ზვიად ტომარაძე

ზვიად ტომარაძე 2018 წელს რეგისტრირებული ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს”  თავმჯდომარეა. 2021 წლის ზაფხულში ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის განაცხადი გააკეთა. ისევე როგორც თავად ტომარაძე, “ერი და საქართველოს” გუნდის წევრები ზვიად გოგიაშვილი და კობა კუპრაშვილი აქტიურად არიან ჩართული ანტივაქსერულ კამპანიაში. კუპრაშვილი წარსულში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა (იხილეთ აქ, აქ და აქ). ამავე გუნდშია ზაურ ნაჭყებია, რომელიც IDFI-ის კვლევის თანახმად, სააგენტი “ივერიონს” ხელმძღვანელობს და დაკავშირებულია კრემლისტურ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტომარაძე კენჭს თბილისში (გლდანში) ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის სახელით იყრიდა.

ზვიად ტომარაძე ადრე ორგანიზაცია საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ეს თავმჯდომარე და გამგეობის წევრი იყო. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI საჯარო რეესტრში თავდაპირველად 2014 წლის 18 მარტს დემოგრაფიული განვითარების ფონდის სახელით დარეგისტრირდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი სახელწოდება შეიცვალა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა, TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც მოგვიანებით პოლიტიკური პარტია “ლელო” შექმნეს, ასევე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელია პალიტრა ჰოლდინგის მეწილე და ტრი-მედია ინტელიჯენსის დამფუძნებელი გიორგი თევდორაშვილი.

ზვიად ტომარაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას. ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას შეეხებოდა, მეორე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist