride Train-ის მიერ მეტროში გაკრული სხვადასხვა შინაარსის მქონე პლაკატები

ფეისბუქზე გავრცელებულ ქართულ და რუსულ პოსტებში ნაჩვენები კონკრეტული პლაკატიც Pride Train-ის შემქნილი და 2021 წელს გავრცელებულია. მათ პოსტერების ნაწილი სოციალურ ქსელების გვერდებზეც გამოაქვეყნეს (1, 2).  “პატივი ეცით ტრანს ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაცვალსახელები იქნება „was / were”- წარწერით ფოტო ჩანს, როგორც აქტივისტთა ჯგუფის უკვე წაშლილ ტვიტზე, ისე ინსტაგრამის პოსტზეც

აღნიშნული ინფორმაცია როიტერსმა გადაამოწმა და ყველა ამ მტკიცებულებებთან ერთად გაავრცელა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის სპიკერის მეგან კიგანის განცხადებაც, რომელშიც იგი იუწყება, რომ აღნიშნული პლაკატები მათ არ გამოუკრავთ და არც ამისი უფლება გაუციათ რომელიმე პირისთვის ან ორგანიზაციისათვის. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში ნინო ნინო ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ და კონსპირაციული ტიპის ინფორმაციებს. მითების დეტექტორმა მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუქ ანგარიშს ნინი ხუნდაძე მცდარი ინფორმაციები წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ აქ.  

რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში Orly Zipori ანტივაქსერული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული დეზინფორმაციული პოსტების გავრცელებით გამოირჩევა. 

Screenshot 18 1 ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები?


არქივი: 

https://archive.ph/dwd07


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist