რა ვიცით აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილე გარდაცვლილი კანდიდატების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

515
VIEWS

10 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა David Tordia-მ და Abuladze Paata-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის 87 და 94 წლის კანდიდატებმა გაიმარჯვეს და რომ ორივე მათგანი 10 ნოემბერს გარდაიცვალა.  Davit Tordia-ს პოსტს თანდართული აქვს ფოტო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პოსტიდან, წარწერით “აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო.”

gardatsvili kandidati რა ვიცით აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილე გარდაცვლილი კანდიდატების შესახებ?

აღნიშნულ თემაზე 14 ნოემბერს Imedi Live-ის ეთერში პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ გარდაცვლილი კანდიდატის არჩევა სიმართლეა, ეს შემაშფოთებელია და აშშ-ს უსურვებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები დროულად შეასრულონ. რამდენიმე მედიასაშუალებამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ტვიტერის პოსტიც გაავრცელა (1,2,3,4), რომელში ის გარდაცვლილი კანდიდატის არჩევას ირონიულად “დემოკრატიული რეფორმების შედეგს” უწოდებს და მას ევროკავშირის 12 პუნქტს უკავშირებს. 

აშშ-ის შუალედური არჩევნების შესახებ 10 ნოემბერს ალტ-ინფოს გადაცემის “ალტერნატიული ხედვის” ეთერში პოლიტიკოსმა გიგლა ბარამიძემაც ისაუბრა და არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს შორის გარდაცვლილი კანდიდატების არჩევის ფაქტი დაასახელა. 

მტკიცება, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული ორი კანდიდატი არჩევნების დღეს გარდაიცვალა მცდარია, ხოლო სხვადასხვა აქტორების მიერ აღნიშნული ფაქტის კონტექსტის გარეშე გავრცელება არჩევნების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას ემსახურება. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი პენსილვანიის წარმომადგენელთა პალატაში ენტონი დელუკა 9 ოქტომბერს, ხოლო ამავე პარტიის კანდიდატი ტენესის წარმომადგენელთა პალატაში 25 ოქტომბერს გარდაიცვალნენ. მათი კანდიდატურის ჩანაცვლება ამ ორი შტატის კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო და აღნიშნულ შტატებში ხელახალი არჩევნების დანიშვნა იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატი გამარჯვების შემდეგ ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ენტონი (ტონი) დელუკა და ბარბარა ლი კუპერი არჩევნებამდე გარდაიცვალნენ. 

ენტონი დელუკა დემოკრატიულ პარტიას პენსილვანიის შტატის 32-ე ოლქში წარმოადგენდა და პენსილვანიის წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად მწვანეთა პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოდა. დელუკა 9 ოქტომბერს 85 წლის ასაკში ლიმფომით გარდაიცვალა

პენსილვანიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით,  ბიულეტენების ბეჭდვის დაწყების შემდეგ კანდიდატის შეცვლა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი 28 სექტემბრიდან დაიწყო, შესაბამისად, დემოკრატიულმა პარტიამ 9 ოქტომბერს გარდაცვლილი დელუკას ჩანაცვლება ვეღარ შეძლო.  

დელუკამ არჩევნებში ხმების 85% მიიღო და მწვანეთა პარტიის კანდიდატი ქეიონა ლივინგსტონი დაამარცხა. შტატის კანონმდებლობის შესაბამისად, პოზიციაზე კანდიდატი ხელახალი არჩევნების შედეგად დაინიშნება, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ინფორმაცია პენსილვანიაში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობამაც დაადასტურა.

gardatsvili kandidati 2 რა ვიცით აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილე გარდაცვლილი კანდიდატების შესახებ?

ბარბარა ლი კუპერი კიდევ ერთი კანდიდატია დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც არჩევნებამდე გარდაიცვალა. კუპერი პარტიას ტენესის შტატის 86-ე ოლქში წარმოადგენდა და შტატის წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად იბრძოდა

კუპერი 25 ოქტომბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამ შემთხვევაშიც, ახალი კანდიდატურის დასახელების ვადები უკვე გასული იყო. ამომრჩეველთა უმრავლესობამ კუპერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და მან დამოუკიდებელი კანდიდატის მაიკლ პორტერის დამარცხება მოახერხა. ამ შემთხვევაშიც, ტენესის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური არჩევნები მოგვიანებით დაინიშნება. 

ეს ამერიკის შუალედურ არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატის გამარჯვების პირველი შემთხვევა არაა. 2018 წელს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დენის ჰოფმა, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა, ნევადას შტატის სენატში ადგილისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა. თუმცა, ამ შემთხვევაში  სპეციალური არჩევნები არ დანიშნულა, რადგან ნევადას შტატის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოციზიაზე გარდაცვლილი კანდიდატის ჩანაცვლება მისი პარტიის სხვა წარმომადგენლით დასაშვებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist