უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5.4k
VIEWS

სექტემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ( 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11) ფრანგული სატირული ჟურნალის, “შარლი ებდოს” გარეკანის ფოტოები. კარიკატურაზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წყლის ჭავლით მომიტინგე თანამოქალაქეების დაშლას ცდილობს და მათ სახლში წასვლისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ფრანგი მომიტინგეები პრეზიდენტს პასუხობენ, რომ წყალი, რომლითაც სველდებიან უფრო თბილია, ვიდრე ის წყალი რომელიც სახლში მოსდით. იქვე გამოსახულია ძაღლის ტანის მქონე უკრაინის პრეზიდენტის კარიკატურაც, რომელიც თეფშიდან ჭამს.

იდენტური ინფორმაცია რუსულენოვან მედიებშიც(1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა.

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 1 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 2 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

19 და 20 სექტემბერს რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3,4) და ონლაინ მედიებმა (1, 2) “შარლი ებდოს” გარეკანის მეორე ფოტოც გაავრცელეს. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჟურნალის გარეკანი ზელენსკის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას ასახავს და ისინი პრეზიდენტს დედოფალ ელიზაბეტ II-სთან გამოთხოვების დროს ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს დაშვებული შეცდომის გამო (Queer Elizabeth), დასცინიან. 

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 3 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 4 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

“შარლი ებდოს”სპეციალური ნომრების გარეკანის ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, გაყალბებულია. ფრანგული სატირული ჟურნალის მიერ აგვისტოსა და სექტემბერში გამოშვებული ნომრების გარეკანები ფეისბუკზე გავრცელებულ ვერსიებს არ ემთხვევა და მსგავსი კარიკატურები არც “შარლი ებდოს” სპეციალური ნომრების ყდებზე  არ გვხვდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ორი გარეკანიდან პირველის, რომელზედაც მაკრონი და ზელენსკი არიან ასახულნი, გამოშვების თარიღად 29 აგვისტო, მეორე სპეციალური ნომრის გამოშვების თარიღად კი 19 სექტემბერია მითითებული. ფრანგული ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდის კატალოგში, ასევე “შარლი ებდოს” ტვიტერისა და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში გავრცელებული არც ერთი ყდა არ გვხვდება.

ჟურნალის აგვისტოსა და სექტემბერში გამოშვებული ნომრების გარკანები ასე გამოიყურება:

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 6 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
სქრინშოთი: charliehebdo.fr

რაც შეეხება სპეციალურ ნომრებს, “შარლი ებდოს” ბოლო სპეციალური ნომერი ივნისში გამოვიდა და მის გარეკანზე ელექტრო მანქანებია აღბეჭდილი. აღწერის თანახმად, რომელიც ჟურნალის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა, მკითხველები ელექტრო მანქანების შესახებ გაიგებენ ყველაფერს მანამ, სანამ მოტყუვდებიან.

ukrainaze sharli ebdos garekanis gaqhalbebuli karikaturebi vrtseldeba 7 უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
წყარო: charliehebdo.fr

უკრაინის კონტექსტში “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანის ფოტოს რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლები ივლისშიც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist