ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

314
VIEWS

29 აგვისტოს ფეისბუქ პროფილებმა Giorgi Tchurgulia და “გოგონა ვარ გოგონა” გამოაქვეყნეს მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფოტო, რომელსაც პოსტში თან ერთვის შემდეგი ციტატა: “საქართველოში, რაც უფრო მეტი ევროპელი იცხოვრებს და ნაკლები ქართველი, მით უფრო მალე განვითარდება ეს ქვეყანა”. ფეისბუქ პოსტებში აღნიშნულია, რომ ციტატა ნიკა გვარამიას ეკუთვნის.

Screenshot 2 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება Screenshot 3 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

გავრცელებული ციტატა, რომელსაც ნიკა გვარამიას მიაწერენ, ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი განცხადების გაკეთება გვარამიამ წერილობითაც უარყო.

პოსტებში არ არის მითითებული თუ სად და როდის გააკეთა ნიკა გვარამიამ განცხადება საქართველოში ევროპელებისა და ქართველების რაოდენობის შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ სხვა წყაროში არ იძებნება. “მითების დეტექტორმა” საპატიმროში  ნიკა გვარამიას ადვოკატის მეშვეობით გავრცელებულ პოსტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. გვარამიამ წერილობით აღნიშნა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნის.

Screenshot 4 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

ვინ ავრცელებს გვარამიას გაყალბებულ ციტატას?

ფეისბუქ მომხმარებელ Giorgi Tchurgulia-ს, რომელიც გაყალბებულ ციტატას აზიარებს, ფეისბუქზე მითითებული აქვს, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პარტია “ქართულ ოცნებაში” მუშაობს.

Screenshot 5 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

Giorgi Tchurgulia ხელისუფლების მხარდამჭერ და ანტიოპოზიციურ, ასევე “მთავარი არხის” საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებს.

Screenshot 6 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

რაც შეეხება მეორე ფეისბუქ პროფილს, “გოგონა ვარ გოგონა” ყალბი ანგარიშია და გარდა იმისა, რომ მას თავისი სახელი და გვარი მითითებული არ აქვს, ის ინსტაგრამ მოდელის და ინფლუენსერის Ezgi Findik-ის ფოტოს იპარავს.

Screenshot 7 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება

ყალბი ანგარიში “გოგონა ვარ გოგონა” გიგა მაქარაშვილის მიერ ნაპოლის გუნდის მაისურის დაწვის შესახებ დეზინფორმაციასაც აქვეყნებდა.

Screenshot 8 1 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist