დასტურდება თუ არა გერმანული სატანკო ეკიპაჟების რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

81
VIEWS

25 სექტემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმარმა, წარსულში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს. 

ტრისტან წითელაშვილის მტკიცებით, რუსეთის არმიას “ლეოპარდის” ტანკი ჩაუვარდა ხელში, რომლის ეკიპაჟიც გერმანელი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. “გერმანიის ჯარისკაცები, თან ოფიციალური და არა ის დაქირავებული, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები.” – აცხადებს წითელაშვილი.

ტრისტან წითელაშვილისვე მტკიცებით, უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების დღიდან 65 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

ტრისტან წითელაშვილი: „თუნდაც, ავიღოთ ის სამხედრო კონტრშეტევითი ოპერაცია, რომელიც ეხლა უკრაინამ განახორციელა და ფაქტიურად კრახი განიცადა. 2 თვიანი კონტრშეტევითი ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს 65 ათასი ჯარისკაცია დაღუპული… ეს მარტო კონტრშეტევას გეუბნები და არა მთლიანობაში.” 

Screenshot 2023 10 04 110334 დასტურდება თუ არა გერმანული სატანკო ეკიპაჟების რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობა?

ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში 65 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მტკიცებულებების გარეშეა. უკრაინის კონტრშეტევის მიმდინარეობისას დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ სანდო ცნობები, ღია წყაროებში ხელმისაწვდომი არაა. ხოლო ინფორმაცია გერმანელი ჯარისკაცების უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ თავად უარყო, ამის საპირისპირო მტკიცებულება კი რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია.

დასტურდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობა?

მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიამ გერმანელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული ლეოპარდის ტანკი გაანადგურა, თავდაპირველად რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიამ Ria Novosti-მ გაავრცელა. 23 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია, რუსული არმიის ოფიცერს ეყრდნობა, რომელიც გერმანულად გამართულად საუბრობს. ანონიმი რუსი სამხედროს მტკიცებით, დამწვარ ტანკში ეკიპაჟის ცოცხლად გადარჩენილმა ერთადერთმა წევრმა რამდენჯერმე დაუდასტურა, რომ ტანკის ეკიპაჟის ყველა წევრი არა მოხალისე, არამედ გერმანიის არმიის ჯარისკაცი იყო. 

24 სექტემბერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის არმიის სატანკო ეკიპაჟები უკრაინაში იბრძვიან. “უკრაინაში გერმანული სატანკო ეკიპაჟები არ არიან” – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დოიჩე ველესთან სატელეფონო ინტერვიუში. 

გერმანია მხარს უჭერს უკრაინას მისი არმიის შეიარაღებაში არსებული აღჭურვილობით, მათ შორის ჯავშანტექნიკის მიწოდებით. იმისათვის, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს გერმანული შეიარაღების გამოყენება შეძლებოდათ, გასული თვეების განმავლობაში მათ გერმანიაში შესაბამისი წვრთნა გაიარეს, თუმცა გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გულისხმობს და ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის არმიის სატანკო ეკიპაჟები რუსეთ-უკრაინის ომში არ მონაწილეობენ. 

რუსეთ-უკრაინის ომში ნატოსა და დასავლური ქვეყნების ჩართულობის დასადასტურებლად კრემლისტური მედიასაშუალებები რუსი სამხედროების მიერ უცხოელი სამხედრო პირების დაკავებაზე დეზინფორმაციას შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ხშირად ავრცელებენ. მტკიცება კრემლის პროპაგანდის ნაწილია და მისი მთავარი მიზანი ნატოს წევრი სახელმიწოების ომში ოფიციალურად ჩართულ მხარეებად წარმოჩენას ისახავს მიზნად. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ “მითების დეტექტორმა” მსგავსი დეზინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

ვის რა დანაკარგი აქვს ომში? 

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე მონაცემები მუდმივად იცვლება და მათი სიზუსტის გადამოწმება ომის მიმდინარეობისას შეუძლებელია. ამასთანავე, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კონტრშეტევის მიმდინარეობისას მხარეების დანაკარგს ასახავს, გარდა იმ ინფორმაციისა, რასაც უკრაინის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ მოწინააღმდეგის შესახებ. 

უკანასკნელი ცნობები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ორივე მხარის მსხვერპლზე The New York Times-მა 18 აგვისტოს, აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 18 თვის თავზე ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რიცხვი 500 000-ს აღწევს. სტატიის მიხედვით, მსხვერპლის რიცხვის გამოთვლა რთულია, რადგან მოსკოვი მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი დანაკარგების რიცხვს, ხოლო უკრაინა ამ ინფორმაციას საერთოდ არ აქვეყნებს. თუმცა, დაახლოებითი გამოთვლით, უკრაინამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან (2022 წლის 24 თებერვალი) 70 000 სამხედრო დაკარგა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 100 000-დან 120 000-მდეა. რაც შეეხება რუსეთის არმიას, რუსეთის დანაკარგები 300 000-ს უახლოვდება, საიდანაც 120 000 დაღუპული და 170-დან 180 ათასამდე დაჭრილია.

The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის აქტიური წინააღმდეგობის ფონზე, მსხვერპლის ზრდაზეც საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა სტატიაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ რეალური ციფრების გამჟღავნება მხოლოდ უკრაინის არმიის გენერალურ შტაბს შეუძლია. ხოლო რუსეთის მხარეს სტატიაზე მყისიერი კომენტარი არ გაუკეთებია

ყალბი მტკიცებები, უკრაინის მხრიდან სამხედრო დანაკარგზე, მითების დეტექტორმა აქამდეც გადაამოწმა:

წყაროს შესახებ: 

ტრისტან წითელაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების წყარო, როგორც ქართულ (“ალტ-ინფო”, “სეზონი”), ისე რუსულ არხებზე ( რუსეთის პირველი არხი), აქამდეც ყოფილა. ის მიწვეული სტუმრის სტატუსით ხშირად ჩნდება რუსულ არხებზე, მონაწილეობას იღებს “დოკუმენტურ ფილმებში” სამხედრო ექსპერტის სტატუსით და საუბრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა უკრაინა-რუსეთის ომი, “მაიდნის” მოვლენები, ბიოლაბორატორიები და სხვა. 

ტრისტან წითელაშვილი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” ის პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ტრ
წითელაშვილი ტრისტან

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist