მოუწოდა თუ არა WEF-მა მთავრობებს კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენებისკენ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

44
VIEWS

21 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (Gvantsa Grimaldi, Giorgi Mamisashvili) კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მოუწოდა მთავრობებს, რომ მთელ მსოფლიოში კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკები ააშენონ, რათა შემდეგ დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც მათ ოფიციალურ შეხედულებას არ დაეთანხმებიან. პოსტში ასევე მითითებულია ვებ-საიტის ufospace.net ბმული და სქრინშოთი მასზე გამოქვეყნებული სტატიიდან.

kovid banakebi მოუწოდა თუ არა WEF-მა მთავრობებს კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენებისკენ?

ინფორმაცია მსოფლიოში კოვიდ საკონცენტრაციო ბანაკების აშენების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია გლობალურ ეკონომიკურ საკითხებსა და ისეთ თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ტექნოლოგიები. ორგანიზაცია არ არის ჩართული საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში.

მტკიცება იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მთავრობებს კოვიდ-19-ის „საკონცენტრაციო ბანაკების“ აშენებისკენ მოუწოდებს, მომდინარეობს ვებსაიტიდან, რომელიც ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობა სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა, მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი “საკონცენტრაციო ბანაკების” შექმნას უწევს ადვოკატირებას.

ufospace.net-ზე გამოქვეყნებულ რუსულენოვან სტატიაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებშია მითითებული, ნათქვამია, რომ ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გასულ ოთხშაბათს კოვიდ-19-ის საკარანტინო წესის საქმეზე სააპელაციო პროცესი გამართა. პროცესზე  განიხილებოდა რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ინფექციური დაავადების გავრცელების გასაკონტროლებლად გასცენ ბრძანებები იზოლაციის ან კარანტინის დაწესების შესახებ. სტატიის თანახმად, ნიუ-იორკის შტატი ცდილობს, რომ მოიპოვოს უფლება იმისათვის, რომ ნიუ-იორკელები კარანტინში ან „საკარანტინო ბანაკებში“ გამოკეტოს, რაც სხვა არაფერია, თუ არა საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებშიც ხალხის გამომწყვდევა უნდათ. რეალურად, საუბარია იზოლაციისა და საკარანტინო პროცედურების წესზე, რომელიც გადამდები დაავადებების კონტროლის მიზნით, 2020 წლის 9 მარტს, პანდემიის საპასუხოდ შემუშავდა. წესში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო კომისარს შუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პირის იზოლაციის ან საკარანტინო სივრცეში მოთავსების შესახებ, ასევე, შესაძლებელია მიმართოს ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოს ამის უზრუნველსაყოფად. წესში აღნიშნულია ისიც, რომ იზოლაცია ან კარანტინი ინდივიდის სახლის გარდა  დროებით საცხოვრებელშიც შეიძლება განხორციელდეს, იმის მიხედვით, როგორც ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანო მიიჩნევს მიზანშეწონილად. თუმცა წესში არაფერია ნახსენები  “საკონცენტრაციო ბანაკების“ შესახებ და არც ისაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო მათ აშენებას გეგმავს.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ლოურენს გოსტინის თანახმადნიუ-იორკის შტატს, ფედერალურ მთავრობას არ აქვთ რაიმე დაუყოვნებელი გეგმა ან საერთოდ გეგმა, ხელახლა გამოაქვეყნონ რაიმე სახის იზოლაცია ან კარანტინი. გოსტინმა Associated Press-თან აღნიშნა, რომ ასეთი ზომები იშვიათი იყო – თუნდაც კორონავირუსის პანდემიის პიკშიც კი,  როდესაც რეკომენდაციები ხალხისთვის სახლში დარჩენის შესახებ ბევრად უფრო გავრცელებული იყო. უფრო მეტიც, „დროებითი საცხოვრებელი“ შეიძლება ეხებოდეს ისეთ შემთხვევებს, რომლის დროსაც ადამიანი მარტო არ ცხოვრობს, ან რომელიც ცხოვრობს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთან, შესაბამისად, შესაძლოა უკეთესიც იყოს ასეთი პირის სასტუმროს ოთახში იზოლირება. რეგულაცია თავდაპირველად გრძელდებოდა 90 დღე და ხოლო სამი წლის შემდეგ შტატმა მისი მუდმივად ამუშავება განიზრახა. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ეს წესი უბრალოდ ცხადყოფს უფლებამოსილებებს ადამიანებისთვის, რომ დარჩნენ იზოლაციაში ან წავიდნენ კარანტინში, რაც აქამდე ისედაც არსებობდა. თუმცა 2022-ის მარტში სამი რესპუბლიკური შტატის კანონმდებლებმა შეიტანეს სარჩელი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული წესი, მათი აზრით, ლახავდა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებებს და რომ აიძულო ადამიანები, დარჩნენ იზოლაციასა და/ან კარანტინში მათი სურვილის წინააღმდეგ, არღვევს მათ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ არც ეს სარჩელი ეხება „საკარანტინო ბანაკების“ შექმნას. სენატორმა ჯორჯ ბორელომ, საქმის მთავარმა მოსარჩელემ, განაცხადა რომ მისი განზრახვა რეგულაციის 2.13 ნაწილის ბათილად ცნობა იყო, რაც ხელისუფლების დანაწილების აშკარა დარღვევას წარმოადგენდა. 2022 წლის ივლისში, შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ რონალდ პლოცმა გააუქმა წესი და აღნიშნა, რომ ის არღვევს სახელმწიფო კანონს და „აიგნორებს ბალანსის აქტს ინდივიდის უფლებებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის“. ამის შემდეგ ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა პლოცის გადაწყვეტილება ჰოჩულის ადმინისტრაციის სახელით გაასაჩივრა. 

რაც შეეხება, პირველწყაროს, ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის მოწოდების შესახებ თავდაპირველად ვებ-საიტზე – The People’s Voice გამოქვეყნდა.   ვებ-საიტს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ მცდარი ინფორმაციები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. The People’s Voice თავდაპირველად YourNewsWire-ის, შემდეგ კი News Punch-ის სახელით პოზიციონირებდა. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე დეზინფორმაციის შემცველი სტატია გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ  ამ კონკრეტული სტატიის ავტორი არის შონ ადლ-ტაბატაბაი, რომელიც თავის მხრივ დეზინფორმაციულ ვებგვერდებთანაა დაკავშირებული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ, PolitiFact-მა შეისწავლა და მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კოვიდ-19-ის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას ითხოვს, შეაფასა, როგორც „მცდარი“.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” (WEF) არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნეს, პოლიტიკურ, აკადემიურ და საზოგადოების სხვა ლიდერებს გლობალური, რეგიონული და ინდუსტრიული დღის წესრიგის ფორმირებისთვის. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ “მსოფლიო ეკონომიკური” ფორუმის შესახებ არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება და კონსპირაცია გავრცელდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებლი Gvantsa Grimaldi და მისი მეორე ანგარიში Gvan Ca მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი პოსტები“მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. 

kovid banakebi1 მოუწოდა თუ არა WEF-მა მთავრობებს კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენებისკენ?

ფეისბუკ ანგარიში Giorgi Mamisashvili ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას კოვიდ-19-ის პანდემიასა და მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის შესახებ. მამისაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist