2017 წლის News Front-ის ვიდეო 2022 წლის ომის საილუსტრაციოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2k
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებლებმა Lana Nefaridze, Mimi Gabrichidze და კოკა შურღაია გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ტელეფონზე ქალს რუსულ ენაზე ესაუბრება და ეუბნება, რომ მისი შვილი მოკლეს და შეეცდებიან მისი ცხედარი უკრაინულ მხარეს გადასცენ, შემდეგ კი მას ბოდიშს უხდის.

1 6 2017 წლის News Front-ის ვიდეო 2022 წლის ომის საილუსტრაციოდ ვრცელდება

ვიდეო 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად ეს კადრები 2017 წელს კრემლისტურმა გამოცემა News Front-მა გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ ლუგანსკის ოლქის სეპარატისტული ძალების ვიცე-პოლკოვნიკს ასახავდა, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის დედას შვილის გარდაცვალებას ატყობინებდა.

ვიდეო პირველად კრემლისტურმა მედია News Front-მა 2017 წლის 25 ნოემბერს გაავრცელა. ამჟამად მათ მიერ ატვირთული ვიდეო ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა მასალაში მოცემული ტექსტი ვიდეოში ასახული დიალოგის იდენტურია. News Front-ზე დაყრდნობით ინფომაცია სხვა რუსულ ვებ-გვერდებზეც გავრცელდა, სადაც ვიდეოდან კადრებიცაა მოყვანილი.

2 5 2017 წლის News Front-ის ვიდეო 2022 წლის ომის საილუსტრაციოდ ვრცელდება

News Front-ის მიხედვით, რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკის ოლქში უკრაინელი “დივერსანტები” მოკლეს და ერთ-ერთი მათგნის დედას შვილის გარდაცვალების შესახებ მობილური ტელეფონით ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი მაროჩკო ატყობინებს. ვიდეოში ჩანს სამხედრო ჟეტონი, რომელზეც სახელი სერგეი შევჩენკო იკითხება.

ანდრეი მაროჩკოს საკუთარ ტვიტერზე გაზიარებული აქვს ვიდეო, რომელშიც აღნიშნული ფაქტი სხვა რაკურსიდან არის გადაღებული. ასევე ჩანს დატყვევებული სამხედრო, რომლის უნიფორმაზე უკრაინის დროშაა.

3 4 2017 წლის News Front-ის ვიდეო 2022 წლის ომის საილუსტრაციოდ ვრცელდება

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში არაერთი შეცდომაში შემყვანი და მცდარი აღწერის მქონე ფოტო და ვიდეო გაზიარდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist