მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის სახელმწიფო კონტროლის გადაცემაზე შვაბის ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

154
VIEWS

14-18 სექტემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს თავიანთ ქვეყნებზე სრული სახელმწიფო კონტროლი მიანიჭონ.  

Untitled 1 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის სახელმწიფო კონტროლის გადაცემაზე შვაბის ყალბი განცხადება ვრცელდება

მტკიცება, რომ კლაუს შვაბმა მთავრობებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისათვის სრული სახელმწიფო კონტროლის მინიჭებისკენ მოუწოდა, დეზინფორმაციულია. ასეანის სამიტზე შვაბს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

ასეანის 43-ე სამიტი 5-7 სექტემბერს ინდონეზიის დედაქალა ჯაკარტაში გაიმართა. სამიტს ასეანის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, არაერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერები, და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი დამფუძვნებელი კლაუს შვაბიც იყო. მან 5 სექტემბერს, გახსნითი ცერემონიების დასრულების შემდეგ გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო მონაწილეობა. შვაბმა საუბარი იმით დაიწყო, რომ მთავრობამ და კერძო კომპანიებმა კოორდინირების უფრო მოქნილი გზები უნდა იპოვნონ. მისი განცხადებით, მთავრობები კვლავ გვთავაზობენ ზოგად მიმართულებებს, მაგრამ სწორედ ბიზნესები ქმნიან ინოვაციურ ძალას. მისი აზრით გრძელვადიან პერიოდში მსოფლიო ეკონომიკა კაპიტალიზმის ეპოქიდან ტალანტიზმის ეპოქაში უნდა გადავიდეს, რომელშიც  მთავარ ადგილს ინოვაციები დაიკავებს და არა დაბალღირებული კაპიტალის ხელმისაწვდომობა. “რა თქმა უნდა, ისინი აუცილებელია, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ქვეყნის ინოვაციური შესაძლებლობები და ძალა“- დაამატა მან. შვაბის აზრით, ასეანს ასეთ ვითარებაში დიდი პრივილეგიები ექნება, რადგან ამ ქვეყნებში ბევრი ახალგაზრდა ინოვატორი და მეწარმე ცხოვრობს (5:16:50). 

კლაუს შვაბმა სამიტზე მისი მოკლე გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა ხდება, არის კაპიტალიზმის სისტემის ცვლილება ისე, რომ კორპორაციებისათვის მნიშვნელოვანი გახდება არამხოლოდ მათი მეწილეების (shareholders), არამედ ყველა დაინტერესებული მხარის (stakeholders) (ინვესტორები, მფლობელები, თანამშრომლები, კლიენტები და ფართო საზოგადოება) ინტერესები. მისი აზრით, ბიზნესის როლი მხოლოდ კეთილდღეობის შექმნა არ არის და ის უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას.

Screenshot 2023 09 19 155145 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის სახელმწიფო კონტროლის გადაცემაზე შვაბის ყალბი განცხადება ვრცელდება
კადრი აღებულია სამიტის ვიდეოდან

კლაუს შვაბმა სიტყვა დაასრულა იმის აღნიშვნით, რომ მომავალი გადაწყდება ეკონომიკების მოქნილობისა და ადაპტაციის უნარის შესაბამისად და რაც უფრო მრავლაფეროვანი იქნება ეკონომიკა, მით უფრო მარტივი იქნება შოკებთან გამკლავება. 

გავრცელებული ინფორმაციის პირველწყაროს კონსპირაციული გამოცემა “The People’s Voice”-ის სტატია/სიუჟეტი წარმოადგენს, რომელსაც დეზინფორმაცია მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის შესახებ არაერთხელ გაუვრცელებია. 

Screenshot 2023 09 19 155151 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის სახელმწიფო კონტროლის გადაცემაზე შვაბის ყალბი განცხადება ვრცელდება

უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში ნაჩვენები ტვიტერ პოსტის სქრინშოტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტვიტერ გვერდზე არ იძებნება. მათ სიუჟეტში ასევე აცხადებენ, რომ “shareholders”, ანუ მეწილეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ხოლო stakeholders-ს დიდი კომპანიები წარმოადგენენ და შვაბს სწორედ ის მიზანი ამოძრავებს, რომ ბიზნესის ბენეფიტები დიდმა კორპორაციებმა მიიღონ. ეს განმარტება სიმართლეს არ შეესაბამაება, რადგან, როგორც უკე აღინიშნა, ე.წ. Stakeholder Capitalism-ში (დაინტერესებული მხარის კაპიტალიზმი), “სტეიკჰოლდერებად” ინვესტორები, მფლობელები, თანამშრომლები, კლიენტები და ფართო საზოგადოება მოიაზრება.  

რა არის “დიდი გადატვირთვა”?

დიდი გადატვირთვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული კონცეფციაა, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისების მართვისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაა. ამ თემის შესახებ კლაუს შვაბის თანაავტორობით გამოიცა 280 გვერდიანი წიგნიც, რომელშიც ისეთ თემებზეა საუბარი, როგორიცაა სიმდიდრის გადასახადი, წიაღისეული საწვავის სუბსიდირების გაუქმება, ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილება, სამუშაოს მომავალი, საერთაშორისო უსაფრთხოება და სხვა. აღსანიშნია, რომ დიდი გადატვირთვის ინიციატივა მოკლებულია კონკრეტიკას, რის გამოც რთულია მისი მთლიანი სურათის დანახვა, რაც იქცა კიდეც ამ კონცეფციის კონსპირაციულ თეორიად წარმოჩენის საბაბად. ბოლო წლების მანძილზე, ამ თემის გარშემო არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელება, თითქოს: 1) ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალური ელიტის შექმნას და მათ მიერ მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას; 2) Covid-19 ამ კონსპირაციის ფარგლებში ხელოვნურად შეიქმნა; 3) ხელოვნურად იწვევს ეკონომიკურ კოლაფსს, რათა ამ ერთეულებმა ხელში ჩაიგდონ მეტი სიმდიდრე და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ დიდი გადატვირთვის ინიციატივა დეტალებს მოკლებულია, კონცეფციაში არსად ჩანს მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდების ან სხვა კონსპირაციული თეორიის დამადასტურებელი ფაქტები. 

დიდი გადატვირთვის ინიციატივასთან დაკავშირებით მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “გოდერძი ელგანდაშვილი” კონსპირაციული და ანტივაქსერული სახის ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მის მიერ გაიზარებული დეზინფორმაციები მითების დეტექტორმა წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა (1, 2, 3.)

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა: 1, 2, 3. 

რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშს “Danes Ram” ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტები წარსულშიც გაუვრცელებია.

Screenshot 2023 09 19 155159 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის სახელმწიფო კონტროლის გადაცემაზე შვაბის ყალბი განცხადება ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist