რეალურად რას წერს New York Times-ი უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

761
VIEWS

19 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა Alex Bond ინგლისურენოვანი სტატიის სქრინშოტი გამოაქვეყნეს. სტატიის სათაურია “უკრაინის ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 500 000-ია.” გავრცელებულ პოსტებზე თანდართული აღწერის მიხედვით, დასავლური გამოცემები, მსოფლიოს წამყვანი გაზეთები, როგორებიცაა The New York Times, The Guardian, Reuters, CBC და New York Post, წერენ, რომ უკრაინის დანაკარგები დაახლოებით 500 000-ს უტოლდება და ამავე გაზეთების ინფორმაციით რუსების დანაკარგი 250 000-დან 300 000-მდე მერყეობს. ჯიშკარიანის პოსტის მიხედვით, უკრაინის პარტნიორების საინფორმაციო ველზე მსგავსი ინფორმაციის განთავსება ნიშნავს, რომ ზელენსკის შანტაჟი მოლაპარაკების მაგიდასთან დასასმელად დაწყებულია და ეს უკრაინის პრეზიდენტისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ფიზიკური სასიკვდილო განაჩენია. იდენტური ინფორმაცია სქრინშოტის გარეშე 19 აგვისტოს კიდევ ერთმა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა

realurad ras tsers New York Times i ukrainisa da rusethis samkhedro danakargebze რეალურად რას წერს New York Times-ი უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე?

realurad ras tsers New York Times i ukrainisa da rusethis samkhedro danakargebze1 რეალურად რას წერს New York Times-ი უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე?

ინფორმაცია, რომ დასავლური გამოცემების მიხედვით უკრაინამ ომში 500 000-მდე სამხედრო დაკარგა, მცდარია. რამდენიმე დასავლური გამოცემა The New York Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ 500 000 ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რიცხვია და აქედან რუსული მხარის დანაკარგები დაახლოებით 300 000-ს შეადგენს. 

ფეისბუქზე გავრცელებული სქრინშოტი The New York Times-ის 18 აგვისტოს გამოსული სტატიიდანაა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნების მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 18 თვის თავზე ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რიცხვი 500 000-ს აღწევს. 

სტატიის მიხედვით, მსხვერპლის რიცხვის გამოთვლა რთულია, რადგან მოსკოვი მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი დანაკარგების რიცხვს, ხოლო უკრაინა ამ ინფორმაციას საერთოდ არ აქვეყნებს. თუმცა, დაახლოებითი გამოთვლით, რუსეთის დანაკარგები 300 000-ს უახლოვდება, საიდანაც 120 000 დაღუპული და 170-დან 180 ათასამდე დაჭრილია. უკრაინამ ომში, ამერიკელი მაღალჩინოსნების მიხედვით, 70 000 სამხედრო დაკარგა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 100 000-დან 120 000-მდეა. 

ედუარდ ჯიშკარიანის პოსტში ნახსენებმა გამოცემებმა: The Guardian-მა, Reuters-მა, CBC-მ და The New York Post-მა რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია სწორედ The New York Times-ზე დაყრდნობით გაავრცელეს. 

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ დასავლური გამოცემები უკრაინის სავარაუდო დანაკარგად 500 000-ს, ხოლო რუსული მხარის დანაკარგად 300 000-ს ასახელებენ, მცდარია. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რუსულენოვანი ანგარიში Alex Bond რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. 

realurad ras tsers New York Times i ukrainisa da rusethis samkhedro danakargebze2 რეალურად რას წერს New York Times-ი უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე?

არქივის ბმულები: 1, 2, 34


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist