კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5.1k
VIEWS

13- 16 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში (РИА НОВОСТИ, РОССИЯ 1MK.RU, bloknot.ru, СПЖ ) გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ტაძრის ჯვრები გაშავდა. სტატიებში ამ პროცესს ტაძრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლების გაძევებასა და ტაძარში კიევის საპატრიარქოს მღვდლის მიერ წირვის აღვლენის გამო სასჯელს უკავშირებენ.

ინფორმაცია ჯვრების გაშავებაზე ასევე გავრცელდა ქართული კრემლისტური პარტიის კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი – ის ფეისბუკ-გვერდზე და ფეისბუკის სხვა ქართულენოვან (1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ) და რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5, 6). 

Screenshot 11 3 კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს Screenshot 12 3 კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს

მტკიცება, თითქოს კიევ-პეჩერის ლავრის გუმბათის ჯვრების გაშავება ტაძრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლების გაძევებასა და კიევის საპატრიარქოს მღვდლის მიერ წირვის აღვლენას უკავშირდება, კონსპირაციულია. გუმბათის ჯვრები მოოქროვილია და გაშავების პროცესი წლების წინ დაიწყო, რადგან ტაძრის ბოლო რესტავრაცია 1970-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. ინტერნეტში იძებნება 2017 წლის ფოტოც, რომელშიც ჩანს, რომ ჯვრები ადრეც გამუქებული იყო.

  • კიევ-პეჩერის ლავრის გუმბათის ჯვრების გაშავება წლების წინ დაიწყო, რადგან ისინი რესტავრაციას საჭიროებს

თავდაპირველად ინფორმაცია კიევ-პეჩერის ლავრის გუმბათის ჯვრების გაშავებაზე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა (მჟკ) გაავრცელა. მჟკ-მა სტატია ამ თემაზე ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პაველზე (ცნობილი როგორც Паша “Мерседес”) დაყრდნობით 13 მარტს გამოაქვეყნა. მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) დაქვემდებარებული იერარქი აღნიშნავს, რომ ჯვრები 13 მარტს გაშავდა და ამ ფენომენს მიძინების ტაძარში კიევის საპატრიარქოს სასულიერო პირის მიერ „მსახურებას“ აღვლენას უკავშირებს.

„დღეს, სატრაპეზოს ეკლესიაშიც კი, ჯვრები გაშავდა ასეთი „ბუმბერაზი“ უკრაინელის „ღვთისმსახურების“ შემდეგ“ – აღნიშნა მიტროპოლიტ პაველმა მჟკ-სთან. 

აღნიშნულ ფაქტზე უკრაინული მედია tsn.ua კონსტანტინ კრაინს, სამეცნიერო კვლევებში კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გაესაუბრა. კიევ-პეჩერის ლავრის წმინდა ანტონისა და თეოდოსის სატრაპეზო ეკლესია 1893-95 წლებში აშენდა, თუმცა კონსტანტინე კრაინის თანახმად, ჯვრები უკვე წლებია ამ კონდიციაშია, რადგან  რესტავრაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ბოლოს 1970-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. 

კონსტანტინე კრაინი:  უკვე წლებია, რაც ჯვრები გამუქებულია, რადგან ბოლოს 60-იან წლებში მოოქროვდა. ბოლო რესტავრაცია 60-იანი წლების ბოლოს, 70-იანი წლების დასაწყისში ჩაუტარდა. ბოლო 20 წელი ჯვრები ასე გამოიყურება. მოოქროვება ძვრირი ჯდება. მაგალითად, ლავრას დიდ სამრეკლოზე, ჯვრის მოოქროვება დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამიტომაც არის ნათელი. კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ტაძრის ჯვრები ბოლო დროს არ განახლებულა. შარშან მხოლოდ გავასწორეთ, რადგან ოდანავ გადახრილი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ოქრო რბილი და ძლიერ პლასტიკური მეტალია და ისეთ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირი ოქროს თხელი ფენით არის დაფარული, დროთა განმავლობაში შესაძლოა გაცვდეს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ КП) ვებ-გვერდზე 2023 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებულია ინფორმაცია კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ საშობაო საღმრთო ლიტურგიის აღვლენის შესახებ. თანდართულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ ტაძრის გუმბათის ჯვრები 7 იანვარს უკვე გამუქებული იყო. 

Screenshot 14 3 კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
კიევ-პეჩერის ლავრის 7 იანვარს ატვირთული ფოტოები. წყარო: pomisna.info 

გარდა ამისა, ინტერნეტში იძებნება სხვადასხვა წელს გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ გუმბათის ჯვრები წლებია გამუქებულია. კიევ-პეჩერის ლავრის ფოტოს Worldatlas.com -ის 2017 წლის სტატიაშიც გვხვდებით. გუმბათის ჯვრები ფოტოზე უკვე გამუქებულია. 

Screenshot 15 3 კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
წყარო: Worldatlas.com

გამუქებული ჯვრების კადრი  ჩანს პოლუნური ტელეკომპანიის  TVN24-ის 2018 წლის სიუჟეტის დასაწყისშიც, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ბართლომესადმი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე. 

Screenshot 16 1 კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
კადრი 2018 წლის სიუჟეტიდან წყარო: TVN24

ამ საკითხს კიევის საპატრიარქოს ПЦУ КП-ს დაქვემდებარებული მიტროპოლიტი ევსტრატი ზორია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა . მან პოსტს სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებიც დაურთო და აღნიშნა, რომ ჯვრები ჯერ კიდევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლების ყოფნისას გაშავდა. 

  • კიევ-პეჩერის ლავრა და მიძინების ტაძარი 2023 წლის 5 იანვარს სახელმწიფოს დაუბრუნდა

2023 წლის 5 იანვარს უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ „ტელეგრამით“ გაავრცელა.

სატრაპეზო ეკლესია და მიძინების ტაძარი უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას – მოსკოვის საპატრიარქო (УПЦ МП) სარგებლობაში 2016 წელს გადაეცა. იჯარის ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ  მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელ ეკლესიას იჯარით დაკავებულ ტაძრებს ჩამოართმევდნენ. ამას წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს ეკლესიებში „რუსული სამყაროს“ პროპაგანდაში სდებდნენ ბრალს.  

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით ვრცელდებოდა პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის და ასევე ზიარდებოდა კონსპირაციული ვიდეო, თითქოს უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგიურმა ქმედებებმა კიევში ყვავების მომრავლება გამოიწვია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

წყაროების შესახებ

ფეისბუკ ანგარიშს ფანტი ნა და მის სხვა ანგარიშებს (1, 2, 3) სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ფანტინა ერთ-ერთი იყო იმ ანტივაქსერულ ანგარიშებს შორის, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონსპირაციების თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.

არქივის ბმულები:

РИА НОВОСТИ
MK.RU
bloknot.ru
spzh.news 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist