მოუწოდა თუ არა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მოსახლეობას შინაური ცხოველების ევთანაზიისკენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5.9k
VIEWS

13-14 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა Facebook მომხმარებლებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტების მიხედვით, WEF ახალი საერთაშორისო რეგულაციის მიიღებს, რომელიც, გლობალურ დათბობასთან და ჭარბმოსახლეობასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობას დაავალდებულებს, საკუთარ შინაურ ცხოველებს ევთანაზია გაუკეთოს.   პოსტების ავტორები CNN-სა და Bloomberg-ის ორ სტატიას ციტირებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი მოსახლეობას საკუთარი შინაური ცხოველების ევთანაზიისკენ მოუწოდებენ. პოსტები ასევე ამტკიცებს, რომ ბრიტანელმა მსახიობმა, ემა ტოპმსონმა, კლიმატის კრიზისის დასაძლევად, მოსახლეობას საკუთარი შინაური ცხოველების შეჭმისკენ მოუწოდა. 

Screenshot 2 4 მოუწოდა თუ არა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მოსახლეობას შინაური ცხოველების ევთანაზიისკენ?
მტკიცება, თითქოს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა  მოსახლეობას საკუთარი შინაური ცხოველების ევთანაზიისკენ მოუწოდა ყალბია. WEF-ს მსგავსი ტიპის ინიციატივა არ მიუღია, ხოლო Bloomberg-ის და CNN-ის სტატიები მხოლოდ იმას შეეხება თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული შინაური ცხოველის ყოლა და რაოდენობის ნახშირორჟანგს წარმოქმნის მათი გამოკვება. სტატიებში მათ ევთანაზიაზე საუბარი არ ყოფილა. საკუთარი შინაური ცხოველების შეჭმა არც ემა ტომპსონს მოუწოდებია ხალხისთვის, მისი განცხადება სატირული იყო და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანს ეხებოდა. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს მოსახლეობისთვის საკუთარი შინაური ცხოველების ევთანაზიისკენ არასდროს მოუწოდებია და არც მსგავსი სახის საერთაშორისო რეგულაცია მიუღია. მათ ვებ-გვერდზე ცხოველების გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ რამდენიმე სტატია ნამდვილად იძებნება (1, 2), თუმცა, არც ერთი მათგანი ხალხს შინაური ცხოველების დახოცვისკენ არ მოუწოდებს, არამედ მათთვის ალტერნატიული საკვების მიწოდებაზე საუბრობს. ამ თემაზე ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-მაც გადაამოწმა.

CNN-ის იმ სტატიის მიხედვით, რომელსაც გავრცელებული პოსტები ეყრდნობიან, შინაური ცხოველების საკვების წარმოება, რომელიც ძირითადად ხორცისგან შედგება, ზედმეტად დიდი რაოდენობის ენერგიას, მიწასა და წყალს საჭიროებს და თავის მხრივ, პროცესის შედეგად დიდი რაოდენობით აირები გამოიყოფა. სტატიაში ნახსენებია 2017 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ერთი წლის განმავლობაში კატებისა და ძაღლების გამოკვება იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგს წარმოქმნის, რასაც 13.6 მილიარდი მანქანა. თუმცა, სტატია ასევე აღნიშნავს, რომ “შინაურ ცხოველებთან გამომშვიდობება მოცემული პრობლემის პასუხი ვერ იქნება” და იმ პოზიტიურ გავლენაზე საუბრობს, რაც შინაური ცხოველებს ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აქვთ. 

Facebook  მომხმარებლები ასევე არასწორად ინტერპრეტირებენ Bloomberg-ის იმ სტატიას, სადაც მაღალი ინფლაციის დროს ფულის დაზოგვის სხვადასხვა გზებია განხილული. ერთ-ერთი რჩევაა, დაფიქრდნენ ძვირადღირებულ სამედიცინო პროცედურებზე, როგორიცაა შინაური ცხოველის ქიმიოთერაპია. სტატიის ავტორი ამ საკითხზე დაფიქრებას ეთიკური მიზეზების გამოც მოუწოდებს, ვინადიან ამ დროს ცხოველის სიცოცხლის გახანგრძლივება ტკივილის ხარჯზე ხდება. მაგალითისთვის, 2019 წლის კვლევა აჩვენებს, რომ სიმსივნესთან დაკავშირებული ტკივილის დიაგნოსტირება ხშირად სათანადოდ ვერ ხერხდება, ხოლო მეპატრონეებს კი ქიმიოთერაპიის შედეგები ზედმეტად ეფექტური ჰგონიათ. კვლევა სვამს კითხვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია ცხოველისთვის მტკივნეული პროცესის გავლა მაშინ, როდესაც მისი სიცოცხლის მხოლოდ ცოტაოდენი ხნით გახანგრძლივებაა შესაძლებელი. 

მტკიცებები ემა ტომპსონის განცხადების შესახებ ასევე შეცდომაში შემყვანია. 2019 წელს მსახიობმა სატირულ ამინდის პროგნოზში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გარემოსდაცვითი პროტესტის ერთ-ერთი ღონისძიება იყო.  მან განაცხადა, რომ “კლიმატის კრიზისის ტრენდები უფრო თბილ, სველ ზამთრებსა და ცხელ, უფრო სველ ზამთრებს მოასწავებს, ასევე გახშირდება განსაკუთრებულად ცუდი ამინდის ინტენსოვობა და ხანგრძლივობაც. სჯობს, თბილად ჩაიცვათ, მოიმარაგოთ საჭმელი და გახსოვდეთ თუ რამდენად ბევრი პროტეინებია ერთ საშუალო შინაურ ცხოველში.” გამოსვლა სატირული ხასიათის იყო და იმის დემონსტრირებას ცდილობდა, თუ რამდენად კატასტროფულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს სამყარო, თუ გლობალური ტემპერატურა მატებას განაგრძობს.


ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist