უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თარიღის მითითების გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.8k
VIEWS

2022 წლის 24 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა With You ტელეკომპანია “პირველის” ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სურათებია თავმოყრილი. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ სურათი უკრაინაში გარდაცვლილ 12 ქართველ ჯარისკაცს ასახავს, თუმცა ჯარისკაცების და მათი გარდაცვალების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია მითითებული არ არის. 25 თებერვლის მდომარეობით With You-ს პოსტი 1800-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

Screenshot 12 11 უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თარიღის მითითების გარეშე ვრცელდება

With You უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ფოტოს კონტექსტის გარეშე ავრცელებს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს 12   ქართველი ჯარისკაცი რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომს ემსხვერპლა. რეალურად, TV პირველის ფოტოზე 2014-2021 წლის პერიოდში სხვადასხვა დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან გამოსახული. 

სხვადასხვა დროს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ ფეისბუქ პოსტი ტელეკომპანია “პირველის” გვერდმა 24 თებერვალს გამოაქვეყნა. პოსტში ჩამოთვლილი ქართველი მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ.

Screenshot 13 11 უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თარიღის მითითების გარეშე ვრცელდება

საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი 24 თებერვალს “ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმაც გამოაქვეყნა, რომელმაც შემდეგი სიტყვები დაწერა”“ყველა ცოცხალია, საქართველოს გაუმარჯოს. დიდება უკრაინას!”

Screenshot 14 10 უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თარიღის მითითების გარეშე ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ “ქართული ლეგიონი” უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უკვე შვიდი წელია ებრძვის. 2022 წლის თებერვალში “ქართული ლეგიონი” უკრაინაში მოხალისეების გაწრთვნაშიც იყო ჩართული, ხოლო ამჟამად ქართველი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში იბრძვიან. უკრაინის “ქართული ლეგიონის” შესახებ სიახლეები ფეისბუქ გვერდზე “Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი” ქვეყნდება. ჯერჯერობით 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist