დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.4k
VIEWS

16 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა “კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანი” ჟურნალ TIME-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა.  გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული. გარეკანის წარწერის მიხედვით, “ლადიმირ ელენსკიმ” ასოების V-სა და Z-ს საკუთარ სახელსა და გვარში გამოყენებაზე უარი განაცხადა და პატივისცემის გამოხატვის ნიშნად TIME-ც მას “ლადიმირ ელენსკიდ” იხსენიებს.  გარეკანის ფოტო 25 აპრილით / 2 მაისითაა დათარიღებული.

Screenshot 1 6 დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

TIME-ის გარეკანის ფოტო დამუშავებულია. რეალურად, მითითებულ თარიღებში ჟურნალის გარეკანის ფოტო აშშ-ში ბეისბოლს, TIME-ის დანარჩენ გამოცემებში კი კლიმატის ცვლილებას მიეძღვნა. უკრაინის რადას მიერ 14 აპრილს მიღებული კანონი რუსული მილიტარისტული სიმბოლოების Z-სა და V-ს საჯარო სივრცეში პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებას კრძალავს და ამ ასოების სახელებიდან და გვარებიდან ამოღებას არ გულისხმობს. 

გამოქვეყნებულ ფოტოზე ჟურნალ TIME-ის ამ ნომრის თარიღებად 25 აპრილი/2 მაისია მითითებული. რეალურად, ამ თარიღებში TIME-ის ამერიკული გამოცემის გარეკანი ბეისბოლის მოთამაშე შოჰეი ოტანის დაეთმო. ხოლო ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის, ასევე აზიისა და სამხრეთ ოკეანეთის  გამოცემების გარეკანის ფოტოები იდენტურია და მათზე არა ვოლოდიმირ ზელენსკი არმედ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ილუსტრაციაა გამოსახული. 

Screenshot 2 13 დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

ვოლოდიმირ ზელენსკი TIME-ის გარეკანზე 2019 წლის დეკემბერში სრულიად განსხვავებული ფოტოთი და წარწერით მოხვდა. 

Screenshot 3 13 დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

2019 წლის 16 დეკემბრის TIME-ის გარეკანზე ზელენსკი აშშ-ში მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოხვდა. გამოცემამ მას The Man in the Middle (კაცი შუაში) უწოდა, რადგან გამოძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარეობდა. 

რაც შეეხება Z და V სიმბოლოების აკრძალვას, უკრაინის რადაში “რუსეთის ნეო-ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდის აკრძალვის” შესახებ კანონპროექტი მმართველმა პარტიამ 1 აპრილს დააინიცირა, ხოლო 14 აპრილს რადამ კანონი მიიღო. კანონი სიმბოლოების Z-სა და V-ს უკრაინის საინფორმაციო და საჯარო სივრცეში გამოყენებას კრძალავს, თუმცა სახელებიდან და გვარებიდან ამ სიმბოლოების ამოღებას არ გულისხმობს. აგრეთვე, კანონი რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებს და განამრტავს, რომ სიმბოლოები Z და V უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის სიმბოლოდ იქცა, თუმცა კანონი ასოების სიტყვებში გამოყენების აკრძალვას არ გულისხმობს. კანონპროექტს წინ სიმბოლო Z-სთან დაკავშირებით ლატვიის პარლამენტის ანალოგიური გადაწყვეტილება უძღოდა . 

წყაროს შესახებ

კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანის პროფილზე ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოებიდან პირველი 29 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებს. 

Screenshot 4 13 დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

ანგარიშზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ფოტო გამოქვეყნებული არ არის.  პროფილზე ანტი-დასავლური შინაარსის პოსტები ხშირად ქვეყნდება.  


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist