მოუწოდებს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოდის აკრძალვისკენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

161
VIEWS

7 ივლისს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” (WEF) ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის მოდა სრულიად გაქრება, ყველა ადამიანი უნიფორმის ტარებას დაიწყებს და ყველა ვეგანი გახდება. საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წელს გამოქვეყნებულ და 2023 წელს განმეორებით წარმოდგენილ ანგარიშში რეკომენდებულია, რომ 2030 წელს ხორცის ან რძის პროდუქტებით კვება დაშვებული არ იყოს და ადამიანები წელიწადში სამი ახალი ტანსაცმლითა და თვითმფრინავით ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ფრენით შემოიფარგლონ. 

ივნისის ბოლოდან მსგავსი შინაარსის პოსტები ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს. გოდერძი ელგანდაშვილის პოსტის მიხედვით, რძის პროდუქტების აკრძალვა და წელიწადში სამი ახალი ტანსაცმლის განსაზღვრა WEF-ის მიერ შედგენილი გეგმის ნაწილია. 

Screenshot 2023 07 13 130233 მოუწოდებს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოდის აკრძალვისკენ?

ინფორმაცია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რძის პროდუქტების აკრძალვასა და წელიწადში სამი ახალი ტანსაცმლის შეძენის დაწესებას გეგმავს, მცდარია. ანგარიში “ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C მსოფლიოში” WEF-ს არ დაუკვეთავს და არც მის შექმნაში მიუღია მონაწილეობა. ამასთან, ანგარიში სხვადასხვა სფეროში მოხმარების შემცირების სცენარებს მიმოიხილავს და მოდის აკრძალვას, ან უნიფორმების შემოღებას არ გვთავაზობს, ხოლო წელიწადში 3 ახალი ტანსაცმლის ყიდვა და რძის პროდუქტებისა და ხორცის საკვები რაციონიდან ამოღება ყველაზე რადიკალურ სცენარებადაა წარმოდგენილი. 

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების აკრძალვა და ახალი ტანსაცმლის რაოდენობის შეზღუდვა “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” გეგმაა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში წერენ,  რომ თავად ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ის ანალიზია და არა გეგმა, მაგრამ სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ანგარიშის ტონი თავიდანვე ისე აღიქმება, როგორც გეგმა”. 

“საქართველო და მსოფლიოს” საიტზე დასახელებული კვლევა “ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C მსოფლიოში” კომპანია Arup-ის, C40-ისა და ლიდსის უნივერსიტეტის თანაავტორობით შეიქმნა და 2019 წელს გამოიცა. WEF არც მის ავტორებს და არც მის  დამფინანსებლებს შორის არაა დასახელებული

Arup ბრიტანული საინჟინრო საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც, როგორც კომპანიის საიტზე ვკითხულობთ, მის თანამშრომლებს ეკუთვნის და ინდივიდუალური მეწილეები ან გარე ინვესტორები არ ჰყავს. WEF-ის საიტზე Arup პარტნიორებს შორისაა დასახელებული თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტული ანგარიშის მომზადებაში WEF-ს რაიმე წვლილი მიუძღვოდა, არ იძებნება. 

C40 ასამდე ქალაქის გაერთიანებაა, რომლებიც მიზნად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ისახავენ. კერძოდ, მათ სურთ გლობალური დათბობის 1.5°C-იანი ლიმიტის შენარჩუნებას შეუწყონ ხელი და 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიის მათი წილი გაანახევრონ. 

რაც შეეხება თავად ანგარიშსა და მის შინაარსს, მასში კლიმატის კრიზისზე ურბანული მოხმარების გავლენაა წარმოდგენილი  და ის შესაძლო ნაბიჯებია გამოკვლეული, რომელთა განხორციელებაც C40-ის წევრ ქალაქებში სათბური აირების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს. 

ანგარიშში ურბანული მოხმარება 6 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, ესენია: საკვები, შენობები და ინფრასტრუქტურა, ტანსაცმელი და ტექსტილი, ელექტრონიკა, კერძო ტრანსპორტი და ავიაცია. თითოეული ამ კატეგორიისთვის ანგარიშში რამდენიმე სცენარია განხილული, კონკრეტულად – რა შედეგს მივიღებთ, თუ ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელდება, თუ ნაწილობრივი ცვლილებები განხორციელდება და თუ ქალაქის ადმინისტრაციები შედარებით ამბიციურ ცვლილებებს განახორციელებენ

გავრცელებული ინფორმაცია Associated Press-მა და Snopes-მაც შეისწავლეს. გამოცემების მიხედვით, ტანსაცმლისა და ტექსტილის სექციაში ანგარიში მოდის აკრძალვას ან საზოგადოებისთვის უნიფორმების დაწესებას არ გვთავაზობს, ის მავნე აირების ემისიაში ამ დარგის წილს განიხილავს და ამტკიცებს, რომ მისი შემცირება შესაძლებელია, თუ ადამიანები წლის განმავლობაში ნაკლებ ტანსაცმელს იყიდიან. წარმოდგენილი ორი სცენარიდან ერთ-ერთი წელიწადში 8 ახალ ტანსაცმლის ერთეულს მოიაზრებს და ის პროგრესულ მიზნადაა დასახელებული, ხოლო წელიწადში სამი ახალი ტანსაცმლის ყიდვა უფრო რადიკალურ სტრატეგიადაა წარმოდგენილი. 

Screenshot 2023 07 13 130240 მოუწოდებს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოდის აკრძალვისკენ?

ასეთივე ფორმატითაა მოცემული საკვების ნაწილიც, სადაც რძის პროდუქტებისა და ხორცის მოხმარების ეფექტებია განხილული. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო ჯანსაღ დიეტაზე გადასვლა გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღწერილ შესაძლო სცენარებს შორის ხორცისა და რძის პროდუქტების რაციონიდან სრულად ამოღება უფრო რადიკალურ ზომადაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამ სცენარში ადამიანის მიერ დღის მანძილზე მიღებული კალორიების რაოდენობა მეორე სცენარისგან არ განსხვავდება, ანუ ანგარიში მოსახლეობის შიმშილს ან არასაკმარის კვებას არ ლობირებს. 

Screenshot 2023 07 13 130247 მოუწოდებს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოდის აკრძალვისკენ?

შესაბამისად, ანგარიში მოდის აკრძალვას და მოსახლეობისთვის უნიფორმების შემოღებას არ გვთავაზობს, ხოლო რძის პროდუქტებისა და ხორცის მიღების შეწყვეტა მხოლოდ ერთ-ერთ სცენარადაა წარმოდგენილი. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რუსულენოვანი ანგარიში Robert Prost კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციებს ხშირად ავრცელებს.

Screenshot 2023 07 13 130308 მოუწოდებს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოდის აკრძალვისკენ? 

არქივის ლინკები:1234


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist