“იმედის” დეზინფორმაცია, თითქოს 15 აპრილის აქციას “ალტ-ინფო” შეუერთდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

186
VIEWS

15 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” სპეციალურ გამოშვებაში ტელეწამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე  გამართულ აქციას სახელწოდებით “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“  მოძრაობა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამის საილუსტრაციოდ გადაცემაში წარმოდგენილი იყო ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის პოსტი, რომელშიც ვარდოსანიძე წერდა, რომ “დასავლთის აგენტების აქციაზე” ზვიად ტომარაძე იყო მისული.

თითქოს 15 მარტის აქციას “ალტ-ინფო” შეუერთდა

ინფორმაცია, თითქოს აქციას ალტ-ინფო შეუერთდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ზვიად ტომარიძე პოლიტიკური ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელია და ის “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი არასდროს ყოფილა.  ალტ-ინფოს აქციაში მონაწილეობა მისმა ლიდერებმაც უარყვეს.

2024 წლის 15 აპრილს რუსთაველზე გამართული აქციაზე მართლაც იყო მისული ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე. თუმცა მისი კავშირი “კონსერვატიულ მოძრაობასთან” არ დასტურდება. ამის შესახებ 15 აპრილს განცხადება გააკეთა თავად ზვიად ტომარაძემ.  ტომარაძის თანახმად, ის 15 აპრილს აქციაზე ნამდვილად იმყოფებოდა და შარშანდელის მსგავად აპროტესტებდა კანონს, რომელიც ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს ყველას მიაწებოს აგენტის იარლიყი, ვინც მას გააკრიტიკებს. ასევე პოსტში ხაზგასმულია, რომ იგი არასდროს ყოფილა “ალტ-ინფოს” წევრი.

magda anikashvili1 “იმედის” დეზინფორმაცია, თითქოს 15 აპრილის აქციას “ალტ-ინფო” შეუერთდა

ტომარაძის გარდა ამ ფაქტს გამოეხმაურნენ “კონსერვატიული მოძრაობის” მოძრაობის ლიდერებიც და მათ ტომარაძის რაიმე სახის კავშირი “ალტ-ინფოსთან” უარყვეს. ზურაბ მახარაძემ ტელეკომპანია “იმედი” მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, შოთა მარტინენკოს თქმით, ალტ-ინფოს წევრები არასდროს “არ მივლენ ნაცების, ენჯეოშნიკების და დასავლეთის აგენტების აქციაზე და მხარს არ დაუჭერენ მათ.”

magda anikashvili2 “იმედის” დეზინფორმაცია, თითქოს 15 აპრილის აქციას “ალტ-ინფო” შეუერთდაზვიად ტომარაძე 2018 წელს რეგისტრირებული ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს”  თავმჯდომარეა. 2021 წლის ზაფხულში ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის განაცხადი გააკეთა. ისევე როგორც თავად ტომარაძე, “ერი და საქართველოს” გუნდის წევრები ზვიად გოგიაშვილი და კობა კუპრაშვილი აქტიურად იყვნენ ჩართული ანტივაქსერულ კამპანიაში. კუპრაშვილი წარსულში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა (იხილეთ აქ, აქ და აქ). ამავე გუნდშია ზაურ ნაჭყებია, რომელიც IDFI-ის კვლევის თანახმად, სააგენტი “ივერიონს” ხელმძღვანელობს და დაკავშირებულია კრემლისტურ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთან.

2024 წლის იანვარში ტომარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი საქმიანობა დაამთავრა და ან უნდა შეეშვას ყველაფერს, ან აქტიურად ცაებას პოლიტიკაში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტომარაძე კენჭს თბილისში (გლდანში) ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის სახელით იყრიდა.

ზვიად ტომარაძე წარსულში ორგანიზაცია საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ეს თავმჯდომარე და გამგეობის წევრი იყო. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI საჯარო რეესტრში თავდაპირველად 2014 წლის 18 მარტს დემოგრაფიული განვითარების ფონდის სახელით დარეგისტრირდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი სახელწოდება შეიცვალა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა, TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც მოგვიანებით პოლიტიკური პარტია “ლელო” შექმნეს, ასევე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელია პალიტრა ჰოლდინგის მეწილე და ტრი-მედია ინტელიჯენსის დამფუძნებელი გიორგი თევდორაშვილი.

ზვიად ტომარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას. ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას შეეხებოდა, მეორე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist