“შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

479
VIEWS

5-6 აპრილს რუსულ პლატფორმაზე dzen.ru, ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2) ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” სპეციალური ნომრის გარეკანი გამოქვეყნდა. მასზე უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმირ პუტინი და იესო ქრისტე არიან გამოსახული. პოსტის აღწერების მიხედვით, ზელენსკის მიერ “ეკლესიების დევნამ” იესო ქრისტეც კი გააბრაზა. პუტინი მას ამშვიდებს და ეუბნება: “საჭირო არ არის! თვითონ გავერკვევით!” კარიკატურაზე გამოშვების თარიღად 5 აპრილია დატანილი.

Screenshot 10 2 “შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

“შარლი ებდოს” გარეკანის ფოტო გაყალბებულია. ფრანგული სატირული ჟურნალის მიერ 5 აპრილს გამოშვებული გარეკანი გავრცელებულ ვერსიებს არ ემთხვევა და მსგავსი კარიკატურები არც “შარლი ებდოს” სპეციალური ნომრების ყდებზე არ გვხვდება.

“შარლი ებდოს” გავრცელებულ გარეკანზე სერიის ნომერი (№1603) არის მითითებული, გამოშვების თარიღად კი 5 აპრილია დატანილი. გამოცემის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, 5 აპრილს ჟურნალი სერიული ნომრით – №1602 გამოვიდა და მას განსხვავებული დიზაინი აქვს. მასზე საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონია გამოსახული და გარეკანი საფრანგეთში ახალი საპენსიო რეფორმით გამოწვეულ პროტესტის თემას ეხმიანება. 

Screenshot 11 2 “შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: charliehebdo.fr

ზელენსკის, პუტინის და იესო ქრისტეს გამოსახულებით და მსგავსი შინაარსით გარეკანი “შარლი ებდოს” არც სხვა ძველ ნომრებში გვხვდება, მათ შორის არც სპეციალურ გამოცემებზე. 

Screenshot 12 2 “შარლი ებდოს” სახელით ზელენსკის მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: charliehebdo.fr

აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს გზავნილებს, თითქოს უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის. სავარაუდოდ, აღნიშნული კარიკატურაც სწორედ ამ საკითხის საილუსტრაციოდ გაყალბდა. ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ  მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელ ეკლესიას იჯარით დაკავებულ ტაძრებს ჩამოართმევდნენ. ამას წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს ეკლესიებში „რუსული სამყაროს“ პროპაგანდაში სდებდნენ ბრალს.  აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით ვრცელდებოდა პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. “მითების დეტექტორმა” რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში სხვადასხვა გამოცემის არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ: 

რუსულენოვანი ანგარიში Злой Ёжик ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. ეს ანგარიში “მითების დეტექტორის” მასალებში არაერთხელ მოხვედრილა.

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist