ფოტომანიპულაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

216
VIEWS

6-7 იანვარს ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ-გვერდზე ქართული იდეა – qartuliidea.ge და პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ ანონიმურ ფეისბუქ-ანგარიშზე “შიინ ევროპისკენ” გავრცელდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო, რომელშიც პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ფოტოს ვხედავთ, გვარის გასწვრივ კი, ჯაფარიძის ნაცვლად, გასიევია მითითებული. 

zurab gasaevi ფოტომანიპულაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია

მტკიცება, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია, სიმართლეს არ შეესაბამება. დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება, ზურაბ ჯაფარიძემ თავად გააკეთა და გვარი შეცვალა, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად მარტივია ძველი პირადობის მოწმობის გაყალბება.

ფოტო, რომელიც თითქოსდა ზურაბ ჯაფარიძის პირადობის მოწმობას ასახავს და მისი “ნამდვილი გვარის” შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თავად ჯაფარიძის ვიდეოდან არის ამოჭრილი. ზურაბ ჯაფარიძემ გვარი თავად შეცვალა და 3 დოკუმენტი დაამზადა, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად მარტივია ძველი, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაყალბება. 2023 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: “როგორ დავიბრუნე ნამდვილი გვარი”.

zurab gasaevi1 ფოტომანიპულაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია
ფოტო: სქრინშოტები ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოდან

2023 წელს პარტია “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს და შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე, არამედ ძველი, არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეებსაც.  

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობის გამოყენებით გაყალბების რისკები იზრდება – ამავეს ამტკიცებდა ზურაბ ჯაფარიძეც ვიდეოთი, რომელიც საკუთარ გვერდზე 21 ნოემბერს გამოაქვეყნა. ვიდეოში ჯაფარიძე “ამზადებს” 3 პირადობის მოწმობას, რომლებშიც მისი გვარი გასიევია. ჯაფარიძე ხუმრობს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მის გვარზე სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძე ოსია და მისი რეალური გვარი გასიევია.

2021 წელს პოლიტიკოსის ძმამ, გია ჯაფარიძემ “ფაქტ-მეტრთან” საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს მათი გვარი გადაკეთებულია და მამა – არცამაზ აჰსარბეკის ძე გასიევი, ცხინვალში ცხოვრობს.  

zurab gasaevi2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია
ზურაბ და გია ჯაფარიძების მამის – გიორგი ჯაფარიძის პირადობა. ფოტო: სქრინშოტი ფაქტ-მეტრის 2021 წლის მასალიდან

წყაროს შესახებ 

ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist