ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ Ananda Vikatan-ს არ ეკუთვნის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

975
VIEWS

1-3 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ მომხმარებლები ავრცელებდნენ ინდური ჟურნალის “Ananda Vikatan-ის” გარეკანს, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენკსი და რიში სუნაკი არიან გამოსახული. უკრაინის პრეზიდენტს ხელში სტაფილოსფერი საღებავის ქილა და ფუნჯი უჭირავს, ხოლო მის წინ გამოსახულია სტაფილოსფერი სვასტიკა, რომელიც შავ სვასტიკას ფარავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ზელენსკი სუნაკს შემდეგ ფრაზას ეუბნება – “აბა ჩვენ როგორი ნაცისტები ვართ? ჩვენ უბრალოდ ინდური კულტურის ფანები ვართ!”

pheik zele ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ Ananda Vikatan-ს არ ეკუთვნის

გავრცელებული ფოტო გაყალბებულია და ის “Ananda Vikatan-ის” არც ერთი ჟურნალის გარეკანს არ წარმოადგენს. ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურა უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზანად იმაზე მინიშნებით, რომ უკრაინის პრეზიდენტს ნაციზმთან აქვს კავშირი.

ვიკატანის ჯგუფი სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც ტამილის ენაზე გამოცემულ 8 გამოცემას აერთიანებს. მთავარი ყოველკვირეული ჟურნალი, სახელად Ananda Vikatan 1928 წლიდან გამოდის და ძირითადად გასართობ და შემეცნებით თემებზე ფოკუსირდება

ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებზე ჟურნალის გამოსვლის თარიღად 2022 წლის 31 ოქტომბერია დასახელებული. Vikatan-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, ამ თარიღში Ananda Vikatan-ის ნომერი არ გამოსულა. ზელენსკი ან სუნაკი ბოლო ორი თვის მანძილზე გამოსული არც ერთი ნომერის გარეკანზე არ არიან გამოსახული: 

pheik zele 1 ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ Ananda Vikatan-ს არ ეკუთვნის
სქრინი: vikatan.com

აღსანიშნავია ისიც, რომ Ananda Vitakan-ის გარეკანზე, როგორც წესი, ადგილობრივი ცნობილი პირების ფოტოებია გამოსახული და კარიკატურები 2022 წლის ნომრების გარეკანზე არ გვხვდება.  

ვიკატანის ჯგუფი, არსებობის მანძილზე ორ ათეულზე მეტ ჟურნალს გამოსცემდა. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ჯგუფი Ananda Vikatan-ის გარდა 7 სხვა აქტიურ გამოცემას აერთიანებს. ესენია: Junior Vikatan, Aval, Pasumai, Nanayam, Sakthi, Motor Vikatan და Vicatan Plus. მათგან Motor Vikatan მხოლოდ ავტომობილებზე კონცენტრირდება, Aval Vikatan ქალთათვის საინტერესო თემებსა და პრობლემებზე, Pasumai Vikatan სოფლის მეურნეობის სიახლეებზე, Nanayam Vikatan ბიზნესსა და ფინანსურ თემებზე, ხოლო Sakthi Vikatan რწმენის საკითხებზე. 

Junior Vikatan-ისა და Vikatan Plus-ის გარეკანებზე კარიკატურული გამოსახულებები შედარებით ხშირად გვხვდება. 

გავრცელებული ფოტოს დიზაინი Junior Vikatan-ის გარეკანის ტრადიციული დიზაინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2020 წლის ნოემბრის თვიდან გამოცემის დიზაინი შეიცვალა და მის ზედა ნაწილში სათაურსა და ლოგოს ფონად ფერადი ზოლი დაემატა. გარდა ამისა, სათაურში ასოებს შავი ფონი აქვთ, რაც სამგანზომილებიან ეფექტს ქმნის. ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებზე არც ერთი ეს ნიშანი არ გვხვდება. ამასთან, 31 ოქტომბერს Junior Vikatan-ის ნომერი არ გამოსულა.  

pheik zele 2 ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ Ananda Vikatan-ს არ ეკუთვნის
სქრინი: vikatan.com

რაც შეეხება Vikatan Plus-ს, ის ახალი ონლაინ გამოცემაა. მისი პირველი ნომერი 31 ოქტომბერს გამოიცა, ხოლო მეორე 6 ნოემბერს უნდა გამოიცეს. არც ერთი ნომრის გარეკანზე ზელენკსი ან სუნაკი არ არიან გამოსახული.

pheik zele 3 ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ Ananda Vikatan-ს არ ეკუთვნის
ფოტოები: vikatan.com/vikatan-plus

კარიკატურაზე ვხედავთ, რომ ზელენსკი ცდილობს შავად დახატული სვასტიკა სტაფილოსფერი სვასტიკით გადაფაროს, რომელიც წერტილებითაა გაფორმებული და ამით დამალოს, რომ ნაციზმთან აქვს კავშირი.  

სვასტიკა, როგორც სიმბოლო მხოლოდ ნაციზმს არ უკავშირდება და ის ათასობით წლის მანძილზე სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში ფართოდ გამოიყენებოდა, მათ შორის ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში. გარდა წერტილებისა, გამოსახულება შესაძლოა სხვა ელემენტებით იყოს გაფორმებული, ან მას მიმართულება ჰქონდეს შეცვლილი. რაც შეეხება მის მნიშვნელობას, სხვადასხვა კულტურაში ის მიიჩნეოდა იღბლის, ნაყოფიერების ან მზის სიმბოლოდ.

უკრაინაში მიმდინარე ომთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაყალბებული კარიკაკტურები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ამ თემაზე იხილეთ:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist