“შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

243
VIEWS

15 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” პოლიტოლოგი გია ნოდიასა და ერთი მამაკაცის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “გიორგი ნოდია ამსტერდამის ქუჩებში.” მეორე ფოტოზე ასახულ მამაკაცს გაშლილი თეთრი თმა აქვს, ვარდისფერი მოკლე შარვალი აცვია და ორი ფერადი ჩანთა უჭირავს.

vithom gia nodia “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

მტკიცება, თითქოს მეორე ფოტოზე გია ნოდია ამსტერდამშია ასახული, ყალბია. რეალურად, ფოტო ინტერნეტში 2014 წლიდან სხვადასხვა გასართობი შინაარსის ვებ-საიტებზე განსხვავებული აღწერებით და სხვადასხვა ქვეყნების მითითებით იძებნება.

ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოს ყველაზე ადრინდელი ვერსია 2014 წლის 14 მაისით თარიღდება. ფოტო სხვა 12 ფოტოსთან ერთად პოლოურმა გამოცემა Fakt.pl-მ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “მაკომპრომეტირებელი სურათები: პენისმა ადამიანები იდიოტებად წარმოაჩინა”

vithom gia nodia 1 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

მასალაში გამოყენებულ სხვა ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანი და ცხოველია გამოსახული, ფოტოების ნაწილი ინტიმურ  ელემენტებს შეიცავს. vithom gia nodia 2 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

Fakt.pl-ს მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოებზე საავტორო უფლებების ნაწილში BRAK არის მითითებული, თუმცა ამ სახელწოდების პოლონური ვებ-გვერდი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

vithom gia nodia 3 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

ფოტო, რომელსაც გია ნოდიას მიაწერენ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა უცხოურ საიტზე ქვეყნდებოდა. 2015 წლის მასალაში ფოტო სხვა სახალისო და უცნაურ ფოტოებთან ერთად შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: “უცნაური ამერიკელი ხალხი.” 2022 წლის მასალის მიხედვით, სხვა ფოტოებთან ერთად ეს სურათიც ბელარუსშია გადაღებული.

vithom gia nodia 4 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

vithom gia nodia 5 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

სხვადასხვა დროს ფოტო სლოვაკურ, რუსულ და უნგრულენოვან საიტებზეც მოხვდა.

vithom gia nodia 7 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “შიინ ევროპისკენ” ანტიუკრაინული, ანტიდასავლურ და ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული შინაარსის პოსტებს ხშირად  იდენტური სახელწოდების მქონე კიდევ ერთი ანგარიშიდან “შიინ ევროპისკენ” აზიარებს. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

vithom gia nodia 8 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

vithom gia nodia 9 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

ანგარიშის მეგორების ჩამონათვალში პრორუსული ტელევიზია “ალტინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხადამჭერები გვხვდებიან. 

vithom gia nodia 10 “შიინ ევროპისკენ” გია ნოდიას შესახებ ყალბ ფოტოს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ “შინ ევროპისკენ” პროფილის ფოტოზე გამოყენებული ფოტოს შესახებ დეზინფორმაციას გასულ წელს ერთ-ერთი ფეისბუქ  მომხმარებელი ავრცელებდა, მისი მტკიცებით, ფოტოზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშეილ იყო გამოსახული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist