სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.5k
VIEWS

განახლება: 30 იანვრის 12:30 საათზე მასალას დაემატა ვიდეოს რუსულ მედიაში გავრცელება და გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგნელის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის, კომენტარი.

24-25 იანვარს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა ორი ვიდეო გაავრცელეს, რომლებშიც კორპუსებისა და საავტომობილო გზების სიახლოვეს მფრინავი მუქი ფერის ფრინველების მრავალრიცხოვანი გუნდი ჩანს. 

ფრინველების ვიდეო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის, კომენტართან ერთად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაშიც (NTV, RBC, Ria Novosti) გამოქვეყნდა. პოლიანსკის თქმით, კიევში ყვავების დიდი რაოდენობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგიურ ქმედებებთან.

“ვინ იცის, იქნებ ეს არის პასუხი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მკრეხელობაზე – ტაძრების განადგურებასა და სასულიერო პირების დევნაზე.” – დაწერა პოლიანსკიმ ტვიტერზე. მის პოსტს თან ერთვის ფრინველების ორი სხვადასხვა ვიდეო.

dmitri სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?

dmitri 1 სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?

ვიდეო ფეისბუქის გარდა სხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ტიკ ტოკზეც ვრცელდებოდა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ კიევში ყვავების გამოჩენა ცუდის მომასწავებელია.

25 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა ხატია ჯანაშია, რომელსაც წარსულში დეზინფორმაცია გაუვრცელებია, გამოქვეყნებულ პოსტში “კიევში ყვავების არანორმალური შემოსევა” უკრაინის ხელისუფლების მიერ ეკლესიების შეურაცხყოფას და ტაძრებში სატანური რიტუალების მოწყობას დაუკავშირა. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც გაერთიანებულია უკრაინულ ტაძარში გამართული თეატრალური წარმოდგენისა და ფრინველთა გუნდის საავტომობილო გზის თავზე ფრენის ამსახველი ვიდეოები. 

24-25 იანვარს ფრინველების ამსახველი იდენტური ვიდეო სხვა ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1,2,3,4)  ანგარიშებმაც გაავრცელეს.  

24 იანვრიდან ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი (1,2) ფრინველების ამსახველ ზემოაღნიშნულ ვიდეოს კიდევ ერთ ვიდეოსთან ერთად ავრცელებდა, რომელშიც ასახულია როგორ დაფრინავს მუქი ფერის ფრინველების მრავალრიცხოვანი გუნდი საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს. 

qhvavebi blarit სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?

მტკიცება, რომ ფრინველთა გუნდის კიევში გამოჩენა ეკლესიებში ჩატარებულ რიტუალებს უკავშირდება კონსპირაციულია. ვიდეო, რომელშიც ფრინველები ავტომობილების სიახლოვეს ჩანს, არა კიევში, არამედ ჰიუსტონში, აშშ-შია გადაღებული 2017 წელს. რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ის კიევშია გადაღებული და ფრინველთა მურმურაციას ასახავს, რომელიც გავრცელებული ბუნებრივი ფენომენია. 

გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაფრინავს ასობით ფრინველი საავტომობილო გზის თავზე 2017 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონშია გადაღებული და მას უკრაინასთან კავშირი არ აქვს. სტატია აღნიშნული ვიდეოს შესახებ 2017 წლის 25 იანვარს გამოცემა Dailymail-მა გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ფრინველთა დიდი რაოდენობის გამო, სამანქანო მოძრაობა დროებით შეფერხდა. (Viagra online)  

ვიდეო ყალბი აღწერით წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. გამოცემა AFP Factcheck-ის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი ირწმუნებოდა, რომ ვიდეო ვიეტნამში ტაიფუნი მოლავეს შედეგებს ასახავდა. 

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ის 23 იანვარს ტელეგრამ არხმა Реальный Киев | Новости Украина 🇺🇦 გაავრცელა. თანდართული აღწერის მიხედვით, ის კიევის რაიონ პეჩერსკშია გადაღებული და მურმურაციის პროცესს ასახავს, რომელიც ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, ამინდის ცვლილების დროს ხდება.

qhvavebi 1 სად არის გადაღებული და რას უკავშირდება ფრინველების გუნდის ვიდეო?

მურმურაცია შოშიასებრი ფრინველების დიდი ჯგუფის სინქრონული მოძრაობაა. ამ ფენომენის რამდენიმე ახსნა არსებობს. ზოგიერთი მოსაზრებით, შოშიები მურმურაციას მტაცებელი ფრინველებისგან თავდასაცავად მიმართავენ, ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ამ დროს ინფორმაციას ცვლიან ხელსაყრელი საკვები ადგილების შესახებ

უკრაინის დედაქალაქში ფრინველთა დიდი ჯგუფის გამოჩენა შესაძლოა მათ სეზონურ მიგრაციას უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილია, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში შოშიები ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან შედარებით თბილ რეგიონებში, ძირითადად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიფრინავენ. ზამთარში ისინი უკან ბრუნდებიან, რა დროსაც დიდ ჯგუფებად დაფრინავენ და ერთად იბუდებენ, რათა სიცივისგან თავი დაიცვან.

მურმურაციის ფენომენს უჩვეულო ბუნების გამო ხშირად აკავშირებენ ზებუნებრივ მოვლენებთან და კონსპირაციებთან. ინფორმაცია ამ მოვლენის ამსახველი ვიდეოს შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალაში: 

ხატია ჯანაშიას პოსტში მურმურაციის პროცესი კონსპირაციის გასამყარებლადაა გამოყენებული, რომლის მიხედვითაც, კიევში ფრინველთა “არანორმალური შემოსევა” უკრაინის ხელისუფლების მიერ ტაძრების წაბილწვას უკავშირდება, რაშიც ტაძრებში მოწყობილი როკვა და სატანური რიტუალები იგულისხმება. 

ვიდეო, რომელსაც პოსტის ავტორი ავრცელებს, ”მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. რეალურად, ვიდეოში არა სატანური რიტუალები, არამედ უკრაინულ საშობაო-საახალწლო ტრადიციებთან დაკავშირებული წარმოდგენებია ასახული, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძრებში იმართება. ვრცლად თემაზე იხილეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist