Courrier International-ის სახელით ზელენსკიზე მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

518
VIEWS

5-6 აპრილს რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიაში ( Ukraina.ru, news-kiev.ru, zmaps.ru), ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოსახულებით ფრანგული ჟურნალის Courrier International-ის გარეკანის ფოტო გამოქვეყნდა. კარიკატურაზე ზელენსკი სააღდგომო კვერცხებს იპარავს და გარბის. 

“უკრაინას მეტი სჭირდება” – ვკითხულობთ გარეკანზე.

Screenshot 1 3 Courrier International-ის სახელით ზელენსკიზე მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

Courrier International-ის სახელით გავრცელებული კარიკატურა ყალბია. გამოცემის უახლესი ნომერი 6 აპრილს გამოვიდა და მას განსხვავებული დიზაინი აქვს. ზელენსკის გამოსახულებით მსგავსი კარიკატურა გამოცემის არც ძველ ნომრებშია.

გარეკანი გავრცელებული დიზაინით Courrier International – ის არცერთ პლატფორმაზე არ იძებნება. ყოველკვირეული გამოცემის უახლესი ნომერი 6 აპრილს გამოვიდა და მასზე ზუსტად ის სერიული ნომერია (N°1692) დატანილი, რაც გაყალბებულ ვერსიაშია, თუმცა განსხვავებული დიზაინი აქვს. როგორც Courrier International  განმარტავს, სარედაქციო არჩევანი ამჯერად ინდოეთზე გაკეთდა, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი და დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდა. გარეკანზე ინდოელი ახალგაზრდები  არიან გამოსახული, რაც სიგნალია, რომ ინდოეთი უნდა გარდაიქმნას და ახალგაზრდებს პერსპექტივა შესთავაზოს,  მათთვის სამუშაო ადგილები უზრუნველყოს.

Screenshot 2 3 Courrier International-ის სახელით ზელენსკიზე მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: courrierinternational

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დიზაინის გარეკანი გამოცემის არც ძველ ნომრებში, მათ შორის სპეციალურ გამოშვებებშიც არ გვხვდება.

Screenshot 3 2 Courrier International-ის სახელით ზელენსკიზე მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: courrierinternational

ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. “მითების დეტექტორმა” რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist