მანიპულაცია, თითქოს 15 აპრილის აქციაზე LGBTQ+ დროშა გაშალეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

151
VIEWS

განახლება: 16 აპრილს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანი გაავრცელა ფოტო, რომელზეც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას ასახავს, ფოტოზე ასე ჩანს LGBTQ+ დროშა. დეკანოზი მიანიშნებს, რომ ,,დღეს [15 აპრილი] რუსთაველზე გზაშეცდომილი ადამიანების კრებაა”.

15 აპრილს კრემლისტური ტელევიზია ,,სეზონი TV”-ის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,შიინ ევროპისკენ”, ასევე ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელმა (1, 2) გამოაქვეყნეს იდენტური ფოტო, რომელიც, თითქოს, აქციაზე ,,კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” არის გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს საქართველოსა და LGBTQ+ ცისარტყელის დროშა უჭირავს. საპროტესტო აქციის პარალელურად, ანგარიშები წერდნენ, რომ აქციაზე ,,გეი დროშაც გაშალეს” და რუსთაველის გამზირზე ლგბტ პროპაგანდაა.

 

15 aprilis aqtsiaze LGBTQ drosha gashales2 მანიპულაცია, თითქოს 15 აპრილის აქციაზე LGBTQ+ დროშა გაშალეს

15 aprilis aqtsiaze LGBTQ drosha gashales3 მანიპულაცია, თითქოს 15 აპრილის აქციაზე LGBTQ+ დროშა გაშალეს

გავრცელებული ფოტოები 15 აპრილის აქციაზე არ არის გადაღებული. ის 2021 წლის 6 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ასახავს, სწორედ ამ აქციაზე გაშალეს LGBTQ+ დროშა.

2021 წლის 6 ივლისს თბილისში მდუმარე აქცია ,,თავისუფლებისთვის” გაიმართა. ერთი დღით ადრე, 5 ივლისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა ,,ღირსების მარშის” (პრაიდი) ჩაშლის მოტივით, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე იძალადეს. 5 ივლისის ძალადობაში სხვადასხვა პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, ,,კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფო.” 

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხალხის მასაში ტელეკომპანია ,,ფორმულას” ლოგოა. 6 ივლისის აქციის კადრებში ასევე ჩანს ტელეკომპანიის ლოგოს ინსტალაცია. სწორედ ამ აქციაზე გაშალეს LGBTQ+ დროშაც. 

15 აპრილის აქციაზე ,,ფორმულას” ლოგო წარმოდგენილი არ იყო.

15 aprilis aqtsiaze LGBTQ drosha gashales4 მანიპულაცია, თითქოს 15 აპრილის აქციაზე LGBTQ+ დროშა გაშალეს
წყარო: რადიო თავისუფლება

გავრცელებულის იდენტურ ფოტოს შუა აღმოსავლეთზე ორიენტირებული ესპანურენოვანი მედია, Informe Oriente Medio ავრცელებს და თან 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე წერს. 

რამდენიმე დღეა მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ცნობები ვრცელდება. მათ ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს: 

წყაროების შესახებ

ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.

ფეისბუქ ანგარიში Giorgi Mamisashvili ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

David Tordia-ს პროფილის აღწერაში მითითებული აქვს, რომ ,,დეზინფორმაციასთან ბრძოლის დეპარტამენტში” მუშაობს. წარსულში სამუშაო ადგილად მითითებული ჰქონდა ,,ლიდერი 41”, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდი. მას წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია არასანდო ცნობები, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა

არქივის ბმულები: შიინ ევროპისკენ, Giorgi Mamisashvili 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist