რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

288
VIEWS

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე გაუქმდა. კიევ-პეჩერის ბერებსა და მღვდლებს ლავრის ყველა ნაგებობის გათავისუფლების ვადა 29 მარტამდე მიეცათ. 

აღნიშნული პროცესის პარალელურად, 26-29 მარტის პერიოდში სოციალურ ქსელში კიევ-პეჩერის ლავრის შესახებ სხვადასხვა მანიპულაციური მტკიცება ვრცელდებოდა:

  • იევ-პეჩერის ლავრა მუზეუმად უნდა გადაკეთდეს;
  • იევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურება აღარ ჩატარდება;
  • ზელენსკი მართლმადიდებლობას ებრძვის;
  • კიევ-პეჩერის ლავრას დასავლეთის ბრძანებით ხურავენ.

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი, რომელშიც დიმიტრი ლორთქიფანიძე წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებით, კიევ-პეჩერის ლავრაში განუწყვეტელი წირვა-ლოცვის  შეჩერება და კომპლექსის მუზეუმად გადაკეთება არის დაგეგმილი. ლორთიქანიძის პოსტი არაერთმა სხვა ფეისბუკ გვერდმა (1, 2, 3, 4), ფეისბუკ ანგარიშმა (1, 2, 3, 4, 5, 6) და საინფორმაციო სააგენტო Spacenews.io-მ  გაავრცელა. ამავე პოსტში ლორთქიფანიძემ 28 მარტს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მდუმარე აქციაც დააანონსა. იგივე გზავნილები გააჟღერა ლორთქიფანიძემ  ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად”.

კიევ-პეჩერის ლავრის მუზეუმად გადაკეთებისა და მასში ღვთისმსახურების შეწყვეტის  შესახებ პოსტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმაც გამოაქვეყნა.  იდენტური ინფორმაცია სოციალურ ქსელში  სხვა ფეისბუკ ანგარიშებმაც (ქართველი ქართველი, გოგონა ვარ გოგონა, თეონა ჯაველიძე, შიინ ევროპისკენ) გაავრცელეს. ფეისბუკ მომხმარებელთა ნაწილი (სანდრო ლობჟანიძე, Gurami Xafava) აღნიშნავდა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის შედეგად მართლმადიდებლობასთან ბრძოლა მიმდინარეობს.Screenshot 9 5 რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?
აღნიშნული თემის შესახებ 28 მარტს პოსტი “ქართული იდეის” ლიდერმა, ლევან ჩაჩუამაც გამოაქვეყნა, რომელიც წერდა, რომ კიევ-პეჩერის სამონასტრო კომპლექსი “მასხარა მარიონეტის ბრძანებით” მუზეუმად გადაკეთდება, ათასწლოვანი წირვა-ლოცვა შეწყდება და მონასტერს 200-ზე მეტ მართლმადიდებელ სასულიერო პირს იძულებით დაატოვებინებენ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 29 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიც გამოეხმაურა, რომელიც გამოქვყნებულ პოსტში წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის გავლენით კივ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურება აკრძალა და მუზეუმად გადააკეთა.
Screenshot 10 5 რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?
გზავნილები იმის შესახებ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურება წყდება და კომპლექსი მუზეუმად უნდა გადაიქცეს, მანიპულაციურია. რეალურად, სამონასტრო კომპლექსს მუზეუმის სტატუსი აქამდეც ჰქონდა, რაც ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ასევე, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ  18 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში მონასტრის დახურვის შესახებ არსებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ლოცვა, ღვთისმსახურება და სამონასტრო ცხოვრება კვლავ გაგრძელდება.

კიევ-პეჩერის ლავრა მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსია, რომელიც  უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, დაახლოებით 26 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს და 1990 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ლავრა პირობითად ორ, ე.წ. “ქვედა” და “ზედა” ნაწილებად იყოფა. ზემო ლავრის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია, ასევე მუზეუმებია განთავსებული. ქვემო ლავრაში არის მონასტერი, სადაც 200-მდე ბერი ცხოვრობს, ასევე კიევის სასულიერო აკადემია და სემინარია, სადაც 400-მდე სტუდენტი სწავლობს. აქვე არის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) რეზიდენცია. მონასტერმა ფუნქციონირება XI საუკუნეში, მოსკოვის დაარსებამდე დაახლოებით 100 წლით ადრე, უფლისწულ იაროსლავ ბრძენის დროს დაიწყო. სწორედ ამიტომ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ კიევ-პეჩერის ლავრა ისტორიულად მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებად მიიჩნეოდეს: ლავრა როგორც  მოსკოვზე, ასევე მის საპატრიარქოზეც ბევრად ძველია. უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1926 წელს სამონასტრო კომპლექსი დაიხურა და კომპლექსი “სრულიად უკრაინის სამუზეუმო ქალაქად” იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს საოკუპაციო ხელისუფლების ნებართვით მონასტერმა კვლავ განაახლა საქმიანობა. 1961 წელს კიევ-პეჩერის ლავრა ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის ფარგლებში  კვლავ დაიხურა და ლავრა ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად იქცა. 1988 წელს ლავრის ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, რამდენადაც იმ დროს საბჭოთა კავშირში სხვა ეკლესია არ იყო. ამის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინული ნაწილის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაფართოვდა, რომელიც მოგვიანებით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი გახდა.

  • როდის გადაეცა კიევ-პეჩერის ლავრა იჯარით სარგებლობაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას  (УПЦ МП) და რატომ შეუწყდა ხელშეკრულებით სარგებლობის უფლება?

2013 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას  (УПЦ МП) ლავრის “შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი” უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაეცა. ამ ხნის განმავლობაში, კიევ-პეჩერის ლავრას კომპლექსის შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარის საფუძველზე ექსკლუზიურად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) დაქვემდებარებაში იყო. კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე გაუქმდა, რამდენადაც მონასტრის მიერ დარღვეული იყო სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადების თანახმად, ბერები ლავრაში დარჩენას სახელმწიფო შემოწმების დასრულების შემდეგ, მაგრამ გარკვეული პირობებით შეძლებენ. ასევე, მინისტრის თქმით, ლავრის ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის იყო არქიტექტურული ძეგლების რესტრუქტურიზაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა საპროექტო ნებართვის გარეშე. deutsche welle-ს მასალაში “დარჩება თუარა კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია” გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ნათქვამია ისიც, 2014-2017 წლებში ასეთი ქმედებებით სულ მცირე ხუთი არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა.

2022 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) ტაძრებში ჩხრეკა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნოემბერში კონტრდაზვერვითი სამუშაოები 350 ეკლესიაში ჩატარდა და 850 ადამიანი შემოწმდა. უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა „რუსული სამყაროს“ ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები: ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა, ასევე  პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსულ მხარეზე გადასვლის მოწოდებების შემცველი დოკუმენტები, ასევე,  დიდი ოდენობით რუსული ფული, რუსული პასპორტები, რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვების შეკვრები. 

2022 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსული აგრესიის გამართლების მუხლით საქმე აღძრა კიევ-პეჩერის ლავრის მრევლის მიერ შესრულებული სიმღერის გამო, რომელშიც “დედა – რუსეთი” იყო ნახსენები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ონოფრეს ვლადიმერ პუტინმა 2013 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო – ალექსანდრე ნეველის ორდენი გადასცა.

Screenshot 11 7 რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?
ფოტო: patriarchia.ru

რაც შეეხება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (Православна церква України), ПЦУ-მ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა  და კვიპროსის ეკლესიებმა. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქომ და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც. რუსეთის ეკლესიამ ასევე ურთიერთობა გაწყვიტა საბერძნეთის იმ იერარქებთან, რომლებმაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

  • შეწყდება თუ არა ღვთისმსახურება ლავრაში?

18 მარტს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევ-პეჩერის ლავრის შესახებ ოციალური მიმართვა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ლოცვის, ღვთისმსახურების და სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა არ განიხილება და მონასტერში მიმდინარე მოვლენების შედარება ეკლესიის წინააღმდეგ კომუნისტური ხელისუფლების წარსულ დევნასთან და კერძოდ მონასტრის დახურვასთან უსაფუძვლო მანიპულაციაა. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის თქმით, მონასტრის იმდროინდელი წინამძღვრის თაოსნობით, ლავრა თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად გადაიქცა “რუსული სამყაროს” იდეოლოგიის გამავრცელებელ ცენტრად. იმ იდეოლოგიის, რომელიც ემსახურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამართლებას.  29 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ეპიფანემ, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიშა) დაადგინა. მიტროპოლიტმა ეპიფანემ ასევე მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, ნება მისცენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ლავრის ტერიტორიაზე აღასრულოს ღვთისმსახურება და დაიწყოს სამონასტრო ცხოვრება.

2023 წლის 5 იანვარს უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა, რასაცა წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის, რის გამოც კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრებმა გაშავება დაიწყეს, ზიარდებოდა კონსპირაციული ვიდეო, თითქოს უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგიურმა ქმედებებმა კიევში ყვავების მომრავლება გამოიწვია. ვრცლად  ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, რომლებმაც  კიევ-პეჩერის ლავრის მუზეუმად გადაკეთებისა და მასში ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” დიმიტრი ლორთქიფანიძის, ლევან ჩაჩუას, ნიკოლოზ მჟავანაძის, ბონდო მძინარაშვილის, ასევე ანგარიშების: ქართველი ქართველი, თეონა ჯაველიძე, შიინ ევროპისკენ, Gurami Xafava, სანდრო ლობჟანიძე, გოგონა ვარ გოგონა მიერ გავრცელებული ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 

გავრცელებული პოსტების არქივის ბმულები: 1,2,3,4,5,6.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist